“ესენი იმდენს იზამენ, მკვდრებს წამოაყენებენ საფლავებიდან და ისინიც რუსთაველზე გავლენ” – ლევან ჯავახიშვილი

ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი: უცხოეთში სამუშაოდ წასული დედები დაბრუნდნენ და შვილების გვერდით დგანან რუსთაველზე. ბევრნი არიან თუ ცოტა, მთავარი ფაქტია. ესენი იმდენს იზამენ, მკვდრებს წამოაყენებენ საფლავებიდან და ისინიც რუსთაველზე გავლენ.

სპეცრაზმი წყლის ჭავლის გამოყენებით რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაშლას ცდილობს

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მომიტინგეების დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობს. ისმის გაფრთხილების ხმა და აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, დაიშალონ. ამ წუთებში მომიტინგეები რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით იხევენ უკან, სპეცრაზმი კი უწყვეტ რეჟიმში იყენებს წყლის ჭავლს. პარალელურად, სპეცრაზმი შლის აქციის მონაწილეების მიერ აგებულ ხელოვნურ ბარიკადებს.

მომიტინგეები გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

მომიტინგეები კოსტავას ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. სწორედ გმირთა მოედანზე იგეგმება საპროტესტო აქციის გაგრძელებაც. მანამდე ისინი რუსთაველის თეატრის წინ იყვნენ შეკრებილი, სადაც ხელოვნური ბარიკადები ჰქონდათ აღმართული და ქაშვეთის მიმდებარედ განლაგებული სპეცრაზმის მიმართულებით პერიოდულად პიროტექნიკას ისროდნენ. პარალელურად გაზის კაფსულებს ისროდა სპეცრაზმიც. მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლის ღონისძიება დაიწყო, აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნისკენ დაიხიეს, […]

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის დატოვების შემდეგ, კოსტავას ქუჩაზე ბარიკადები მოაწყეს

აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის მიმართულებით გადაინაცვლეს. პარალელურად კი, კოსტავას ქუჩაზე, საავტომობილო გზის პერიმეტრზე ცეცხლაწიკდებული ურნებისგან ხელოვნური ბარიკადები გააკეთეს. სპეცრაზმი ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზეა განლაგებული. რუსთაველის გამზირი მთლიანი პერიმეტრი თავისუფალია.

სპეცრაზმია განლაგებული რესპუბლიკის მოედანზეც – დააკავეს რამდენიმე პირი

სპეცრაზმია განლაგებული რესპუბლიკის მოედანზეც. სწორედ რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით ახევინებს უკან მომიტინგეებს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიიდან მიემართება სპეცტექნიკის თანხლებით და წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეებს შლის. ამ დროისთვის, პრაქტიკულად, დემონსტრანტები ალყაში არიან მოქცეული. პარალელურად, საპოლიციო ძალები აკავებენ მომიტინგეებს. აქციის მონაწილეები კი ცდილობენ, რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაინაცვლონ.

“ესენი იმდენს იზამენ, მკვდრებს წამოაყენებენ საფლავებიდან და ისინიც რუსთაველზე გავლენ” – ლევან ჯავახიშვილ

ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი: უცხოეთში სამუშაოდ წასული დედები დაბრუნდნენ და შვილების გვერდით დგანან რუსთაველზე. ბევრნი არიან თუ ცოტა, მთავარი ფაქტია. ესენი იმდენს იზამენ, მკვდრებს წამოაყენებენ საფლავებიდან და ისინიც რუსთაველზე გავლენ.

საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტი არ განხორციელდება, გადავხედავთ თანამშრომლობას – გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრი, სვენია შულცე ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ განვითარების სამინისტრო გადახედავს ყველა არსებულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან. “საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტის დაპირება არ იქნება და არ განხორციელდება, ასევე არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება. ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ შემდგომი ზომები ჩვენს ევროპულ და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციით”, – […]

პოლიციამ განაახლა წყლის ჭავლით აქციის დაშლა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ განაახლა აქციის მონაწილეთა დაშლა. საპოლიციო ძალები ერთდროულად წყლის ჭავლის რამდენიმე ავტომობილსა და ცრემლმდენი აირის ბალონებს ისვრის. ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსულ მოქალაქეებს პოლიციელები რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილზე ხვდებიან. შენიღბული პოლიციელები დგანან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალ გზაზეც. დემონსტრანტების ნაწილი გარბის, პოლიცია მათ ნაწილს მისდევს. საპოლიციო ძალები განხლაგდნენ ფოსტის ყოფილ შენობასთან ისე, რომ სრულად გადაკეტეს […]

შეიქმნა პლატფორმა, რომელშიც ჩანს, პარლამენტთან სად დგას პოლიცია

ინტერნეტში გავრცელდა ახლად შექმნილი პლატფორმის ბმული, რომელზე გამოსახულ რუკაზეც ჩანს, პარლამენტთან სად დგას პოლიცია. მონაცემები ონლაინ რეჟიმში ახლდება. პლატფორმა ბიზნესისა და ტექნოლოგიები უნივერსიტეტის (BTU) სტუდენტებმა შექმნეს. ამავე ბმულზე ჩანს, რა წერტილებშია შესაძლებელი პირველადი დახმარების მიღება. „უახლოეს მონაცემებში“ კი ჩნდება ცნობები, რომლითაც აქციის მონაწილეებს აცნობენ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას. მეექვსე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ […]

სპეცრაზმი წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეების დაშლას ცდილობს

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მომიტინგეების დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობს. ისმის გაფრთხილების ხმა და აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, დაიშალონ. ამ წუთებში მომიტინგეები რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით იხევენ უკან, სპეცრაზმი კი უწყვეტ რეჟიმში იყენებს წყლის ჭავლს. პარალელურად, სპეცრაზმი შლის აქციის მონაწილეების მიერ აგებულ ხელოვნურ ბარიკადებს.