უკრაინაში აშშ-ის ელჩი – დასაკარგი დრო არ არის – უსაფრთხოების სფეროში უკრაინას ჩვენი დახმარება ახლა სჭირდება

უკრაინაში აშშ-ის ელჩი რუსების მიერ განხორციელებულ მორიგ სარაკეტო იერიშებს ეხმაურება. „კიევსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, კაცები, ქალები და ბავშვები რუსულმა მასიურმა სარაკეტო და დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა გააღვიძა. უკრაინის საჰაერო თავდაცვასა და მის გმირ დამცველებს ვეყრდნობით, რათა ჩვენ ყველანი დაგვიცვას. დასაკარგი დრო არ არის. უსაფრთხოების სფეროში უკრაინას ჩვენი დახმარება ახლა სჭირდება“, – წერს უკრაინაში აშშ-ის ელჩი, […]

თეონა აქუბარდია – პრეზიდენტის ინიციატივას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ საარჩევნო გაერთიანებას არ ვუკავშირებ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” საარჩევნო გაერთიანებას არ უკავშირებს. როგორც მან აღნიშნა, არსებულ მოცემულობაში, ბუნებრივია, რომ პრეზიდენტს 9 რეკომენდაციაზე აქვს აქცენტი და არა, პარტიულ გაერთიანებაზე. აღნიშნულის შესახებ აქუბარდიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც „ერთობის პლატფორმასთან“ დაკავშირებით ზურაბიშვილთან შეხვედრას მართავს. „მე ამას არ ვუკავშირებ რაიმე ტიპის საარჩევნო გაერთიანებას ან ბლოკებს. […]

საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებმა მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირა. 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს მოუსმენს. დღესვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მის მიერ პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილ მთავრობის შემდგენლობას ოპოზიცია მოუსმენს. გრაფიკით გაწერილია, რომ მთავრობის ახალ […]

“ამ ფოტოზე სოჭში შესულ ქართულ არმიას ქალაქის მოსახლეობა ესალმება” – ბატიაშვილი

ამ ფოტოზე სოჭში შესულ ქართულ არმიას ქალაქის მოსახლეობა ესალმება. ეს 1918 წლის ივლისში ხდება. რუსეთს თუ აქვს უფლება ტერიტორიული პრეტენზიები წამოუყენოს საქართველოს, ჩვენ რატომ არ გვაქვს იგივე უფლება?! მითუმეტეს, ჩვენი უფლება, რუსეთისგან განსხვავებით, ისტორიულად დასაბუთებულია.

“არაფერია იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე ტრაგედიის მეორე დღეს მოწმენდილი ცა” – გიორგი კეკელიძე

არაფერია იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე ტრაგედიის მეორე დღეს მოწმენდილი ცა, მზე და ჩიტების მშვიდი ჭიკჭიკი. ღრუბელი მაინც იყოს, ქარი მაინც ქროდეს. დაკრძალვიდან უკან რომ დაბრუნდები, სახლში შეხვალ და ჩამოჯდები. სამი-ოთხი წუთი და სამუდამოდ გასაბატონებლად გამზადებული გულგრილი სიჩუმე უცებ გოჭის ჭყვიტინით ირღვევა. ბებიას თითქოს რცხვენია, რომ იმხელა ამოუცნობი და მისტიკური ამბიდან, როგორიც გარდაცვალებაა, აი, მაგალითად ბაბუას […]

“პიტიახშივით “მხეცებივით იზახიან” 21-ე საუკუნის ვაჟკაცები და ისე ხოცავენ ცოლებს – ამისთვის იბრძოლეთ” – ეკა ბუჩუკური

ის ხალხი მაინც გაჩუმდით, ხანძთელი და მერჩულე, ერთმანეთისგან რომ ვერ გაგირჩევიათ და ერეკლე პაპას და დავით აღმაშენებლის გარდა, ორ მეფესაც რომ ვერ დაასახელებთ, საქართველოს ისტორიაში. ახალ თაობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს აზრის გამოთქმის და პოზიციის დაფიქსირების საშუალება. რუსულ ანკლავებში არ მოსულა ეს, თორემ “მამათა და შვილთა” ბრძოლა და ” “ხიდჩატეხილობის თემა”, სკოლებშიც გავიარეთ, მაგრამ გახსოვთ? კი, […]

„შეუძლებელია ხელშეკრულება გაფორმდეს სანქცირებულ კომპანიებთან, რადგან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ახდენენ მონიტორინგს“ – ირაკლი ქარსელაძე

„ჩვენი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. შესაბამისად, სესხი, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება ესა თუ ის პროექტი, ცალსახად გულისხმობს იმას, რომ ქართულმა მხარემ, ანუ მსესხებელმა აუცილებლად სრულად და ზედმიწევნით ზუსტად უნდა დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი წესები და პროცედურები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული სესხი არ გაიცემა, ხოლო თუ დაფიქსირდა ასეთი შეუსაბამობა ქვეყნის და […]

რუსეთის სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა კიევშიც

კიევში სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. მისივე ცნობით, დაშავებულია -14. კიევის გოლოსეევსკის რაიონის მრავალბინიანი კორპუსიდან, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, ევაკუირებულია 52 მობინადრე. მანამდე ცნობილი იყო, რომ რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა ნიკოლაევში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ რუსეთს პასუხს […]

სახალხო დამცველი ზამთარში ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლების შეზღუდვას მოითხოვს

7 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა და მოითხოვა ზამთარში იმ პირთა გამოსახლების პროცესის შეზღუდვა, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში („ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვის რისკის წინაშე მყოფ პირთა ზამთარში გამოსახლების შეზღუდვის შესახებ”) დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ […]

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 24-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 24-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.