პრეზიდენტი – ვიდგები დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე, ბოლომდე შევეწინააღმდეგები რუსულ წარსულში მიბრუნებისას ყველა მცდელობასა და ევროპული შესაძლებლობების საბოტაჟს

ვიდგები დამოუკიდებლობის, ეროვნულობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე. ბოლომდე კატეგორიულად შევეწინააღმდეგები საბჭოთა, რუსულ წარსულში მიბრუნებისას ყველა მცდელობასა და ევროპული შესაძლებლობების საბოტაჟს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს. მისივე თქმით, მშვიდობიანი, სამართლიანი და თანასწორი მომავალი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებსაც ეკუთვნით. „როგორც […]

პრეზიდენტი ოპოზიციას – თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია!

მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას! თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტზე შეჯერება უნდა შეძლოს. „ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ, ან გითხრათ გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ […]

პრეზიდენტი – ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას – შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“!

ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი – გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო […]

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ21-კმ39 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ21-კმ39 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

დოლოგანი-ხულოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ22-კმ80 (დოლოგანი-ხულო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ – ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით? – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა. მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილი ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური […]

ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის გამოსვლა იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის გამოსვლა – აშკარად აპირებს შექმნას ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

მან რეალურად დაადასტურა, ის გეგმები, რაზეც ვსაუბრობდით, აშკარად აპირებს შექმნას ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის ის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას,- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება. მისივე თქმით, „ეს იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა“. „რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, საინტერესო არ იყო არაფერი. მან რეალურად დაადასტურა, […]

პრეზიდენტი – ელიტურმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია

ელიტურმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება; ეს იმიტომ, რომ ელიტური კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ […]

საქართველოსა და ინგლისის შესაძლო დაპირისპირება – ყველაფერი “ერთა ლიგის” წილისყრაზე

საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ახლა “ერთა ლიგაზე” მხოლოდ მისგან ბოძებული ნახევარფინალი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა აინტერესებს, თუმცა არ გამოგვრჩეს, რომ ხუთშაბათს, 8 თებერვალს, პარიზში მომავალი გათამაშების წილისყრაა. მოგეხსენებათ, “ჯვაროსნები” B ლიგაში დაწინაურდა. “ერთა ლიგა” მსოფლიო ჩემპიონატისთვის მებრძოლ საგზურს იმავე პრინციპით არ იძლევა, მაგრამ ამის შანსი 4 ნაკრებს პლეი-ოფის გზით აქვს (ვინც შესარჩევი ეტაპიდან ვერ […]

„როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს?“ — პრეზიდენტი ივანიშვილს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, დღეს, 6 თებერვალს, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკრიტიკა სასამართლო სისტემა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. „ძალაუფლება კი, ხელიდან ხელში გადავიდა, სხვა მეპატრონე გაუჩნდა, მაგრამ სისტემა ძირეულად არ და ვერ გარდაიქმნა. ეს სისტემა გულისხმობს […]