ილია დარჩიაშვილი – მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ხმა მისცენ, საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის დადგენილი პროცედურა არსებობს – ჩემთვის გაუგებარია ეს პოლიტიკური სპეკულაციები

ბევრჯერ დაისვა კითხვები მოქალაქეების რეგისტრაციასთან და უბნებთან დაკავშირებით. ეს მგონია, რომ პოლიტიკური სპეკულაციაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ილია დარჩიაშვილმა 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ემიგრანტების მიერ ხმის მიცემასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მას არ ჰგონია, რომ ამ სპეკულაციებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა „პოლიტიკური ქულები დაიწერონ“. „ბევრჯერ დაისვა […]
„არემჯის“ და სამთო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„არემჯისა“ და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეებმა ერთად იზრუნონ საქართველოში სამთო-ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებაზე და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილონ. ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ და სამთო ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ მოაწერეს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მემორანდუმი მხარეებს შორის, მრავალმხრივ […]
შალვა პაპუაშვილი – შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა – ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბაღდათის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის. ჩვენი გმირი მაშველები თავს არ ზოგავენ ძებნა-შველის ოპერაციაში. […]
ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავებული რეგლამენტია დადგენილი და მათთან მიმართებით შეღავათი 1-ელ სექტემბრამდე მოქმედებს

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავებული რეგლამენტია დადგენილი და მათთან მიმართებით შეღავათი 1-ელ სექტემბრამდე მოქმედებს. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაშიც ისინი დააკვირდებიან და თუ საჭირო იქნება განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ. „სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავებული რეგლამენტია დადგენილი და მათთან მიმართებით შეღავათი მოქმედებს 1-ელ სექტემბრამდე. ამ პერიოდის განმავლობაშიც ჩვენც […]
სახალხო დამცველი დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

სახალხო დამცველი დასავლეთ საქართველოში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დაღუპვის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ მეწყრის ზონაში დაკარგული ადამიანები უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, […]
Reuters – „ჰამასი“ ისრაელს სამეტაპიან ზავს სთავაზობს, რომლის მიზანს ომის დასრულება წარმოადგენს

„ჰამასი“ ისრაელს სამეტაპიან ზავს სთავაზობს, რომლის მიზანს ომის დასრულება წარმოადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის გეგმა წარადგინა, რომელიც ღაზაში საბრძოლო მოქმედებების 135 დღით შეწყვეტას ისახავს მიზნად. „ჰამასის“ წინადადება სამ ფაზას მოიცავს, თითოეული კი 45 დღის განმავლობაში გაგრძელდება. „ჰამასის“ ცეცხლის შეწყვეტის გეგმა, ღაზაში დაკავებული მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გაცვლას, […]
ბადრი ჯაფარიძე – პრეზიდენტის ინიციატივა უპირისპირდება „ქართული ოცნების“ მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, დააპირისპიროს ადამიანები – ჩვენ ამას გაერთიანებისკენ ნაბიჯები უნდა დავუპირისპიროთ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროკავშირის ცხრავე რეკომენდაციაზე „ლელოს“ თავისი ხედვა აქვს და მზად არიან აღნიშნული ხედვა გაუზიარონ პრეზიდენტის მიერ შექმნილ ფორმატში ჩართულ პარტნიორებსა და პოლიტიკოსებს. აღნიშნულის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც „ლელოს“ ლიდერები პრეზიდენტის ინიციატივაზე – შეიქმნას “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. „პრეზიდენტთან შეხვედრა იყო მის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც […]
ილია დარჩიაშვილი ვაშაძეს – დაანებეთ, ბატონო გიორგი, რუსეთიდან გამოქცეულ კომპანიებს თავი

დაანებეთ, ბატონო გიორგი, რუსეთიდან გამოქცეულ კომპანიებს თავი, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა რუსეთიდან გასულ კომპანიებზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს კითხვას. მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას სურს, რომ რომელიმე კომპანია საქართველოში შემოვიდეს, ამისთვის სათავო ოფისებში მიმდინარეობს მუშაობა. „დაანებეთ, ბატონო გიორგი, რუსეთიდან გამოქცეულ კომპანიებს თავი. ჩვენ თუ გვინდა, რომელიმე კომპანია შემოვიდეს საქართველოში, ვმუშაობთ მათ […]
ილია დარჩიაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს – მოგიწოდებთ, თავი დაანებოთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას – თუ რეალურად გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, წაიკითხეთ ევროკავშირის ანგარიში

ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინდივიდუალური გამოწვევები, სადღაც ვიღაც წინ არის, სადღაც ვიღაც უკან არის, თუმცა თუ რეალურად გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, წაიკითხეთ ევროკავშირის ანგარიში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რითაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ანგარიშთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ანგარიშთან […]
“გამოისყიდის თუ არა “ფროზინონე” კვერნაძეს? – კლუბის სპორტული დირექტორის განცხადება

“ფროზინონეს” სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ პრესკონფერენციაზე გიორგი კვერნაძის შესახებ ისაუბრა. ანჯელოცის თქმით, “ფროზინონე” ახალგაზრდა შემტევს იმ შემთხვევაში გამოისყიდის, თუ გუნდი სერია A-დან არ გავარდება. “იბრაჰიმოვიჩისა და კვერნაძის შენარჩუნება ნამდვილად გვსურს. თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ სერია A-ში ადგილს შევინარჩუნებთ”, – განაცხადა ანჯელოციმ. შეგახსენებთ, კვერნაძე “ფროზინონეში” გასულ ზაფხულს ბათუმის “დინამომ” გაანათხოვრა, 21 წლის გარემარბმა […]