რუსთაველის გამზირზე ბოლო საათების განმავლობაში ვითარება თითქმის უცვლელია – მომიტინგეები პერიოდულად კვლავ ისვრიან პიროტექნიკას, სპეცრაზმი კი ე.წ. გაზის კაფსულებს

უკვე თითქმის ორი საათია, რუსთაველის გამზირზე ვითარება თითქმის უცვლელია – ქაშუეთის ტაძართან განლაგებულია სპეციალური დანიშნულები რაზმი, რომელიც რუსთაველის თეატრის წინ მყოფი მომიტინგეების მისამართით პერიოდულად ცრემლსადენი გაზის კაფსულებს ისვრის. აქციის მონაწილეებს ადგილზე მომარაგებული აქვთ წყლით სავსე სათლები, სადაც სპეცრაზმის ნასროლ გაზის კაფსულებს ყრიან, რათა მისი მოქმედება გაანეიტრალონ. ასევე, მომიტინგეებს რუსთაველის თეატრთან აღმართული აქვთ ხელოვნური ბარიკადები, რომელსაც […]
რუსთაველზე ისვრიან ცრემლმდენ ბალონებსა და პიროტექნიკას

თბილისის ცენტრში მეექვსე ღამეა მოქალაქეები გამოხატავენ პროტესტს პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო – ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე არ აპირებს დღის წესრიგში დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ბოლო სამი საათია პოლიცია ჰაერში ცრემლმდენ აირს უშვებს, საპასუხოდ კი აქციის მონაწილეები სადღესასწაულო პიროტექნიკას ესვრიან. პოლიცია რუსთაველის ქუჩაზე, ჭიჭინაძის ქუჩის ჩასახვევთან დგას და ზურგს წყლის ჭავლის […]
თინა ხიდაშელი – ხვალინდელ დებატებზე არავის წარმოვადგენ, წარმოვადგენ საკუთარ თავს – მე ვარ პროტესტში ადამიანებთან, რომლებიც ახლა საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებენ და სახლობანას თამაშობენ

მე არ მივდივარ კობახიძისთვის არაფრის დასამტკიცებლად, ამის ამოცანა არ მაქვს, ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია, რომ ერთის მხრივ, მას პირადად, სახეში ვუთხრათ ის ყველაფერი, რაც ითქმის დღეს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიერ და მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება, რომ მოისმინოს ფაქტები ტყუილების შესახებ , – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. […]
3 სენატორის განცხადება: ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობას

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, სენატორი, ბენ კარდინი, რანგის წევრი, სენატორი, როჯერ ვიკერი და სენატორი, ჯონ კორნინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ შვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობას გმობენ. სენატორები თვლიან, რომ ოცნების გადაწყვეტილება, 2028 წლამდე უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, არის ღალატი ქართველი ხალხის მკაფიო სურვილის მიმართ, აითვისოს ევროპული ღირებულებები და […]
გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, თხოვნა იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილისგანაც. ვისურვებდი ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ეს თუ ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა ვცეთ
გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, თხოვნა იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილისგანაც. ვისურვებდი ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ეს თუ ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა ვცეთ ჩვენ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, ეს თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც კი, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა. მისი თქმით, ისურვებდა ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ხოლო თუ ეს […]
“ყველაფერი გაირკვევა რეალურად რა მოხდა” – აქციაზე დაშავებულ 22 წლის ახალგაზრდაზე კახი კალაძე კომენტარს აკეთებს

თბილისის მერი კახი კალაძე აქციის დროს დაშავებულ 22 წლის ახალგაზრდაზე, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, კომენტარს აკეთებს: “მინდა ყველა დაშავებულს ჯანმრთელობა ვუსურვო, მალე გამოჯანმრთელება. რაც შეეხება 22 წლის დაშავებულს, გასარკვევია რეალურად რა მოხდა. თავიდან ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას რეზინის ტყვიის მოხვედრაზე, რაც არ აღმოჩნდა სწორი. ყველაფერი გაირკვევა რეალურად რა მოხდა, რა იყო ამ ყველაფრის უკან”- აღნიშნა კალაძემ. […]
,,როგორია ძალთა დაპირისპირება, ვინ არიან აქეთ და იქით? “ორივე მხარეს ქართველები არიან” და ეგ რიჟა ბაზარი არ გვინდა“ – ბექა კობახიძე –

,,როგორია ძალთა დაპირისპირება, ვინ არიან აქეთ და იქით? “ორივე მხარეს ქართველები არიან” და ეგ რიჟა ბაზარი არ გვინდა. იქით მხარეს ასეთი შეკრებაა: 100 ლარად ვყიდი ხმას, 500 ლარად აქციაზე ვცემ ახალგაზრდებს, “მეშინია გაპიდარასტების, მაგრამ ცოცხალი გეი ცხოვრებაში არ მინახავს”, ტენდერი და ატკატი, საწყალი და დაუცველი ხალხი, ყველა გაუნათლებელი უკლებლივ. აქეთ მხარეს: ვინც ახლა ციხეში ჯდომის […]
აქციაზე პირველი არხის ოპერატორი დაშავდა

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა. ამის შესახებ ინფოირმაციას პირველი არხი ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, რომ ოპერატორს სასწრაფოს მანქანაში დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც მან დატოვა მანქანა და განაცხადა, რომ არ იცის რა მოხდა, არ დაუნახავს. პირველი არხი აცხადებს, რომ ოპერატორს პიროტექნიკა “დამიზნებით ესროლეს”. 3-4 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია მომიტინგეები […]
ნიკო უილიამსი, ალბათ, კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს

“ბილბაოს” 22 წლის გარემარბი ნიკო უილიამსი “ბარსელონაში” არ გადავა, – ამის შესახებ The Athletic-ი იტყობინება. უილიამსი დიდი ალბათობით “ბილბაოს” სეზონის ბოლოს დატოვებს და კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს. ჟურნალისტმა დევიდ ორნსტეინმა განაცხადა, რომ “ბარსელონა”, რომელიც ზაფხულში ნიკოს გადაბირებას ცდილობდა, მის შეძენას ვერ შეძლებს. უილიამსის სამსახურით პრემიერლიგის კლუბები – “არსენალი”, “ჩელსი”, “მანჩესტერი” და “ტოტენჰემი”, აგრეთვე ბუნდესლიგის “ბაიერნია” დაინტერესებული. […]
,, აგერ, სპეცრაზმელს რომ რაღაც ხვდება და კვამლი ასდის, კვდება ყველა სიცილით სოციალურ ქსელებში” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი: ,,მეექვსე დღეა ეს კაცი თბილისის ცენტრში ომს აწარმოებს ათასობით ადამიანის წინააღმდეგ. ოქ, გავიგეთ, რომ ჩვენ გაზის კამერებშიც ამოგვახრჩობდა სიამოვნებით. ოღონდ საკუთარ თავს უთხრის დიდ სამარეს. მთლიანად გაშიშვლდა. აი, გამოეფინა პირდაპირ რომ რამდენიმე ათასი (მაქსიმუმ 5 ათასი) ზონდერის და რამდენიმე ათასი გამძღარი და ყველაფრის მკადრებელი (საკუთარ შვილსაც რომ დაარბევს, ოღონდ კეთილდღეობა […]