ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასის“ არცერთ ბოდვით მოთხოვნას არ ავყოლივართ

„ჰამასის“ არც ერთ ბოდვით მოთხოვნას არ ავყოლივართ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “არაფერში არ ჩავერთეთ. „ჰამასის“ არცერთ ბოდვით მოთხოვნას არ ავყოლივართ, სისხლიანი ხელების მქონე ტერორისტების [გათავისუფლებაზე]. ვალდებულება არ არსებობს – მოლაპარაკება უნდა იყოს, ეს პროცესია და ამ მომენტში, რასაც „ჰამასისგან“ ვხედავ, ის არ მიმდინარეობს”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ცნობისთვის, აქამდე ჰამასი სამ-ეტაპიანი შეთანხმების […]

სოფელ ნერგეეთში მეწყერის დროს დაღუპული 8 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი

სოფელ ნერგეეთში მეწყერის დროს დაღუპული 8 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 1 პირის მიმართ კი გრძელდება ძებნა-შველის სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ნაპოვნია 8 ცხედარი, ხოლო ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 1 პირის მიმართ. მეხანძრე-მაშველები, სტიქიის […]

Toyota აშშ-ში ახალი მოდელის მთლიანად ელექტრო ავტომობილების წარმოებაში დამატებით $1,3 მლრდ-ს ჩადებს

იაპონური ავტომწარმოებელი Toyota Motor კიდევ 1.3 მილიარდ დოლარს ინვესტირებას განახორციელებს თავის ფლაგმანურ ქარხანაში კენტუკიში. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ამერიკული განყოფილების პრესრელიზში. ამრიგად, საწარმოში ჯამური ინვესტიცია დაახლოებით $10 მილიარდი იქნება. ახალი ინვესტიციები მიმართულია ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის სფეროში განვითარებაზე და უზრუნველყოფს აშშ-ის ბაზრისთვის ახალი, მთლიანად ელექტრო SUV მოდელის აწყობის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ქარხანას ექნება ბატარეის ასაწყობი ხაზი. 2021 […]

„საქართველოში გეოლოგიის საფრთხეების რიცხვი რამდენიმე ათეულ ათასს აღემატება“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა პირველ რიგში ღრმა მწუხარება გამოხატა მომხდართან დაკავშირებით და მიუსამძიმრა გარდაცვლილების ოჯახებს. სააგენტოს უფროსის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოდან გეოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს დეტალური შესწავლა, პოტენციური საფრთხეების ანალიზი, იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არსებობს კიდევ რაიმე დამატებითი საშიშროება. უახლოეს მომავალში გარემოს ეროვნული სააგენტო დეტალურ დასკვნას გაავრცელებს. „რაც შეეხება პირველად მონაცემებს, […]

ობამა და კლინტონი ბაიდენს დონორების მოზიდვაში დაეხმარებიან

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მარტის ბოლოს საარჩევნო დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება. ყოფილი დემოკრატი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი ამბობენ, რომ სპონსორების მოზიდვისა და დაინტერესებისთვის მოწყობილ ამ დიდ შეკრებაში თავადაც მიიღებენ მონაწილეობას. “ხალხო, 28 მარტს ქალაქ ნიუ-იორკში ფონდების მოსაზიდ ღონისძიებას დავესწრები ჯო ბაიდენის მხარდასაჭერად. ვინ მოდის ჩემთან ერთად?” – დაწერა ბარაკ ობამამ სოციალურ […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა „პარლამენტში“ “უცხო აგენტების შესახებ” კანონპროექტი შეიტანა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში “უცხო აგენტების შესახებ” კანონპროექტი შეიტანა. შესაბამისი ტექსტი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული. კანონპროექტის სრული სახელია “არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომელიც უცხო აგენტის ფუნქციას ასრულებენ”. “კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვასა და უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტის, მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას, და ასევე აფხაზური […]

რობინ დანიგანი – მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, ირაკლი კობახიძესთან კარგი თანამშრომლობა აქვს. “მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა. იმედი მაქვს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენს შორის, როდესაც იგი პრემიერად დამტკიცდება. კარგი ურთიერთობა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთანაც, მას ვუსურვებ წარმატებას ახალ პოზიციაზე. […]

აშშ-ის ელჩი – ევროკავშირმა მკაფიოდ განსაზღვრა, რა ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველომ – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული კონსენსუსი, ეს არის პრიორიტეტი, რომ ყველა გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს

ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, რა ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველომ – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული კონსესუსი საქართველოში, ეს არის პრიორიტეტი, რომ ყველა გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტს, ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, ყველამ უნდა შეასრულოს როლი ეროვნულ ერთობაში. “ძალიან გამიხარდა, როდესაც საქართველომ მიიღო […]

ნერგეეთში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – ეძებენ ერთს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს დაკარგული 1 ადამიანის ძებნა-შველის ღონისძიება. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.

ტურისტული სეზონი რომ ჩავარდა, ჭორია – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჭორია, თითქოს ტურისტული სეზონი ჩავარდა. ამის შესახებ მან საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, ერთ-ერთი დეპუტატის კითხვის პასუხად თქვა. მისი თქმით, აღნიშნულ ჭორს სამი ტელევიზია ავრცელებდა, რომლებთან დაპირისპირებაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო. „ტურისტული სეზონი ჩავარდა – ჭორებზე იყო საუბარი, რასაც ხელისუფლება ვერ დაუპირისპირდა. მინდა მარტივად გააკეთოთ მცირე მედია მონიტორინგი […]