სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გამოქვეყნდა

სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გამოქვეყნდა. სამთავრობო პროგრამაში, რომელიც დღეს, განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა, საუბარია შემდეგ საკითხებზე: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით ათვალისწინებული […]

სამთავრობო პროგრამა – გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიზნით, საქართველო გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან

გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიზნით, საქართველო გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან – აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესასრულებლად,-ამის შესახებ სამთავრობო პროგრამაშია ნათქვამი, რომელიც დღეს, განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა. დოკუმენტის თანახმად, გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც სხვა […]

ზალუჟნი თანამედროვე ომის ახალ სტრატეგიასა და გარდამტეხ ფაქტორებზე

ეს სტატია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, CNN-ზე გამოაქვეყნა. „ნეტგაზეთი“ მის თარგმანს გთავაზობთ. მეორე მსოფლიო ომი თითქმის 80 წლის წინ დასრულდა, მაგრამ ამ ომის მემკვიდრეობა დღესაც განსაზღვრავს ომებზე სტრატეგიულ ხედვას. რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს პროგრესი ავიაციის, რაკეტების თუ სხვა სფეროებში, გამარჯვების კონცეფცია იგივეა: გაანადგურე მტერი და დაიპყარი/გაათავისუფლე ტერიტორია. არადა, ყოველი ომი უნიკალურია. მე […]

საფრანგეთმა განაცხადა, რომ რუსეთი “პასუხს აგებს” უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ფრანგი მუშაკების დაღუპვის გამო

საფრანგეთი აცხადებს, რომ რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს უკრაინის ხერსონის ოლქში უპილოტო საფრენი მოწყობილობის თავდასხმის შედეგად დაღუპული საფრანგეთის ორი მოქალაქის გამო, რომლებიც ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდნენ იქ. ხერსონის რეგიონის გუბერნატორმა, ოლექსანდრ პროკუდინმა Telegram-ის პოსტში დაწერა, რომ 1 თებერვალს, ბერისლავში, სამხრეთის ქალაქ ხერსონის მახლობლად, თავდასხმის შედეგად დაიღუპა საფრანგეთის ორი მოქალაქე და კიდევ სამი უცხოელი დაშავდა. პროკუდინს არ დაუზუსტებია, […]

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ, განაცხადა, რომ ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 27 131-ს მიაღწია

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰამასი მართავს, 2 თებერვალს განაცხადა, რომ სულ ცოტა, 27 131 ადამიანი დაიღუპა ამ ტერიტორიაზე, ისრაელის არმიის მიერო საპასუხოდ დაწყებული სამხედრო-საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის – პალესტინელთა სხვადასხვა დაჯგუფების მებრძოლებსა და ისრაელს შორის ომის განმავლობაში 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ. უკანასკნელი მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, […]

ოპოზიცია კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდეს, რომ 2024 წლის არჩევნებში დამარცხება გარანტირებული აქვს – თამარ ჩიბურდანიძე

ოპოზიცია კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდეს, რომ 2024 წლის არჩევნებში დამარცხება გარანტირებული აქვს – თამარ ჩიბურდანიძე „იმ მესიჯებით, რაც მოდის დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებიდან, კონკრეტულად ამერიკიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდნენ, რომ მათთვის გარანტირებული დამარცხება არის 2024 წლის არჩევნებში,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა […]

ჩინეთი კიევისგან მისი კომპანიების “ომის დამფინანსებელთა” სიიდან ამოღებას ითხოვს

ჩინეთმა უკრაინას ათზე მეტი ჩინური ფირმის “ომის საერთაშორისო დამფინანსებელი” კომპანიების სიიდან ამოღება მოსთხოვა. საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ცნობით, კიევში ჩინეთის ელჩს გასულ თვეში უკრაინის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილეს ის, რომ ამ სიაში ჩინური კომპანიების შეყვანას შეეძლო ორმხრივი ურთიერთობები დაეზიანებინა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩინური კომპანიები სიაში მაინც მოხვდა, ჩინეთი მათ დაუყოვნებლივ […]

ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსეთი სანდო პარტნიორი არ არის და ერევანი აშშ-ს, საფრანგეთს და საქართველოს უნდა დაუახლოვდეს

სომხეთს აღარ შეუძლია დაეყრდნოს რუსეთს, როგორც მის მთავარ თავდაცვით და სამხედრო პარტნიორს, რადგან მოსკოვმა არაერთხელ გაუცრუა მას იმედები, ამიტომ ერევანმა უნდა იფიქროს უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაზე შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, ინდოეთთან და საქართველოსთან. ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2 თებერვალს გააკეთა. სომხეთი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანს, ირანს და თურქეთს ესაზღვრება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მოკავშირეა. […]

სასამართლომ ნატა ფერაძეს ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს სასამართლომ ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა აქტივისტ ნატა ფერაძეს. მატრონა მოსკოველის ხატის დაზიანების საქმეზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინი იყო გამოსახული, ფერაძე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით დააკავეს. სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატზე, საქართველოში დაბადებული სტალინიც იყო გამოსახული – საბჭოთა დიქტატორი და აღიარებული ათეისტი, რომელიც საკუთარი პოლიტიკით ძალადობრივად ანადგურებდა რელიგიურ დაწესებულებებს და მორწმუნე ადამიანებს საბჭოთა […]

უნგრეთზე ზეწოლა იზრდება შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

უნგრეთზე საერთაშორისო ზეწოლის ზრდის პარალელურად, რომ ქვეყანამ დაასრულოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირების პროცესი და მხარი დაუჭიროს ალიანსის გაფართოებას, ვიქტორ ორბანის მთავრობაზე ზეწოლა იზრდება ქვეყნის შიგნითაც. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნგრეთის პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩანიშნეს, სადაც შვედეთის საკითხის განხილვა უნდა მოხდეს. სხდომა დღეს, პარასკევს უნდა გამართულიყო, თუმცა ვიქტორ ორბანის მმართველი პარტია, ამბობს, რომ საკითხის განხილვა უნგრეთისა და […]