„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, პრეზიდენტის ინიციატივას შეუერთდეს და შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“

„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, შეუერთდეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საარჩევნოდ ერთიანობა მნიშვნელოვანია. „ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში. იმიტომ, რომ ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის […]

გიორგი ვაშაძე – დიდი ერთობისთვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე – როცა ერთიანობაზე ვსაუბრობთ, ერთიანობის პირობებში პოლიტპატიმრები არ უნდა გვყავდეს ციხეში

ყველა განსხვავება, რაც ოპოზიციურ ფლანგზეა, უნდა დავივიწყოთ – დიდი ერთობისთვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ერთიანობის პლატფორმის შექმნის თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა. მისი თქმით, “გამარჯვების კოალიცია” კონსულტაციებში მონაწილეობისთვის მზადაა. “ჩვენი “გამარჯვების კოალიცია” – “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ნაციონალური მოძრაობა”, მზად ვართ ამ კონსულტაციებში […]

მედია – ინდოეთში ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა

ინდოეთში ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატის ჰარდას რაიონში მდებარე ფოიერვერკების ქარხანაში მოხდა. „ჩვენ შეგვიძლია 7 ადამიანის გარდაცვალება დავადასტუროთ. აქ 65 დაშავებული შევიყვანეთ და კიდევ 10 უფრო დიდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ“, – განაცხადა ჰარდას რაიონული საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. […]

რუსეთში ალექსეი არესტოვიჩსა და ბორის აკუნინს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ რუს მწერალს, ბორის აკუნინსა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად ორ-ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, აკუნინს, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია გრიგორი ჩხარტიშვილი, ბრალი ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებასა და ტერორიზმის პროპაგანდაში ედება. სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის ვადის ათვლა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, ხოლო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციის […]

ირაკლი კობახიძე – მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ 9 მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა

პრაქტიკულად, თითქმის ერთპარტიულად მოვახერხეთ ჩვენ თავის დროზე 12 პუნქტის შესრულება, რის საფუძველზეც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა – ახლაც მზად ვართ, რომ თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ 9 მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, 9 დათქმის შესრულებაში სხვა პარტიებიც თუ ჩაერთვებიან, „კარგი იქნება“. „თუ იქნება სხვა პარტიების ჩართულობა უზრუნველყოფილი, ეს […]

სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლი აჭარაში – ზვავის ჩამოწოლის შედეგად, შსს-ს თანამშრომელი დაიღუპა

სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლი აჭარაში – ზვავის ჩამოწოლის შედეგად, შსს-ს თანამშრომელი დაიღუპა აჭარის რეგიონში სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სამინისტროს თანამშრომელი დაიღუპა. “შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძის გარდაცვალების […]

ფიქსირებულ ინტერნეტზე ყველაზე დაბალი სიჩქარე რეგიონში საქართველოს აქვს – კომუნიკაციების კომისია

ფიქსირებულ ინტერნეტზე ყველაზე დაბალი სიჩქარე რეგიონში საქართველოს აქვს – კომუნიკაციების კომისია ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის (Speedtest by Ookla Global Index) თანახმად, საქართველოს პოზიცია ორი ადგილით გაუარესდა და ფიქსირებული ინტერნეტის 26.60 მბ/წმ სიჩქარით 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილი დაიკავა. ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის თანახმად, 2023 წლის ბოლო მონაცემებით მსოფლიოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 90.93 მბ/წმ, […]

“ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება” – კობახიძის თქმით, მისი ცოლი თანამდებობას დატოვებს

პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა მისი ცოლის, ნატალია მოწონელიძის თანამდებობისა და პრემიერად დანიშვნის შემდეგ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ჰკითხეს. კობახიძის ცოლი, ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს უწყებას, რომელიც პრემიერმინისტრთან არის ანგარიშვალდებული. შესაბამისი ინფორმაცია ნატალია მოწონელიძის დეკლარაციაში და ასევე, სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული. ჟურნალისტებმა ჰკითხეს კობახიძეს, დატოვებს თუ არა მისი ოჯახის წევრი თანამდებობას, რაზეც მან […]

კობახიძე: ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას, ალბათ, არ გააკეთებდნენ

პრემიერობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე უკრაინის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საკითხის “პოლიტიზება არაფერ შუაშია”. “საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რა შუაშია პოლიტიზება? ქვეყნის უსაფრთხოებაც არის პოლიტიკური საკითხი, მაგრამ პოლიტიზება არაფერ შუაშია. ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას, ალბათ, არ გააკეთებდნენ”, – განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, როდესაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ცდილობენ, საქართველო აქციონ […]

ირაკლი კობახიძის ცოლი ნატალია მოწონელიძე სამსახურს დატოვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისი ცოლი ნატალია მოწონელიძე “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში” მუშაობას შეწყვეტს. ამის შესახებ კობახიძემ მედიას პარლამენტში უთხრა. “არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის ზომებს. თუმცა რომც არ ითვალისწინებდეს, მაინც გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესთა კონფლიქტი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ. დამაზუსტებელ შეკითხვაზე, დატოვებს თუ არა მისი […]