პირველად 60 წლის შემდეგ – აფხაზეთის წყლებში გადაშენების პირას მყოფი თევზი აღმოაჩინეს

აფხაზეთის წყლებში პირველად, თითქმის, 60 წლის შემდეგ მეთევზეებმა თევზი, რუხი ზურგრქოსანა (Balistes capriscus) აღმოაჩინეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთ სამეცნიერო ცენტრის აზოვ-შავი ზღვის აუზის იქთიოფაუნის შემსწავლელი სექტორის ხელმძღვანელმა, დანილ ბუხმინმა განუცხადა. „სოხუმში რუხი ზურგრქოსანას დაჭერის შემთხვევა დაფიქსირდა. ის პირველად, თითქმის, 60 წლის შემდეგ მეთევზეების ადგილობრივმა ბრიგადამ დაიჭირა და გაათავისუფლა,“ – აცხადებს ბუხმინი. […]
ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ისტორიაში პირველად გახდა ირლანდიელი ნაციონალისტი

ჩრდილოეთ ირლანდიის (ოლსტერის) პრემიერ-მინისტრი ისტორიაში პირველად გახდა ირლანდიელი ნაციონალისტი, პარტია „შინ ფეინის“ წარმომადგენელი, ირლანდიასთან გაერთიანების მომხრე მიშელ ო’ნილი. მან შაბათს დაიკავა თანამდებობა. ცერემონია ბელფასტში გაიმართა. ჩრდილოეთი ირლანდია დიდ ბრიტანეთთან ერთად ქმნის გაერთიანებულ სამეფოს, რომლის შემადგენლობაშიც ის მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობს. რეგიონის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლისა და ირლანდიასთან შეერთების მომხრეა, მაგრამ ბევრნი ემხრობიან დიდი […]
სპორტულმა ჟურნალისტებმა ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ „ნაპოლისა“ და „საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა ხვარაცხელია წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. ის პირველი ფეხბურთელია 42 წლის განმავლობაში, ვისაც ეს ტიტული ერგო. ასოციაციამ ბოლოს 1981 წელს მიიჩნია ფეხბურთელი – რამაზ შენგელია – ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად. გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც დაასახელა. ძალოსან ლაშა ტალახაძეს 21-ე საუკუნის […]
„შეჯიბრების ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან“ – უვე ბეიერი

გუდაურში „სნოუბორდ კროსის დისციპლინაში” მსოფლიო თასის ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრებები ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ქალთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანელმა სპორტსმენმა შარლოტ ბენქსმა, ხოლო მამაკაცთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა კანადელმა სპორტსმენმა ელიოტ გრონდინმა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრების დირექტორის, უვე ბეიერის განცხადებით, „ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან” […]
ინდოეთში ჩინეთის ჯაშუშობისთვის დაკავებული მტრედი გაათავისუფლეს

ინდოეთის პოლიციამ ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული მტრედი გაათავისუფლა, რომელიც 8 თვის განმავლობაში სასამართლო საქმის საკუთრებას წარმოადგენდა. მტრედი თავდაპირველად მუმბაიში პორტთან ახლოს დაიჭირეს. მას ფეხებზე ბეჭდები ჰქონდა დამაგრებული და წერილს ატარებდა, რომლის ნაწერიც ადგილობრივებმა ჩინურს მიამსგავსეს. პოლიციამ ივარაუდა, რომ ფრინველს ჩინეთის დაზვერვა იყენებდა, დააკავეს და ერთ-ერთ ვეტერინარულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. საბოლოოდ, საქმეში […]
112 მოსახლეობას აფრთხილებს

112 მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. „გაცნობებთ, რომ 5-8 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“ – წერია 112 მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტოჩინოშინი სუმოდან ოფიციალურად გააცილეს

4 თებერვალს ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში ჩატარდა ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) სუმოდან ოფიციალურად გაცილების ღონისძიება. თმის კვეთის ტრადიციულ ცერემონიაში, „დანპაცუ-შიკში“ მონაწილეობა მოქმედმა და ყოფილმა სუმოისტებმა მიიღეს. მათ შორის იყო ლეგენდარული იოკოძუნა ასაშორიუც. ტოჩინოშინის დებიუტი სუმოში 2006 წლის მარტში შედგა. ორი წლის შემდეგ მან პროფესიონალური სუმოს ექვსიდან უმაღლეს დივიზიონს მიაღწია. 2018 წლის იანვარში მან იმპერატორის […]
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი – ტურნირის ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან

გუდაურში “სნოუბორდ კროსის დისციპლინაში” მსოფლიო თასის ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ქალთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანელმა სპორტსმენმა შარლოტ ბენქსმა, ხოლო მამაკაცთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა კანადელმა სპორტსმენმა ელიოტ გრონდინმა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის, უვე ბეიერის განცხადებით, ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან. […]
ბრაზილია რუსული ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი გახდა – Financial Times

2023 წელს ბრაზილიამ რუსეთიდან 6,1 მლნ ტონა დიზელის საწვავი შემოიტანა, რაც 60-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს (101 000 ტონა). მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, დოლარში საწვავის ღირებულება $95 მლნ-დან $4,5 მლრდ-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Financial Times წერს. ქვეყანამ ასევე გაზარდა საწვავის შესყიდვები რუსეთიდან: შარშან იმპორტი, წინა წლის 1,1 მლრდ-დან, $5,3 მლრდ-მდე გაიზარდა. Kpler-ის თანახმად, ოქტომბერში ბრაზილიამ თურქეთს […]
რომელ ქვეყნებშია ადვილი უკანონოდ შეძენილი სიმდიდრის დამალვა – Financial Secrecy Index

ბრიტანულმა ორგანიზაცია Tax Justice Network-მა ქონების საიმედოდ და საიდუმლოდ შენახვის შესაძლებლობის მქონე ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ რეიტინგში საქართველო საერთოდ არ არის, 43-ზე ადგილზე რუსეთია, 59-ზე – თურქეთი, 78-ზე – ყაზახეთი, 85-ზე – უკრაინა. 2018 წელს რეიტინგში პირველი ადგილი შვეიცარიამ დაიკავა. ტოპ-10 ქვეყანაში, სადაც ყველაზე იოლია სიმდიდრის დამალვა, ასევე შედის აშშ, კაიმანის კუნძულები, ჰონგ-კონგი, სინგაპური, ლუქსემბურგი, […]