ვოლოდიმირ ზელენსკი – მნიშვნელოვანია გაკეთდეს შესაძლებელი და შეუძლებელი, რომ უკრაინამ რუსეთის დამარცხება შეძლოს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროს კონსოლიდაციის შენარჩუნება და რუსეთის დამარცხება. „გვახსოვს: ომი რუსეთმა დაიწყო უკრაინის ფრონტზე, მაგრამ მისი სამიზნე მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობა არ არის და ამიტომ, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროს მაქსიმალური კონსოლიდაცია და შესაძლებლის და შეუძლებლის გაკეთება იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის დამარცხება შეძლოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ევროპული […]
ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 5 თებერვლის ჩათვლით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6688 ლარი იქნება; 1 ევრო – 2.9042 ლარი ეღირება; 1 გირვანქა სტერლინგი – 3.4051 ლარი; 1 ლირა კი 0.0876 ლარი.
აწყური-ვალეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ75–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა . ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო […]
როგორი ამინდი იქნება 6 თებერვლამდე?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების […]
ხვიჩა დღეს “ვერონას” წინააღმდეგ, რომელსაც სამი გოლი გაუტანა…

იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში “ნაპოლი” ეცდება, სატურნირო მდგომარეობა გამოასწოროს და ოთხეულისთვის ბრძოლა განაგრძოს. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას გუნდი საკუთარ “მარადონაზე” ბევრ ქულას კარგავს, ამის შეცვლა კი “ვერონასთან” შეუძლიათ – დღეს, 4 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე. ნეაპოლელებს ვერონელებთან ზედიზედ სამი საშინაო ფრე აქვთ. ამაზე დიდი (4) ფრეების სერია მათ მხოლოდ “იუვენტუსთან” ჰქონიათ – 1982 წლის იანვრიდან […]
თეთრი სახლი სათანადო რეაგირებით იმუქრება

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ირანთან ომი და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია არ სურს. თუმცა, თეთრი სახლი იმასაც ამბობს, რომ ის პასუხს გასცემს თავდამსხმელებს იორდანიაში შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებზე მიტანილი იერიშის გამო, რომელსაც 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა.
ტაკერ კარლსონი, სავარაუდოდ, პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში ჩავიდა

ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და Fox New-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი რუსეთში ჩავიდა. ინფორმაციას Telegram არხი Mash აქვეყნებს. არხის ცნობით, ტაკერ კარლსონი მოსკოვში 1-ელი თებერვლიდან იმყოფება. ერთ-ერთ გავრცელებულ სურათში იგი არამ ხაჩატურიანის “სპარტაკის” სანახავად მოსკოვის დიდ თეატრში იმყოფება. Telegram არხის თქმით, მეორე სურათზე სტამბოლის აეროპორტიდან რუსეთის მიმართულებით ტაკერ კარლსონის გადაჯდომის მომენტი ჩანს. მედიაში ასევე ვრცელდება დაუდასტურებელი […]
გამოცემები “ვერონასთან” “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობას ასახელებენ

სერია A-ს 22-ე ტურში “ნაპოლი” “ვერონას” უმასპინძლებს. ნეაპოლურ გუნდში დისკვალიფიკაციის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს და აფრიკის თასიდან დაბრუნებული ზამბო ანგისა. Sky Sports-ი და “კორიერე დელო სპორტი” “ნაპოლის” ერთი და იგივე სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას ასახელებენ: გოლინი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, პოლიტანო, კვარაცხელია, სიმეონე. გამოცემები ირწმუნებიან, რომ ნეაპოლური გუნდი 4-3-3 ტაქტიკური […]
აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა იემენელ ჰუსიტებზე მორიგი ერთობლივი იერიშები მიიტანეს

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ ჰუსიტებზე მორიგი ერთობლივი იერიშები მიიტანეს. დარტყმების სამიზნე სულ მცირე 30 ობიექტი იყო. იერიშებში მონაწილეობა მიიღეს ხომალდებმა და ავიაგამანადგურებლებმა. ამ დარტყმებამდე მცირე ხნით ადრე აშშ-მ იემენში ცალკეული იერიშებიც მიიტანა. ცნობას აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. როგორც ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ს ძალებმა თავდაცვის მიზნით იერიში მიიტანეს ჰუსიტების ექვს ხომალდსაწინააღმდეგო […]
“2024 წლის არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ!” – მიხეილ სააკაშვილი

“2024 წლის არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ”- ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოსტიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.