ბლინკენი ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს ჰუმანიტარული დახმარებისა და ისრაელის რეგიონული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 7 თებერვალს იმედი გამოთქვა, რომ მოხერხდება შეთანხმება ისრაელელი მძევლების განთავისუფლების შესახებ, რომლებიც აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასმა გაიტაცა. „დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და მთლიანად კონცენტრირებული ვართ ამ სამუშაოზე, იმედი მაქვს გავაახლებთ მძევლების განთავისუფლებას, რომელიც შეჩერდა“ – თქვა ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტ, იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრის წინ. უფრო ადრე ბლინკენი შეხვდა […]
წინასწარი შედეგებით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ლიდერობს საპრეზიდენტო არჩევნებზე

აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 92.1%-ით ლიდერობს წინასწარი შედეგების თანახმად საპრეზიდენტო არჩევნებზე. 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ქვეყნის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულმა სამსახურმა შეაგროვა ინფორმაცია კენჭისყრის დროს სავარაუდო დარღვევების , მათ შორის ე.წ. „კარუსელების“ შესახებ, როცა ერთი და იგივე პირები სხვადასხვა უბნებზე აძლევენ ხმას, ასევე მელნით ხელზე ბეჭდის უხარისხოდ დასმის, ბიულეტენის […]
ოსიმენის მოპოვებული პენალტი და ისევ გაუქმებული გოლი – ნიგერია მაინც გავიდა ფინალში

აფრიკის თასის ნახევრფინალში ნიგერიამ სამხრეთ აფრიკა პენალტების სერიაში დაამარცხა. დებიუტში ნიგერიამ შეუტია, თუმცა ვერ იხეირა, რის შემდეგაც სამხრეთ აფრიკა გააქტიურდა და თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 65-ე წუთზე ოსიმენი მეტოქის მცველმა საკუთარ საჯარიმოში წააქცია და თავისი გუნდი პენალტით ტროსტ-ეკონგმა დააწინაურა. მერე თავად ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს (ტურნირზე მეორედ), ცოტა ხანში კი თერთმეტმეტრიანი უკვე ნიგერიელთა კარში […]
ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი მეორე მატჩშიც დაამარცხა

7 თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველი მატჩის მსგავსად, მეორე თამაშიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 4:2 შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა, იშტვან ჰოდნოდის გოლით გახნეს, რასაც მასპინძლებმა გიორგი ჩიმაკაძის, ჯანიკო გიორგაიას და გიორგი ღავთაძის გოლებით უპასუხეს. რუმინეთის ნაკრებმა, მეორე ტაიმის დასაწყისში, მატეი ბოშნიაგას გოლით შეამცირა სხვაობა, საბოლოო ანგარიში კი, ირაკლი თოდუამ […]
საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას ორი მფრინავი და ტელეოპერატორი ემსხვერპლა

ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი, რომელზეც 3 ადამიანი იყო, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორი და ორი მფრინავი დაიღუპნენ. მათ შორის არიან საქართველოს აერონავტიკის ფედერაციის პრეზიდენტი და კომპანია Sky Travel Group-ის დამფუძნებელი რევაზ უთურგაური, პოლონელი მფრინავი კშიშტოფ ზაპარტი და ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი. საჰაერო ბურთი დღეს, 7 […]
ნეთანიაჰუ უარყოფს “ჰამასის” სამშვიდობო ინიციატივას და სრულ გამარჯვებაზე საუბრობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს განაცხადა, რომ ღაზაში სრული გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია. მან უკუაგდო დაჯგუფება “ჰამასის” ბოლო სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს. ნეთანიაჰუმ კვლავ გაიმეორა, რომ გაანადგურებს პალესტინელთა ისლამისტურ მოძრაობას და თქვა, რომ ისრაელს “ჰამასის” დაშლის გარდა, სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. “ხვალინდელი დღე არის დღე “ჰამასის” შემდეგ, მთლიანად “ჰამასის” [დასრულების] შემდეგ”, – თქვა მან […]
ჩეხეთის მთავრობა ევროზონაში შესვლას განიხილავს

ჩეხეთის მმართველი პარტიები შეთანხმდნენ, რომ მთავრობა კიდევ ერთხელ განიხილავს ევროზონაში შესვლის საკითხს და შეაფასებენ მოსალოდნელ სარგებელსა და რისკებს. ევროზონაში გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ ორწლიანი გარდამავალი პერიოდი უნდა გაიაროს და ERM II-ის გაცვლით მექანიზმს უნდა შეუერთდეს. მმართველი კოალიცია შეთანხმდა, რომ ექსპერტების შემუშავებულ პანელურ რეკომენდაციებს 2024 წლის ოქტომბერს განიხილავენ და გადაწყვეტენ შეუერთდებიან თუ არა “ევროზონის მოსაცდელ ოთახს”. ჩეხეთში […]
დანიგანი: საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება ბაიდენისა და ბლინკენის პრიორიტეტია

ჩვენ საქართველოსთან ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს მთავრობასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე, გვაქვს ხალხთა შორის კავშირი. ჩემი, როგორც ელჩის პირველი პრიორიტეტი ის არის, რომ სტრატეგიული ურთიერთობები გავაღრმავო – ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, მე სხვადასხვა სფეროში ვიმუშავებ. აშშ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. აშშ-მ […]
მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან – ამერიკის ელჩი

მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან – ამერიკის ელჩი ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატ ირაკლი კობახიძესთან კარგი თანამშრომლობა აქვს. ამ საკითხზე მან 7 თებერვალს “რუსთავი2”-ის გადაცემა “ღამის კურიერში” სტუმრობისას ისაუბრა. “მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა. იმედი მაქვს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა […]
შსს – მეხანძრე-მაშველები, სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო ღონისძიებას მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ

მეხანძრე-მაშველები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო ღონისძიებას შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ. შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე. ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილიც, რომელიც სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, კიდევ ორი […]