მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი: გუდაურში მსოფლიო თასის ჩატარება ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება

გუდაურში „სნოუბორდ კროსის” დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი მიმდინარეობს. აღნიშნული შეჯიბრი გუდაურში პირველად ტარდება, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, „სნოუბორდ ქროსის” დისციპლინაში ტურნირის ჩატარება გუდაურში ნიშნავს იმას, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორც წამყვანი სამთო კურორტი, კიდევ ერთხელ მოინიშნება. „ისტორიაში პირველად ხდება, რომ გუდაურში ტარდება მსოფლიო ეტაპი „სნოუბორდ ქროსის” […]
ხანძრის გამო, ჩილეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი

ჩილეში ტყის ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვალპარაისოს შტატის წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის ცენტრალურ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. “მთელი ძალები ტყის ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა მობილიზებული” – წერს ქვეყნის პრეზიდენტი, გაბრიელ ბორიჩი X-ზე მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ჩილეს ეროვნული სატყეო ორგანოს (CONAF) ინფორმაციით, მხოლოდ ვალპარაისოში უკვე დაახლოებით 7000 ჰექტარია […]
ჯოზეფ ბორელი – ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილონ

ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილონ,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ჯოზეფ ბორელმა კომენტარი აშშ-ის მიერ ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმების შემდეგ გააკეთა. „ყველა უნდა ეცადოს, რომ ვითარება ფეთქებადი არ გახდეს. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ესკალაციის თავიდან […]
თელავის მერია მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან, ევროპული კომისიის წარმომადგენელ დიანა ჯაბლონსკასთან და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად თელავში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის(PIRDP) ფარგლებში განხორციელებული პროექტები მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, თელავში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ტურისტულად აქტიურ […]
დანით შეიარაღებულმა პირმა პარიზის რკინიგზის სადგურში 3 ადამიანი დაჭრა – ადგილობრივი პოლიცია

პარიზის პოლიციის ინფორმაციით, Gare de Lyon-ის რკინიგზის სადგურში დანით შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი დაჭრა. ამავე ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულთაგან ორს მსუბუქი ჭრილობები აქვს მიყენებული, ხოლო მესამე მძიმედ დაშავდა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალებისა და თავდამსხმელის მოტივის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. გამოცემა Le Figaro ანონიმურ […]
პარიზში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი პირი დაჭრა

პარიზის ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზე, შაბათს, დილით ადრე, დანით შეიარაღებულმა პირმა სამი პირი დაჭრა, იუწყება „როიტერსი“. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. რაც შეეხაბათ დაშავებულებს, ორი მათგანი მსუბუქად არის დაჭრილი. მესამეს მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა ჭრილობები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რა იყო დამნაშავის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია. გარეკანის ფოტო: © GONZALO FUENTES / REUTERS
აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანთან დაკავშირებული სამხედრო ჯგუფების ობიექტები დაბომბა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობა იუწყება, რომ ერაყსა და სირიაში დაბომბა ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის „ქუდსის“ დანაყოფთან დაკავშირებული სამხედრო ჯგუფების ობიექტები. „ამერიკულმა ძალებმა დაბომბეს 85 ობიექტზე მეტი, მათ შორის სასარდლო და საკონტროლო საოპერაცო ცენტრები, სადაზვერვო ცენტრები, ტყვია-წამლისა და ავტომობილების საწყობები, მომარაგების ჯაჭვები“, – ვკითხულობთ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) გამოქვეყნებულ განცხადებაში. დაბომბვა, მათ შორის, განახორციელებს B1 […]
სახლი, რომელშიც თურქი მსახიობები ჰალიტ ერგენჩი და ბერგუზარ ქორელი ცხოვრობენ (ფოტო-ვიდეო)

· 140 თურქული სერიალები სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება საქართველოში. ხალხი მათ დიდი სიამოვნებით უყრებს და მახიობებიც კი შეიყვარა. მოდი ვნახოთ. როგორ ცხოვრობენ რეალურად თურქეთის სელებრითები. როგორია თურქი მსახიობების მდიდრული სახლების ინტერიერის დიზაინი, ლანდშაფტის დიზაინი, ეზოს დიზაინი თუ სახლის შიდა განლაგება. ჰანდა ერჩელის სახლის დიზაინი ის საოცრად ცნობილი თურქი მსახიობები ლონდონში გადავიდნენ საცხოვრებლად – […]
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან დღეს 19 წელი გავიდა

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან დღეს 19 წელი გავიდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბურუსით მოცული გარდაცვალების ირგვლივ ამ დრომდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. 2005 წლის 3 თებერვალს, ტრაგედიიდან, რამდენიმე საათში, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, მომხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მისცა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კი გაზით გაგუდვა დასახელდა.
უკრაინაში დაღუპულ გოჩა ჟვანიას და ზურა წიკლაურს საქართველოში 7 თებერვალს ჩამოასვენებენ

რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გოჩა ჟვანიას და ზურა წიკლაურს საქართველოში ჩამოასვენებენ 7 თებერვალს, თბილისის დროით 04:00 საათზე, კიშინიოვი-თბილისის რეისით. ინფორმაციას ქართული ლეგიონი ავრცელებს. გოჩა ჟვანია და ზურა წიკლაური 2 თებერვალს, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას დაიღუპნენ. ოკუპანტებმა ისინი აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე მოკლეს. ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია, ქართული ლეგიონის შემადგენლობაში, უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.