სტადიონი დაუსახლებელ ადგილას და უფუნქციო ინფრასტრუქტურული ობიექტები – 2021-2022 წლებში ნინოწმინდის ბიუჯეტიდან ₾105 000-მდე არაეფექტიანად დაიხარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც, გამოუყენებელი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვაში, მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად 104.1 ათასი ლარი დახარჯა და პროექტის განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს ვერ მიაღწია. აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა უნდა […]
2023 წელს 5 594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, საიდანაც 2.8% გამოწვეული იყო სიმთვრალით

გასულ წელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ქვეყანაში 5 594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, აქედან, 158 შემთხვევა ანუ მთლიანი ავარიების 2.8% გამოწვეული იყო სიმთვრალით. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, გასულ წელს 7 310 ადამიანი დაზარალდა და 442 დაიღუპა.
ჩვენც გვჭირდება ჩვენი ავთენტიკური სამზარეულოს განვითარებაში ინოვაციები და ამას არ უნდა შევუშინდეთ – შოთა ბურჯანაძე

რა სარგებელს იღებს საქართველო, გასტროკონგრესზე Madrid Fusión მონაწილეობით, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში Madrid Fusión-ის გასტროკონგრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, Madrid Fusión არის კულინარიული ინოვაციების ფესტივალი, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენი ქვეყნისთვის. „ Madrid Fusión არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული კონგრესი, სადაც ძალიან ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. აქ მსოფლიოდან მოწვეულია 500-ზე მეტი […]
ონიანის თქმით, ენმ-ს ტოვებს და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება

ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ონიანის თქმით, პარტიას ტოვებს და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ ის ფეისბუქპოსტში საუბრობს. ონიანი წერს, მას შემდეგ, რაც ენმ-ში ხელმძღვანელობა შეიცვალა, ახალ მენეჯმენტთან მისი თანამშრომლობა ვერ შედგა. ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობას, იყო უამრავი გამოწვევა, სირთულე რასაც სწორედ ერთობით ვცემდით პასუხს. ერთი წლის წინ პარტიაში შეიცვალა მენეჯმენტი, რომელთანაც […]
ნაცვლიშვილი: ოკუპანტების ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოვუცხადებთ

ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პარტია ლელო “ოკუპანტების ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს”. “ქართული ოცნების მთავრობამ ვინც არ უნდა წამოაყენოს პრემიერად და რა შემადგენლობის გუნდიც არ უნდა დაასახელოს, ფაქტი არის უცვლელი, ეს ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ოკუპანტის ინტერესებს. შესაბამისად, ლელო, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება, ოკუპანტების ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს და მხარს არ […]
სუსი: აღმოჩენილია უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში გასატანი 14 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება. უწყების კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ დღეს, 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე დეტალებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება რუსეთში (ქალაქ ვორონეჟში) გასატანად უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“. მანვე განმარტა, […]
უკრაინის პრეზიდენტმა შესაძლოა, გენერალური შტაბის უფროსიც შეცვალოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გარდა, გენერალური შტაბის უფროსის შეცვლასაც აპირებს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის და სამხედრო წრეების რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს 2021 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს გენერალ-ლეიტენანტი შაპტალა. „უკრაინსკა პრავდის“ ერთ-ერთი წყაროს თანახმად, შაპტალა და ზალუჟნი შესაძლოა, ამ კვირის შუა პერიოდში გადააყენონ. ბოლო […]
კულტურის სფეროს წარმომადგენლები დეპუტატებს: არ გამოუცხადოთ ნდობა თეა წულუკიანს!

საქართველოს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენების პარალელურად, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და დეპუტატებს სთხოვეს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე. “მისთვის ნდობის გამოცხადებით თქვენც თანაბარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ ეროვნული მემკვიდრეობის განადგურებაზე, დამოუკიდებელი ინსტიტუციების ჩამოშლაზე, პროფესიონალთა დევნაზე, ცენზურაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე. თუ კულტურის სფეროსთვის მის მიერ მიყენებული ზიანის გრძელი ჩამონათვალი […]
გოგა ონიანმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

გოგა ონიანმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა გოგა ონიანი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ონიანი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“, იყო უამრავი გამოწვევა, სირთულე, რასაც სწორედ ერთობით ვცემდით პასუხს. ერთი წლის წინ პარტიაში შეიცვალა მენეჯმენტი, რომელთანაც ჩემი თანამშრომლობა ბევრი მიზეზის გამო ვერ შედგა, არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს. ვფიქრობ, ბევრმა ისაუბრა […]
“სახეზეა დადებითი დინამიკა…” – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმი დასკვნას აქვეყნებს

სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით მყარი დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის გაუმჯობესების დადებითი დინამიკა აღენიშნება, რაც წონის მატებაში გამოიხატება, თუმცა, კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია კვლავ რჩება. კონსილიუმის წევრების აზრით, არსებული […]