“გათავისუფლდით ილუზიებისგან” – ცხინვალი ირაკლი კობახიძეს ეხმაურება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას ტერიტორიული მთლიანობის “მშვიდობიან მოგვარებასა” და აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გაყვანის პერსპექტივაზე და ქართულ მხარეს მოუწოდებს, დააღწიოს ილუზიებს. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ახსარ ჯივოევმა გააკეთა. “საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი “დაბრუნების შესახებ, გამიზნულია შიდა […]

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მომავალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გავრილოვის პარლამენტში შემოშვება, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება და ანტიდასავლური რიტორიკა შეახსენა. პრეზიდენტმა კობახიძეს ჰკითხა, ამ ყველაფრის ფონზე, როგორ აპირებს საზოგადოების დაკვეთის შესრულებას, ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ. “მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორეს წასვლა […]

სტიქია სამეგრელოში: ქარმა და წყალდიდობამ ინფრასტრუქტურა დააზიანა

ძლიერმა ქარმა და ნალექმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარმა სახურავი გადახადა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში. ასევე, რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. რაც შეეხება, ზემო სვანეთის მხარეს, ამ ეტაპზე ჯვარი-მესტიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. […]

„დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა-გინება“ – პრეზიდენტი ოპოზიციას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და მოუწოდებს, დაასრულონ ერთმანეთში კონფლიქტი. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „მისი საქმე არაა“, ოპოზიციისთვის გაერთიანებისკენ მოწოდება, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ ოპოზიცია ვალდებულია, მოაბილიზოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოება. „მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას. თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია. ჩემი საქმე არაა, […]

უკრაინის საელჩო საქართველოს „ასაფეთქებლის საქმის“ პოლიტიზების თავშეკავებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საელჩო საქართველოში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ასაფეთქებლის აღმოჩენის საქმის პოლიტიზებისგან თავი შეიკავოს და თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინული მხარე ამოწმებს სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციას და არკვევს ყველა გარემოებას. საელჩო იმედოვნებს, რომ „ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს“. „უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, […]

პრეზიდენტმა პროვოკაციად შეაფასა სტალინის ხატი სამებაში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას უსაფრთხოების სფეროს გამოწვევებზე ისაუბრა, ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილმა ახსენა რუსეთის ომი უკრაინაში და თქვა, რომ მიუხედავად ფრონტზე წარუმატებლობისა (ან სწორედ ამის გამო) რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს. რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, […]

„წამლებს 300-დან 3000 პროცენტამდე ფასნამატით ყიდიან“ — ფარმაცევტული კომპანიებზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ,დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, თემა ეხება კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით – შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვაარასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას. როგორც კონკურენციის სააგენტო აცხადებს, მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, […]

პრეზიდენტი კობახიძე-ღარიბაშვილის როქს ერთპარტიული სისტემის გამყარებად აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობების გაცვლას კი „ერთპარტიული ძალაუფლების სისტემის შენარჩუნებად და გამყარებად“ აფასებს. პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2023 წელს, დემოკრატიის კუთხით, საქართველოს მრავალი გამოწვევა ხვდა წილად, მათ შორის რუსული კანონი „უცხოეთის აგენტებზე“. პრეზიდენტის თქმითვე, პარლამენტი არ ასრულებს თავის საზედამხედველო ფუნქციას და ამის ნაცვლად, პარტიული […]

ზურაბიშვილი კორუფციაზე: ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა კორუფციაზე. მისი თქმით, ეს არის “აუცილებელი ცემენტი”, რომელიც ძალაუფლების მატარებელი ჯგუფის ირგვლივ “ჰკრავს სანდო კასტას”. “ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება; ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც […]

ზურაბიშვილი: რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის (ომი ომის გარეშე) ახალი იერიშები წამოიწყო

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გაიხსნა. უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი ბოლოჯერ მიმართავს. სწორედ ამ საკითხით დაიწყო მან თავისი სიტყვა. „პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! ჩვენ ეს შევძელით! 2023 წელი, რომელიც ესოდენ დიდი […]