აშშ-ს უმსხვილეს ბანკებს რეკორდული, $154 მლრდ ჭარბი კაპიტალი აქვთ – Bloomberg

შეერთებულ შტატებში, მსხვილმა ბანკებმა, როგორიცაა Goldman Sachs, Citigroup, Bank of America, ჭარბი კაპიტალი რეკორდულ მაჩვენებლამდე – $154 მლრდ-მდე გაზარდეს. ამის შესახებ Bloomberg წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, „ამერიკის უმსხვილესმა ბანკებმა ჭარბი კაპიტალის ციხესიმაგრე ააშენეს, რომელიც მათ ამჟამინდელ საჭიროებებს აღემატება “. ამის გათვალისწინებით, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა ამ ბანკების რეიტინგი „მიმზიდველამდე“ აამაღლეს, რადგან მათ „აქვს ზედმეტ კაპიტალიზაციის უმაღლესი […]
“მეტოქეები მასზე ორმაგ მეურვეობას აწესებენ, წყობილებიდან გამოყავთ, მაგრამ…” – რა განაცხადა მაცარიმ კვარაცხელიაზე?

სერია A-ს 22-ე ტურში “ნაპოლიმ” “ვერონა” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა. “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მატჩის შემდეგ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. “გვჯერა, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში პენალტს ვიმსახურებდით და შეხვედრის მთავარ არბიტრს ეპიზოდი გამეორებით უნდა ენახა. როცა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, ძველებურად აენთო. ამ მატჩმა მისი ხასიათი უკეთესობისკენ შეცვალა. ის ნამდვილი […]
WSJ: 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს რუსეთში საჰაერო ინციდენტების რაოდენობა გაორმაგდა

რუსეთში 2023 წელს საავიაციო ინციდენტების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ღია მონაცემების შემსწავლელ კვლევით კომპანიებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა რუსეთში საავიაციო ინციდენტების მნიშვნელოვან ნაწილს უკავშირებს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. The Wall Street Journal-ი გერმანულ კვლევით კომპანია Jacdec-ზე დაყრდნობით წერს, რომ […]
ჩიქოვანი: ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ივანიშვილის როლი განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში. დიდი პატივია პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ბატონი ირაკლი კობახიძის ნდობა. სამშობლოსადმი მისი ერთგულება, საქმისადმი მისი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და დაუღალავი შრომა სამაგალითოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტისთვის. თქვა […]
ბრეგაძე: სკოლებში დანაშაულის პრევენციის კურსი ამოქმედდება

სკოლებში ამოქმედდება დანაშაულის პრევენციის კურსი, რის შედეგადაც სკოლის პედაგოგების მიერ არასრულწლოვანებში რთული ქცევის გამოვლენის და დროული რეაგირების შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები შექმნის დანაშაულის პრევენციის ფართომასშტაბიან შესაძლებლობებს. ამით კიდევ უფრო გაძლიერდება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა არასრულწლოვანებთან მიმართებით. თქვა იუსტიციის მინიტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, […]
აშშ-ს სენატში უკრაინის დახმარებისა და საზღვრის კონტროლის კანონპროექტზე შეთანხმდნენ

აშშ-ს სენატში დემოკრატმა და რესპუბლიკელმა წარმომადგენლებმა საბოლოოდ მიაღწიეს თანხმობას $118-მილიარდიან ფინანსურ პაკეტზე, რომელიც მოიცავს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების ხარჯებს, ასევე მექსიკის საზღვართან კონტროლის გამკაცრებისთვის საჭირო ფინანსებსაც. აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გასულ დღეებში ხაზს უსვამდა, რომ ამ კანონპროექტის მიღება საჩქარო იყო. პირველი დაბრკოლების სავარაუდო გადალახვის მიუხედავად, კანონპროექტის საბოლოო მიღება მალე ვერ მოხერხდება, რადგან ის წარმომადგენელთა […]
ანა ბუჩუკური – მთავრობის გეგმის 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა

მთავრობის გეგმის 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა – პრობლემაა, რომ გაურკვეველია, სამი წლის განმავლობაში რას აკეთებდა მთავრობა, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მისი გუნდი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კითხვების დასასმელად, ყველა პლატფორმას გამოიყენებს. “სამთავრობო პროგრამა ფაქტობრივად, 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, […]
ომბუდსმენის კონსილიუმი სააკაშვილზე – სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში – რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია, საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას

სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით მყარი დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის გაუმჯობესების დადებითი დინამიკა აღენიშნება, რაც წონის მატებაში გამოიხატება, თუმცა, კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია კვლავ რჩება. კონსილიუმის წევრების აზრით, არსებული […]
ლადო მგალობლიშვილი – ირაკლი კობახიძის სახით, საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე ეყოლება ქართული პოლიტიკის გამორჩეული ინტელექტუალი

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, საკონსტიტუციო, იურიდულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ირაკლი კობახიძის პრემიერობით, „ქართული ოცნების“ გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე გარდაუვალია. ამ განცხადებით მგალობლიშვილი საქართველოს მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებს გამოეხმაურა. „ირაკლი ღარიბაშვილს ურთულეს პოლიტიკურ გარემოში მოუწია საქმიანობა, რისთვისაც დიდ მადლობას იმსახურებს. ის „ქართული ოცნების“ გუნდის გამორჩეული […]
ვახტანგ გომელაური – სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიციის ატაშეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ, მათ შორის, გასულ წელს, ირლანდიასა და ისრაელში მივლენილ იქნენ პოლიციის ატაშეები […]