ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა

ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა. ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ქვეყნის პრეზიდენტმა ორდღიანი გლოვა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. ეროვნული სატყეო უწყების ცნობით, დამწვარია 8000-ს ჰექტარზე მეტი. მეხანძრეები ხანძრის ათობით კერას ებრძვიან. დაზიანებულია 1000-ზე მეტი სახლი.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი […]

ბარბის კოსტიუმი, სკიაპარელის კაბა და სამი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი “გრემის” 2024 წლის დაჯილდოებაზე – Marao

ბარბის კოსტიუმი, სკიაპარელის კაბა და სამი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი “გრემის” 2024 წლის დაჯილდოებაზე – Marao გუშინ ლოს-ანჯელესში „გრემის“ დაჯილდოების 66-ე ცერემონია გაიმართა. „გრემი“ ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის ჯილდოა, რომელიც 1958 წლიდან გაიცემა. ნომინანტები წელს სულ 94 კატეგორიაში იყვნენ წარდგენილი, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით გამოსული სიმღერებისა და ალბომებისთვის. წელს წლის ალბომის […]

“მეტოქეები მასზე ორმაგ მეურვეობას აწესებენ, წყობილებიდან გამოჰყავთ, მაგრამ…” – რა განაცხადა მაცარიმ კვარაცხელიაზე?

სერია A-ს 22-ე ტურში “ნაპოლიმ” “ვერონა” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა. “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მატჩის შემდეგ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. “გვჯერა, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში პენალტს ვიმსახურებდით და შეხვედრის მთავარ არბიტრს ეპიზოდი გამეორებით უნდა ენახა. როცა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, ძველებურად აენთო. ამ მატჩმა მისი ხასიათი უკეთესობისკენ შეცვალა. ის ნამდვილი […]

რამ განაპირობა კვარაცხელიას საუკეთესო მატჩი? – ხვიჩა მომავალში უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!..

ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი გოლით ყველამ გავიხარეთ. “კვარამ” ისევ ბევრი აალაპარაკა, საუკეთესო დრო გაახსენა. ისე, ქართველ ფეხბურთელს ეს არც აქამდე აკლდა, მისი შედეგიანი თამაშიც განხილვის საგანია და ნებისმიერი ნაკლებად წარმატებულიც. “ნაპოლის” 77-ე ნომერი “ვერონასთან” ძალიან მონდომებული ვნახეთ. ეს ყველა ეპიზოდში იგრძნობოდა და მთავარი მწვრთნელის მიმართაც შეგვიძლია კომპლიმენტების თქმა – დაგვიანებით, თუმცა სწორი დასკვნები გამოიტანა. კვარაცხელია კარავაჯოს […]

ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა “მილანში” – “როსონერი” კლუბში ჯოკოვიჩს ეპატიჟებოდა

La Repubblica წერს, რომ “მილანი” რამდენიმე თვის წინ კლუბში დასაქმებას ლეგენდარულ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს სთავაზობდა. როგორც იცით, პლანეტის პირველი ნომერი “როსონერის” მფლობელის, ჯენი კარდინალეს ახლო მეგობარია და “ლომბარდიელთა” დიდი გულშემატკივარია. კარდინალეს სურდა, რომ “მილანის” რთული მდგომარეობის გამო ჯოკოვიჩი მისი პირადი მრჩეველი და გუნდის ფსიქოლოგიური მწვრთნელი გამხდარიყო, რომელიც ფეხბურთელებს მოტივაციას შემატებდა. საბოლოოდ, “როსონერიში” მრჩევლად ზლატან იბრაჰიმოვიჩი […]

“დადებითი დინამიკაა, თუმცა რჩება კოგნიტური გაუარესება” – ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. ომბუდსმენის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში ბოლოს 2024 წლის 25 იანვარს მოინახულა. დასკვნის თანახმად, ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში და ნეგატიურ ორთოსტატიურ ტესტში. თუმცა, აღნიშნულია, რომ კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, […]

ოხანაშვილი დეკანოიძეს: მართლა გჯერათ, რომ ჩამოვრჩებით მოლდოვას და უკრაინას? ბევრად წინ ვართ

“შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ ხართ”, – ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგის, ხატია დეკანოიძის კითხვა, რომელმაც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კონტექსტში თქვა, რომ საქართველო ასოცირებული ტრიოს დანარჩენ ორ ქვეყანას ჩამორჩება. “ქალბატონო ხატია, ისეთი მონდომებით გაუსვით ხაზი, რომ თითქოს საქართველო ჩამორჩენა მოლდოვასა და უკრაინას, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ […]

სასწავლო ფრენისას ჩამოვარდნილი რუსული Ми-8-ის ფრაგმენტები ონეგის ტბაში აღმოაჩინეს

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს Ми-8-ის ტიპის ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ფრაგმენტები კარელიის მხარეში, ონეგის ტბაში აღმოაჩინეს. რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ ვერტმფრენი მყოფი ეკიპაჟის სამი წევრი სასწავლო ფრენაზე იმყოფებოდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, 4 თებერვალს ვერტმფრენი რადარებიდან გაქრა და მასთან კავშირი გაწყდა. “Ми-8-ის ვერტმფრენის ფრაგმენტები ნაპირიდან 11 კილომეტრში იპოვეს. ამ ადგილას ტბის სიღრმე 40-დან 50 მ-მდე […]

ოკლაჰომაში სამედიცინო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილას მკვდარი ბატები იპოვეს

აშშ-ს სატრანსპორტო უსაფრთხოებს ეროვნული საბჭოს წინასწარი ანგარიშის თანახმად, ოკლაჰომაში ჩამოვარდნილი სამედიცინო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილას მკვდარი ბატები იპოვეს. მოხსენებაში ავარიის სავარაუდო მიზეზებზე არაფერი წერია, თუმცა აღნიშნულია, რომ ერთი ბატი ვერტმფრენის ფრენის მართვის სისტემაში, დანარჩენები კი მინდორში გაფანტულ ნამსხვრევებში იპოვეს. საბჭოს ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზებზე საბოლოო დასკვნის მომზადებას, შესაძლოა, 2 წელი დასჭირდეს. ვერტმფრენი ოკლაჰომის დასავლეთით, პაციენტის ქალაქში მდებარე […]