ზურაბიშვილი ოპოზიციას: დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება

პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენების დასასრულს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს ჩამოაყალიბოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ჩამოყალიბებას. ამასთან, ზურაბიშვილმა ოპოზიციას ერთმანეთთან დაპირისპირების დასრულებისკენ მოუწოდა. „მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას. თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა. დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია. ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ ან გითხრათ […]
დიდთოვლობამ ზვავი და მეწყერი გამოიწვია აჭარაში – არის მსხვერპლი

დიდთოვლობის შედეგად ზვავი და მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიღუპა ორი ადამიანი. ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოფელ ზემო თხილვანაში დილით ჩამოწოლილმა ზვავმა საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. დაიღუპა 63 წლის ქალი. მუნიცპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა. მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებელი თოვის შემდეგ, დილიდან გადაუღებლად წვიმს, რაც ბერიძის თქმით, კიდევ უფრო […]
პრეზიდენტი ივანიშვილს: როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებისას მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ვინადან, მისი თქმით, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი „დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას“. „საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, […]
ბრიტანეთის პრემიერი: 75 წლის მეფეს კიბოს დიაგნოზი ადრე დაუსვეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის 75 წლის მონარქს, ჩარლზ III-ს, კიბოს დიაგნოზი ადრე დაუსვეს: „საბედნიეროდ, ის მიკვლეული იქნა ადრე და ახლა ყველა უსურვებს მას, ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა და სრულად გამოჯანმრთელდეს“, – განუცხადა სუნაკმა “ბიბისის”. იგი ამბობს, რომ კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ რეგულარული კონტაქტი აქვს მეფესთან და ეს კომუნიკაცია გაგრძელება ჩვეულებრივად. […]
ბულგარეთის შსს-ს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გენერალური დირექტორატის ოფიცერმა, სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაცია გადასცა სოფიაში რუსეთის საელჩოს ყოფილ თანამშრომელს, რომელიც პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. “დავაკავეთ სამინისტროს ერთი თანამშრომელი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, საუბარი მაქვს რუსეთზე”. – თქვა ბულგარეთის შსს-ს გენერალურმა […]
პრეზიდენტი: შეიძლება, ვინმეს აწყობს, რომ რომელიმე პარტიის ლიდერად წარმომაჩინოს – ამაოდ

შეიძლება, ვიღაცას იმედი ჰქონდა, ან კიდევ აქვს, რომ წყენა, შევიწროება ან სხვა რამ დამღლიდა, გამტეხდა და თქვენ წინაშე დადებულ ფიცზე უარს მათქმევინებდა. პირიქით, მე ამ ფიცის უზარმაზარ ძალას დღესაც ვგრძნობ. ბოლომდე ჩემს ადგილზე ვიქნები, ამ ფიცისა და კონსტიტუციის ბოლომდე ერთგული. შეიძლება, ვიღაცას ძალიან აწყობდეს, რომ პოლიტიკური ჭიდილის არენაზე გადამიყვანოს და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციისა და […]
პრეზიდენტი: გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას სჭირდება მომავლის დანახვა და ერთობა, რის გამოც პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას “მომავლის ქარტია” სახელწოდებით “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”. “ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და დაცულობა, რაც მთავარია, ქვეყნის მომავლის დანახვა და ამ ქვეყანაში საკუთარი პერსპექტივის აღმოჩენა და დაჯერება. ამიტომ, დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას […]
შსს: ქედაში მეწყერი ჩამოწვა, ხულოში – ზვავი, დაიღუპა 2 ადამიანი, აქედან ერთი პოლიციელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი, თემურ ბარამიძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაიღუპა. “ამავე რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთ ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს […]
საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს – ხულოს გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა

საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს – ხულოს გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ22-კმ80 (დოლოგანი-ხულო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა […]
„შვეიცარიის სამთო კურორტები სწორედ შენობების მცირე მასშტაბებით იზიდავს ტურისტებს, ბახმარო კი „ორბის“ კომპლექსით ინტერესს დაკარგავს“ – ანა ბიბილაშვილი

„შვეიცარიის სამთო კურორტები სწორედ შენობების მცირე მასშტაბებით იზიდავს ტურისტებს, ბახმარო კი „ორბის“ კომპლექსით ინტერესს დაკარგავს“ – ანა ბიბილაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ურბანული განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის ანა ბიბილაშვილის განცხადებით, ბახმაროში „ორბი“ ჯგუფის მიერ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გამოიწვევს იმ ტიპის პროცესებს, რამაც ბაკურიანსა და გუდაურს საერთაშორისო ტურისტებში მიმზიდველობა დააკარგვინა. როგორც მან „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, პროექტის მთავარი პრობლემა მისი […]