პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი არიან დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. პლენარულ სხდომას ესწრებიან მოვალეობის შემსრულებელი მინისტრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს ტრადიციას წარმოადგენს. სხდომაზე იმყოფება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი […]
რიგაში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ლატვიაში, რიგაში, BaltTour 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყველაზე დიდ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები იყვნენ წარდგენილები. BaltTour 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან […]
ბრიტანეთში უალკოჰოლო ლუდსა და ღვინოს შექმნიან, რომლებსაც თრობის გამოწვევა შეეძლებათ – Daily Mail

Sentia – ბრიტანული კომპანია GABA Labs-ის მიერ გასულ წელს გამოშვებული სასმელია, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს, თუმცა მისი მთავარი მიზანი სპირტიანი სასმელების ეფექტის გამეორებაა. გუნდი, რომელმაც Sentia-ზე იმუშავა, 2024 წლიდან პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასა და უალკოჰოლო ლუდისა და ცქრიალა ღვინოს გამოშვებას გეგმავენ – იტყობინება Daily Mail. GABA Labs-ის პროდუქტები ტრადიციული უალკოჰოლო სასმელებისგან განსხვავდება. როგორც წესი, მსგავსი ტიპის […]
„სმარტი“ ქსელის განვითარებას ახალი ვიზუალითა და კონცეპციით განაგრძობს

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ქსელის განვითარებას „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, ავტობანებზე არსებულ მომსახურების ცენტრებსა და აეროპორტებში ახალი ვიზუალითა და კონცეპციით განაგრძობს. „კეთილი მგზავრობა“ „ვისოლთან“ ერთად „სმარტის“ ახალი დაპირება გახდა, რომლის შესრულებასაც ბრენდი „მარკეტი და კაფე“ პოზიციონირებით, გზაზე ყოფნისას საჭირო ყველა პროდუქტით, ექსკლუზიური იმპორტის ყველაზე პოპულარული არჩევანით, იტალიური ყავითა და ლუკა ნაჭყებიასთან ერთად განახლებული მენიუთი შეძლებს. „„ვისოლ ჯგუფმა“ […]
პრეზიდენტი: ჰიბრიდული სტრატეგია ეფუძნება პროვოკაციებს – რუსული გემის პარპაში, სტალინის ხატი

საოკუპაციო ხაზთან კი, გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა. სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება/დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება – მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის. ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია და ჯამში გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც […]
პრეზიდენტი: კითხვების მთავარი ადრესატია, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას – ივანიშვილი

საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარეები, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს. საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს – რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ – ქვეყნის წინაშე არსებული […]
Technovation Girls SAKARTVELO 2024 დაიწყო

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls SAKARTVELO დაიწყო. წელს კონკურსზე, საქართველოს ყველა რეგიონიდან, 13-დან 18 წლამდე 900-ზე მეტი გოგონა და 250 მენტორი დარეგისტრირდა. Technovation Girls საერთაშორისო კონკურსია, რომელიც 17 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. კონკურსში საქართველო წელს უკვე მეორედ მონაწილეობს. ოთხი […]
გადახდილი სახურავები, დატბორილი სახლები და ზვავი გზაზე – სტიქიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი დააზარალა

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ზარალი მიაყენა. ქარმა გადახადა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში, ასევე რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონის მერები. „ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის […]
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

Galt&Taggart-ის 29 იანვარი – 2 თებერვლის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები, წინა კვირასთან შედარებით, გაძვირდა. ყველაზე მაღალი ზრდა Georgia Capital-ის აქციებზე დაფიქსირდა. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.26% წინა კვირასთან შედარებით და -5.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 134 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.10 […]
„დაზიანებულია სკვერები, სპორტული მოედნები და საგზაო ინფრასტრუქტურული ობიექტები“ – ახალციხის მერიამ ჩაიბარა ₾1,9 მლნ-ის ღირებულების პროექტები, რომლებიც მოკლე დროში დაზიანდა

„დაზიანებულია სკვერები, სპორტული მოედნები და საგზაო ინფრასტრუქტურული ობიექტები“ – ახალციხის მერიამ ჩაიბარა ₾1,9 მლნ-ის ღირებულების პროექტები, რომლებიც მოკლე დროში დაზიანდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის აუდიტი ჩაატარა. გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ მუნიციპალურმა მერიამ თითქმის 1,9 მლნ ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა. 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა 132 ხელშეკრულების […]