რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ დემონსტრანტებმა დელისამდე მსვლელობა მოაწყვეს

აქციის მონაწილეებმა, რომელთა დასაშლელადაც პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენა, დედაქალაქში რუსთაველის გამზირიდან დელისის მეტროსადგურამდე მსვლელობა მოაწყვეს. გმირთა მოედანზე, მელიქიშვილის, კოსტავას, პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ამ მიზეზით საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო. აქციის მონაწილეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სურდათ მისვლა, თუმცა პოლიციის გამოჩენაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ „დელისთან“ დასრულდა. პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე […]
აქციის მონაწილეთა მსვლელობა მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დასრულდა

აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაასრულეს. მომიტინგეების თქმით, ისინი 4 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან კვლავ შეიკრიბებიან. მათ თბილისის ქუჩებში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალა. 28 ნოემბრიდან მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
ამერიკელი სენატორები საქართველოს ხელისუფლებაზე – ეს არის არა დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმის ერთგული მთავრობის, არამედ არასაიმედო რეჟიმის ქცევა, რომელიც საქართველოს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ მიათრევს

კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გაჩაღებულ ძალადობას – თბილისის ქუჩებში ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის, – ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი, წევრი, სენატორი, როჯერ ვიკერი და სენატორი ჯონ კორნინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებენ. მათი განცხადებით, ქართული ოცნების“ ნაბიჯი, […]
აქციის მონაწილეები თბილისში მსვლელობას აგრძელებენ

აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციას მსვლელობით აგრძელებენ. ისინი ამ წუთებში ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჯერჯერობით უცნობი მიმართულებით გადაადგილდებიან, რადგან ჯერ არ აქვთ დაგეგმილი, სად ექნებათ საბოლოო დანიშნულების წერტილი. დემონსტრანტების მსვლელობას ავტომობილები შეუერთდნენ. ისინი მომიტინგეებს ნელი სვლითა და ხმოვანი სიგნალებით მიჰყვებიან. მომიტინგეებმა ქალაქში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა.
,, დაბურულ შუშებიან “მოქალაქეებს”, “ფოტოგრაფებს” და “ტაქსის მძღოლებს” ერიდეთ” – რას ავრცელებს ბექა კობახიძე

ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყენებს და წერს: ,,მანქანის კამერიდან გადაღებული ვიდეო. მოხდა ასე ერთი საათის წინ. ახალგაზრდები აქციიდან მოდიოდნენ, ლაგუნასთან გაუჩერათ დაბურულ შუშებიანმა Corolla-მ, ვითომ რაღაცის საკითხავად. ფანჯრისკენ თავი რომ დახარეს, ფანჯრიდან წიწაკის სპრეი შეასხეს თვალებში. ეს არის მშვიდობიან მოქალაქეებზე ხულიგნური თავდასხმა, რომელიც უდიდესი ალბათობით განახორციელეს “სამართალდამცავებმა” (დაბურული შუშებით სიარულის უფლება ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ […]
,,არ დავიღლებით! ვერ მოგვერევით” – ახალგაზრდების მსვლელობა

აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი მსვლელობით კალაძის მერიასთან მივიდა და სვლა კვლავ განაგრძო. ,,არ დავიღლებით, ვერ მოგვერევით” – ამბობენ ისინი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველაზე მეტი გაზი გამოიყენეს გომელაურის თანამშრომლებმა, მომიტინგეებს ყველა ჩიხში დასდევდნენ, მათზე ნადირობდნენ, ალყაში მოაქციეს, დაშლის ნაცვალად, აქციის მონაწილეები გაიშალნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს… ,,სპეცრაზმი ისე დავღალეთ და ავრიეთ, მერიასთან ერთი მანქანაც […]
აქციის მონაწილეები მსვლელობით მერიის შენობასთან მივიდნენ

აქციის მონაწილეები მსვლელობით მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ცოტა ხნით აპირებენ გაჩერებას. მათი შემდგომი გეგმა და შესაბამისად, საბოლოოდ დანიშნულების წერტილი ჯერჯერობით უცნობია. მანამდე მომიტინგეებმა კოსტავას ქუჩაზე აღმართეს ბარიკადები – მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქცია დაშალა. ამ წუთებში რუსთაველის გამზირი როგორც აქციის მონაწილეებისგან, ისე სპეცრაზმელებისგან თავისუფალია.
ტრაილერმა გადაუკეტა გზა მორბენალებს, ვინც ხალხს მისდევდა!

სანაპიროზე ტრაილერმა გადაუკეტა გზა მორბენალებს, ვინც ხალხს მისდევდა! – ინფორმაციას და ფოტოს ,,დაიტოვე” ავრცელებს.
თინა ხიდაშელი – დებატებზე არავის წარმოვადგენ, წარმოვადგენ საკუთარ თავს – მე ვარ პროტესტში ადამიანებთან, რომლებიც ახლა თავს ხელისუფლებას უწოდებენ და სახლობანას თამაშობენ

მე არ მივდივარ კობახიძისთვის არაფრის დასამტკიცებლად, ამის ამოცანა არ მაქვს, ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია, რომ ერთის მხრივ, მას პირადად, სახეში ვუთხრათ ის ყველაფერი, რაც ითქმის დღეს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიერ და მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება, რომ მოისმინოს ფაქტები ტყუილების შესახებ , – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. […]
დარბევის შემდეგ აქციის მონაწილეები გმირთა მოედნისკენ მიდიან

მას შემდეგ რაც რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, მომიტინგეებმა რესპუბლიკის მოედნისკენ გადაინაცვლეს, ადგილზე ნიღბიანები მალევე გამოჩნდნენ. აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს და რამდენიმე მათგანი დააკავეს კიდეც. ამ წუთას მომიტინგეები გმირთა მოედნის მიმართულებით მიემართებიან, სადაც იგეგმება საპროტესტო აქციის გაგრძელებაც.