„ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში – აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა, მიდის პატარა თამაშები

„ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა. მიდის პატარა თამაშები – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. „ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, […]
აჭარაში სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

აჭარის რეგიონში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში ჩამოწოლილმა ზვავმა და მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ზვავს სახლში მყოფმა მამაკაცმა გამოასწრო, ხოლო 60 წლამდე ქალი დაიღუპა. ქედაში კი სტიქიურ მოვლენებს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კობახიძე: კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს, არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ბოლო კვლევების მიხედვით, მმართველი პარტიის რეიტინგი 60%-თან ახლოსაა. კობახიძის აზრით “კარგი სასტარტო პოზიციები აქვთ იმისთვის, რომ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა – 113 მანდატი მიიღონ”. “ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბოლო კვლევების მიხედვით, 60%-თან ახლოსაა ჩვენი რეიტინგი, შესაბამისად ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია […]
ქედაში, მეწყერში პოლიციელი დაიღუპა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძე გარდაიცვალა: “შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო. თემურ ბარამიძე ქედის […]
“გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას” – კობახიძე ზურაბიშვილზე

პერმიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის გამოსვლას ეხმაურება და ამბობს: “რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, ნუ საინტერესო არ იყო არაფერი, ერთადერთი რამ იყო საინტერესო, მან დაადასტურა რეალურად ის გეგმები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, აშკარად ის აპირებს შექმნას ფსევდო-შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს იყო ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება ამოვიკითხოთ მისი გამოსვლიდან, დანარჩენი ეს […]
“პირადად ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი” – პრეზიდენტი დიასპორას

სალომე ზურაბიშვილმა წლიური მოხსენებისას საპარლამენტო ტრიბუნიდან დიასპორას მიმართა დათქვა: “მივმართავ საზოგადოებას – მიზნის მიღწევაში თქვენი როლი და ჩართულობა გადამწყვეტი იქნება. ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე უცნაურია, თუ რატომ უნდა ვრცელდებოდეს, ან ვიღაც ცდილობდეს გაავრცელოს ერთგვარი უიმედობა, თვითგმობა და პესიმიზმი. დღეს ჩვენს ქვეყანაში ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ, მივყვეთ ინერციას, თუ მივეცეთ […]
“მურუსიძე და ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს” – პრეზიდენტი

ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით და დამნაშავედ ცნობით, კომპრომატებით, მოსმენებით და დასმენებით, კლანებითა და მონებით… აქ საბჭოთა სისტემაზე ვსაუბრობ. დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. ძალაუფლება კი, […]
Technovation Girls SAKARTVELO 2024 დაიწყო

ოთხი თვის განმავლობაში გოგონები ისწავლიან პროგრამირებასა და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებას, მათ გარშემო არსებული პრობლემის გადასაჭრელად შეიმუშავებენ ინოვაციურ იდეებს და შექმნიან აპლიკაციას ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპს. ივნისში საქართველოს გამარჯვებულები გუნდები საერთაშორისო ჟიურის მიერ შეფასდებიან. რის შემდეგაც დასახელდებიან ფინალისტები და რეგიონული გამარჯვებულები. 2024 წლის სეზონის გამარჯვებული გუნდები ფინალის მსოფლიო სამიტზე, ოქტომბერში, გამოვლინდებიან. კონკურსის მეოთხედფინალში გამოვლენილი საუკეთესო […]
“თქვენს გვერდით ვიქნები, როგორც შემდუღებელი და ზედამხედველი” – პრეზიდენტი

“არ გეგონოთ, რომ ამ ისტორიული ამოცანის წინაშე, მე არ ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, არა როგორც კონკრეტული სამართლებრივი ან მატერიალური ბერკეტების მქონე, არამედ როგორც მორალური ძალა და სახელმწიფოებრივი პოზიციის გამტარებელი; ამიტომ ამ ძალიან რთულ პერიოდში, მე თქვენს გვერდით ვიქნები, როგორც ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი…. ვიღაცას შეიძლება იმედი ჰქონდა, ან კიდევ აქვს, რომ წყენა, შევიწროება, ან […]
“ახალგაზრდებო, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას” – პრეზიდენტი
“მივმართავ ახალგაზრდობას, თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით შარშანდელ გამარჯვებაში და ახლაც შემდეგი ეტაპისათვის მზადებაში თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება. ეს თქვენი ქვეყანაა, ბრწყინვალე წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით, არავის დაუტოვოთ, გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებში სწორედ ახალგაზრდების არნახულმა აქტიურობამ გადაწყვიტა ამ არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი. ეს თქვენც შეგიძლიათ! დაბოლოს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ იქნება […]