თბილისში ონკოპაციენტების მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა

საქართველოს პარლამენტთან ჩატარდა აქცია, რომლის მონაწილეებიც ონკოპაციენტების ინდივიდუალურად, სრულად დაფინანსებას მოითხოვდნენ და არა განსაზღვრული თანხის ოდენობით. „ჩვენ ასევე ვითხოვთ, რომ მათი დიაგნოსტიკისათვის საჭირო სერვისები სახელმწიფომ დააფინანსოს. სახელმწიფოსგან ვითხოვთ წამლების დეფიციტის დარეგულირებასაც. ეს მუდმივი პრობლემაა ონკოლოგიური პაციენტებისთვის“ – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაცია “კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა გვანცა აფხაიძემ. აქციის მონაწილეების თქმით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 25 […]

ჯო ბაიდენმა პირველი პრაიმერი მოიგო სამხრეთ კაროლინის შტატში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაწყებული საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში დემოკრატიული პარტიის პირველი პრაიმერი მოიგო სამხრეთ კაროლინის შტატში. წინასწარი მონაცემებით, ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგად ბაიდენმა ხმების უმრავლესობა დააგროვა და გაუსწრო მინესოტის წარმომადგენელთა პალატის წევრს, დინა ფილიპსს, და მწერალ მარიანა უილიამსონს. პრაიმერის შედეგად ბაიდენი შტატის 55-ვე დემოკრატი დელეგატის ხმებს მიიღებს. სამხრეთ კაროლინაში გამარჯვებამ აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს საარჩევნო […]

პაატა მანჯგალაძე – ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ ბოლო პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც მთავრობას ოპოზიციას გადააბარებს

ველოდები, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი გამონათქვამები, იმიტომ, რომ ისინი ზნეს არ შეიცვლიან, ეს არის მათი ბუნება – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პარლამენტში 6 იანვარს დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა. მანჯგალაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ გამომწვევად მოიქცნენ, რასაც რეაქცია მოჰყვება პრეზიდენტისა […]

ოკუპირებულ აფხაზეთში საბაგირო ჩაწყდა, დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

რუსეთის ორენბურგის ოლქის მკვიდრი გაგრის რაიონში საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტრაგედია 3 თებერვალს, შუადღისას, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. „28 წლის მამაკაცი საბაგიროთი სეირნობდა. რაღაც მომენტში საბაგირო გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა“, – აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცველებს გადასცეს.

სოფო ჯაფარიძე – სახელმწიფოსგან ყურადღების მიღმა დატოვებულ ონკოლოგიურ პაციენტებს უწევთ გარეთ დგომა და ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად – ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ მათ უწყვეტი მკურნალობის მიღება შეძლონ

სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფოსგან ყურადღების მიღმა დატოვებულ ონკოლოგიურ პაციენტებს უწევთ გარეთ დგომა და ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. მე მჯერა, რომ ჩვენი ერთად დგომით, ბრძოლით შევძლებთ, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ უწყვეტი მკურნალობის გაგრძელება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ონკოლოგიური პაციენტების მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლომდე იბრძოლებენ, რომ აღნიშნული დიაგნოზის მქონე ადამიანებმა შეძლონ უწყვეტი მკურნალობის […]

მიულერის მე-500 გამარჯვება – “ბაიერნის” ვეტერანის შთამბეჭდავი მაჩვენებელი

გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “გლადბახს” 3:1 სძლია. მიუნხენელთა 34 წლის შემტევმა თომას მიულერმა მოედანზე 80 წუთი გაატარა, მან “რეკორდმაისტერის” მაისურით ბუნდესლგაში მე-500 გამარჯვება იზეიმა. “ბაიერნის” ფორმა მიულერმა გერმანიის ჩემპიონატის 690 შეხვედრაში მოირგო, საიდანაც 500 მათგანში გამარჯვებული გამოვიდა. 1956 წელს კლუბის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურების შემდეგ “რეკორდმაისტერის” არცერთ სხვა მოთამაშეს არ მიუღწევია ამ ნიშნულს.

Facebook დღეს 20 წლის გახდა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, Facebook 20 წლის გახდა. ის მარკ ცუკერბერგმა თავის კოლეჯის მეგობრებთან და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან – ედუარდო სავერინთან, დასტინ მოსკოვიცთან და კრის ჰაგისთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლისას დააარსა. პლატფორმა ქსელში 2004 წლის 4 თებერვალს ჩაეშვა. 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით, Facebook-ს თვიურად 2.94 მლრდ აქტიური იუზერი ჰყავს. 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, […]

სამხრეთ კორეამ რუსეთის ელჩი, მარია ზახაროვას კომენტარის გამო, საგარეო უწყებაში დაიბარა

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გეორგი ზინოვიევი მოსკოვის მხრიდან სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მიმართ გაჟღერებული კრიტიკის გამო უწყებაში დაიბარა. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ჩანგ ბიუნ-ვონმა განაცხადა, რომ იუნ სუკ იოლის განცხადებებზე მოსკოვის კრიტიკა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს. „მინისტრის მოადგილის, ჩანგ ბიუნ-ვონის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, […]

ოკუპირებულ გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა – არის მსხვერპლი

ოკუპირებული გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზე საბაგირო გზა გაწყდა. საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად, დაიღუპა ქალაქ ორენბურგის ოლქის მკვიდრი, რუსეთის მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “აფსნიპრესი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 3 თებერვალს მოხდა. “28 წლის მამაკაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა,” – განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის […]

ზამთარში ათასობით ადამიანმა კოვიდი ისე გადაიტანა, რომ არც გაუგია – ივანე ჩხაიძე

„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ზამთრის განმავლობაში ათასობით ადამიანმა გადაიტანა კორონა ვირუსი ისე, რომ არც გაუგია“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ BMGTV-ის ეთერში ისაუბრა. „ცირკულირებს ომიკრონი და ტესტირება იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ ინფიცირებული ადამიანი საავადმყოფოში მოხვდება, რისკის ჯგუფია და ექიმს აინტერესებს, რა უნდა გააკეთოს, თორემ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ […]