რეპერი Killer Mike გრემის დაჯილდოებაზე 3 კატეგორიაში გამარჯვების შემდეგ დააკავეს

ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი, მაიკლ სანტიაგო რენდერი, სასცენო სახელით Killer Mike, ლოს ანჯელესში გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე 3 კატეგორიაში გამარჯვების შემდეგ დააკავეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მაიკი ლოს ანჯელესის პოლიციას Crypto.com Arena-დან ხელბორკილებით გაჰყავს. BREAKING: Rapper Killer Mike gets arrested at the Grammy’s in Los Angeles after winning three awards. Just before getting taken […]
ბრეგაძე: 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები უფასოდ ჩანაცვლდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, 2011 წლამდე გაცემულ ლამინირებულ პირადობის მოწმობებს მოქალაქეებს ახალი, ID ბარათებით უფასოდ ჩაუნაცველებენ. ბრეგაძემ აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, სამინისტროს 2024 წლის გეგმებზე საუბრისას გააკეთა. „2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას“, […]
“სუფთა კაცური კაცია” – ოპოზიციონერი ინჯია მინისტრობის კანდიდატზე

„ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი „კაცური კაცია“. ამის შესახებ ინჯიამ დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა განიხილება. „აქ დაისვა კითხვა ბატონ ირაკლი ჩიქოვანზე – რა შეიცვალაო? პირველ რიგში შეიცვალა ის, რომ მე […]
კახა კალაძე – არ მგონია, საქართველოში მოიძებნოს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო დაეშალა „ნაციონალური მოძრაობა“, გარდა ლევან ხაბეიშვილისა

არ მგონია, საქართველოში მოიძებნოს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო დაეშალა „ნაციონალური მოძრაობა“, გარდა ლევან ხაბეიშვილისა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, იმას, თუ რატომ „იშლება „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაზე უკეთესად სწორედ ხაბეიშვილი განმარტავს. ამასთან, კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას შეუქცევად პროცესად აღიქვამს. „ზოგადად ოპოზიციაში ხდება გადაჯგუფება, რეალურად ისინი ერთი ჯგუფის წარმომადგენლები არიან, დღეს […]
სუს-ი – ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, „სარფის“ პუნქტით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, „დარიალიდან“ იგეგმებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქრთველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით „სარფის“ საკონტროლო გამშვები პუნქტით შემოიტანეს. როგორც უწყების მიერ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ასაფეთქებელი ნივთიერებები უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალის“ […]
სუს-ი – ამოღებულია რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება – ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა მასშტაბურ მსხვერპლს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი. არსებული აკუმულატორები […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, სენატის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს, კენჭს არ უყრიან

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით კენჭისყრაზე არ გაიტანს სენატში წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც სასაზღვრო უსაფრთხოებას, ასევე უკრაინისა და ისრაელის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. „ეს კანონპროექტი იმაზე უარესიც კი არის, ვიდრე ველოდით და პრეზიდენტის მიერ შექმნილი სასაზღვრო კატასტროფის დასრულებასთან ახლოსაც ვერ მივა. თუ ეს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამდე მოაღწევს, ის მოსვლისთანავე გარდაიცვლება“, – წერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის […]
რელიგიის სააგენტო 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლას ეწვია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები დღეს თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვივნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო, 2018 წლიდან, სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს ეხმარება. „ამჯერად, სააგენტოს თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად გამართეს. სკოლის მოსწავლეებს მათ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი 2024 წლის ინტერ-რელიგიური კალენდარი, ძველი აღთქმის მეხუთე კანონიკური წიგნი […]
ირაკლი ქადაგიშვილი – ბატონ პოდოლიაკს მოვახსენებ, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხი არ არის მისი გადასაწყვეტი

ბატონ პოდოლიაკს მოვახსენებ, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხი არ არის მისი გადასაწყვეტი – ჯერ მათ გასცენ პასუხი სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოგზავნასთან დაკავშირებით უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კითხვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადება შეაფასა. მისივე თქმით, […]
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი სოფო გორგოძე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელად დაინიშნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი სოფო გორგოძე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელად დაინიშნა. როგორც USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში აღნიშნეს, სოფო გორგოძის პროფესიონალიზმი და გამოცდილება ხელს შეუწყობს საერთაშორისო დაფინანსების ეფექტურ გამოყენებას განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდის კუთხით. „განათლების სფეროში დონორებთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია მდგრადი ინიციატივებისა და გრძელვადიანი, ეფექტური ცვლილებების განხორციელებისათვის. ჩვენი ხედვა და მიზნები ხარისხიანი […]