ახლო აღმოსავლეთი არის ქვაბი, რომელიც შესაძლოა, აფეთქდეს – ჟოზეფ ბორელი

ახლო აღმოსავლეთი არის ქვაბი, რომელიც შესაძლოა, აფეთქდეს – ჟოზეფ ბორელი ახლო აღმოსავლეთი არის ქვაბი, რომელიც შესაძლოა, აფეთქდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. ბორელის თქმით, ევროკაშირი ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ესკალაციისგან. ამასთან, მისივე განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ახლა კრიტიკული ვითარებაა. „რამდენადაც […]

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე მიუნხენში ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 15 იანვარს ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საპატენტო უწყებების ხელმძღვანელთა დონეზე ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. სოსო გიორგაძემ ანტონიო კამპინოსს ვალიდაციის რთულ და დინამიკურ პროცესში მხარდაჭერისათვის მადლობა […]

10 თებერვალს ქართველთა კულტურის კერა ლაზი კარნავალს გამართავს

10 თებერვალს, საფრანგეთში არსებული ქართველთა კულტურის კერა ლაზი კარნავალს გამართავს, სადაც თავს მოიყრის ლაზის ყველა კურსდამთავრებული. 15 წლის მანძილზე ასეთი შეხვედრა კულტურის ცენტრში პირველად იმართება. „ჩვენი მიზანია ამ ახალგაზრდებს ერთმანეთი გავაცნოთ, რაც იმის საწინდარია რომ ისინი ერთმანეთთან დამეგობრდებიან. გვექნება საინტერესო გასართობი პროგრამა და გავატარებთ ძალიან კარგ დროს. წელს ბევრ ახალგაზრდას არ მოუწევს ჩვენთან ერთად ყოფნა, […]

საქართველოში წიწვოვანი ხეების მერქნის საერთო მარაგის 47% მაღალი ღირებულებისაა

ტყის ეროვნული აღრიცხვის დროს გაკეთებული მერქნის ხარისხის შეფასების შედეგებით, საქართველოში არსებული წიწვოვანი სახეობების მერქნის საერთო მარაგის 47% მაღალი ღირებულებისაა (სამასალე), როცა ფოთლოვანი სახეობების მერქნის საერთო მარაგის მხოლოდ 5% წარმოადგენს სამასალე მერქანს. მერქნის ხარისხობრივ მდგომარეობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, დაწყებული სახეობრივი შემადგენლობიდან, დასრულებული სოციალური ფაქტორით, შესაბამისად მერქნის მდგომარეობაც განსხვავებულია საქართველოს რეგიონების მიხედვით. საქართველოს რეგიონებიდან მერქნის ხარისხის, კერძოდ […]

ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის “დინამო” ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან

1-ელ თებერვალს, “უოტფორდმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ “გენტიდან” გიორგი ჩაკვეტაძე გამოისყიდა. “ირმებმა” ბელგიურ კლუბს ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ 2.5 მილიონი ფუნტი გადაუხადა. მოგეხსენებათ, 2017 წელს, როცა “დინამომ” ჩაკვეტაძე “გენტში” გაყიდა, რომან ფიფია ტრანსფერს მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა, რომ გიორგის შემდეგი გაყიდვიდან თბილისური კლუბი “გენტისგან” თანხის 50%-ს მიიღებდა. რაც იმას ნიშნავს, რომ “დინამო” ტრანსფერიდან 1.25 მილიონ ფუნტს მიიღებს. […]

იანვარში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 50% გრიპის ვირუსი იყო – ივანე ჩხაიძე

“ზამთრის სეზონი პროგნოზირებადი პერიოდია, როდესაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, როდის ველოდებით გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების მატებასა და პიკს”, – ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გრიპის ვირუსმა პიკს გასულ თვეში მიაღწია. “სტატისტიკიდან ჩანს, რომ გრიპის შემთხვევები ნოემბრიდან იწყებს მატებას, დეკემბერ-იანვარი პიკია, თებერვალ-მარტ-აპრილში კი თანდათან მცირდება. იყო […]

კასანომ მისი აზრით, სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. “რეალის” ყოფილი ფორვარდის თქმით, სერია A-ს საუკეთსო მწვრთნელი “მილანის” თავკაცი სტეფანო პიოლია. “პიოლი პატივსაცემი ადამიანია, რომელსაც მუდამ სწავლა და განვითარება სურს. უკვე ოთხი წელია, რაც ბრწყინვალედ მუშაობს, გარდა ამისა თავმდაბალი პიროვნებაა, რომელმაც წარმატებას უკვე არაერთხელ მიაღწია. ის ნამდვილი მწვრთნელაი და არ ჰგავს დანარჩენებს, რომლებიც მუდამ […]

სირიის მთავრობა – აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის გაგრძელება დაუშვებელია

აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის გაგრძელება დაუშვებელია, – ამის შესახებ სირიის მთავრობამ განაცხადა. სირიის მთავრობის ცნობით, სირიის ტერიტორიაზე ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა. „აშშ-ის თავდასხმების შედეგად არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა, სხვები დაშავდნენ, მნიშვნელოვნად დაზიანდა სხვადასხვა საჯარო და კერძო საკუთრება“, – აცხადებს […]

პაატა მანჯგალაძე – სამთავრობო გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ე.წ. მთავრობა – მორიგ ფოჩიან კანფეტებს კი ხალხი არ ჭამს

სამთავრობო გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ე.წ. მთავრობა – რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები ჩაწერონ ამა თუ იმ გეგმაში „ქართული ოცნება“ ამ გეგმით არასდროს მოქმედებს, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე სამთავრობო პროგრამას. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება” 12 წელია რაც მოსახლეობას ფურცელზე დაწერილ „ფუჭ […]

დანით შეიარაღებულმა პირმა პარიზის მთავარ რკინიგზის სადგურში 3 ადამიანი დაჭრა

დანით შეიარაღებულმა პირმა პარიზის მთავარ რკინიგზის სადგურში 3 ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის პოლიცია ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, პარიზის Gare de Lyon-ის რკინიგზის სადგურში დანით შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი დაჭრა. დაშავებულთაგან ორს მსუბუქი ჭრილობები აქვს მიყენებული, ხოლო მესამე მძიმედ დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პარიზის პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. თავდამსხმელის მოტივის […]