კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო. თემა ეხება კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით – შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას. მოკვლევის დაწყების […]
(რ) თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

დეკემბრის ეკონომიკის წლიური ზრდა 8.3% იყო. სხვა ფაქტორებთან ერთად, საყურადღებოა, რომ მნიშვნელოვანი აღდგენა ფეროშენადნობების ექსპორტში დაფიქსირდა. მთლიანობაში, მაშინ როდესაც მიგრაციის პიკი, როგორც ჩანს, უკვე გადავლილია, ჯამური წმინდა სავალუტო შემოდინებები მაინც გაიზარდა, რაც ლარის კურსზეც აისახა. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ სექტემბერ-ნოემბერში ვალუტის გაყიდვის მიმართულებით განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების შემდეგ, მართალია, მცირე მოცულობით, მაგრამ დეკემბერში სებ-მა ვალუტა იყიდა. […]
ზურაბიშვილი: მმართველობა ძველ, ერთპარტიულ, მონოლითურ მოდელს დაუბრუნდა

სახელმწიფო შტოებს შორის მკვეთრად მოიშალა ის აუცილებელი ბალანსი, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია. პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარ არის. პარლამენტი კი მთავრობის ზედამხედველობისა და კონტროლის ნაცვლად, მხოლოდ პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა. 2012-2013 წლებში ხანმოკლე კოალიციური მმართველობის მცდელობის მიუხედავად, ის ძველ, ერთპარტიულ, მონოლითურ მოდელს დაუბრუნდა. ბოლო ცვლილებებიც ამ ხაზს მიჰყვება – ერთპარტიული ძალაუფლების სისტემის შენარჩუნებასა და […]
პრეზიდენტი: სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა

სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება/დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება – მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის. ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია და ჯამში გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში. ასევე, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა […]
სალომე ზურაბიშვილი – რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! – ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენაა

ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებითვე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება „ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონულ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ“. „კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მომავლისთვის ახალ შესაძლებლობას […]
ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, სოფელში ზვავი დილით განვითარდა, რის შედეგადაც, ერთი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა წაიღო. მერის ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი მამაკაცი მეზობლებმა ამოიყვანეს, ხოლო მისი მეუღლე დაიღუპა. „მთელი ღამის განმავლობაში მაღალი ზონის სოფლებში თოვდა. სამწუხაროდ, ზვავი განვითარდა, რის შედეგადაც ერთი ოჯახი […]
პრეზიდენტი – მივმართავ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას?

მივმართავ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს. პრეზიდენტის თქმით, ის აღჟერებს საზოგადოების კითხვებს მათ შორის იმასთან დაკავშირებით, […]
პრეზიდენტი – ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა – დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა საფრთხის ქვეშ დავაყენეთ!

ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა, სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ პოზიციები შესამჩნევად შერბილდა – ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და კანდიდატის სტატუსი მოიპოვა!,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს. მისივე თქმით, დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით ჩვენ მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა და მიღწევები საფრთხის […]
სალომე ზურაბიშვილი – წარმატების მიღწევა შესაძლებელი უნდა გახდეს ცოდნით, ნიჭით და საქმით და არა ძალაუფლების წრეში ვიღაცის ნაცნობობით და მფარველობით

წარმატების მიღწევა შესაძლებელი უნდა გახდეს ცოდნით, ნიჭით და საქმით და არა ძალაუფლების წრეში ვიღაცის ნაცნობობით და მფარველობით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა. მისივე თქმით, ევროპული მოდელი მოითხოვს სამართლიან სასამართლოს. „რასაც ევროპა გვეუბნება და რა რეკომენდაციებსაც გვაძლევს, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის გვჭირდება, რასაც საზოგადოება უკვე წლებია […]
სერგო ჩიხლაძე – გომელაური საკუთარ თანამშრომლებზე აგდებით საუბრობს: „აი, რა მოხდა ახლა 2 000 კაცი წავიდა, ზოგი კატარღით, ზოგი იმით“ – ადამიანები, რომლებიც პოლიციის სტრუქტურებიდან გაიქცნენ და საზღვარგარეთ ჩაბარდნენ, კერძო სექტორში წავიდნენ?!

განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, ეს მორიგი მოხსენება იქნება – ალბათ, აქცენტები ევროინტეგრაციის პროცესზე იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, მათი პარტიის წევრები ტრიბუნას საქართველოს მოქალაქეებთან სასაუბროდ და კითხვების დასასმელად გამოიყენებენ. „განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, […]