შსს – მეხანძრე-მაშველები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში საძიებო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში საძიებო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. „სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი […]
ქართული სამზარეულოს გაკვეთილები ნიუ-იორკის კულინარიის სკოლაში

ნიუ-იორკის კულინარის ერთ-ერთმა სკოლამ გაკვეთილების ჩამონათვალში ქართული სამზარეულოს გაკვეთილები დაამატა. სტუდენტებს გაკვეთილებზე რამდენიმე ტრადიციული ქართული კერძის მომზადებას ასწავლიან.
ამერიკელმა სენატორებმა ვერ მიიღეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც მოიცავდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, ორპარტიული შეთანხმების მიუხედავად, ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 118 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დასახმარებლად და ასევე, მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომების და მიგრაციის პოლიტიკის გასამკაცრებლად, რაც რესპუბლიკელების მოთხოვნა იყო. 118 მილიარდი დოლარიდან 60 მილიარდზე მეტი განკუთვნილი იყო რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად. კონგრესის ზედა პალატაში, სენატში დემოკრატებმა და […]
რუსებმა უკრაინას დრონებით დაარტყეს – მიკოლაივსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინას დრონებით კიდევ ერთხელ დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა მოხდა ოდესის ოლქში, სადაც საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა მიკოლაივში „მიკოლაეველებო, გამაგრდით! ვაგრძელებთ კავშირს სამხედროებთან, შედეგებზე დილით ვისაუბრებთ! განგაშის დასრულებამდე ფანჯრებს ნუ მიუახლოვდებით“, – დაწერა „ტელეგრამზე“ ქალაქის მერმა, ალექსანდრ სენკევიჩმა. მოგვიანებით, მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი […]
პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს დღეს უყრის

8 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნდობის მისაღებად მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა – “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გავა. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით განიხილავს და უყრის კენჭს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატები დასვამენ კითხვებს, იქნება სიტყვით გამოსვლები როგორც კომიტეტების, […]
პაკისტანში, არჩევნების წინა დღეს, აფეთქებები განხორციელდა – დაიღუპა 30 ადამიანი

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, აფეთქებები პაკისტანში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხდა. 12 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა აფეთქების შედეგად კილა საიფულაში, პარტია „ჯამიათ ულემა-ისლამის“ საარჩევნო ოფისის წინ. მეორე აფეთქება პიშინის რაიონში, დამოუკიდებელი კანდიდატის, ასფანდ იარ კაკარის ოფისთან […]
ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში „ჰეზბოლას“ მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს

აშშ-ის ძალებმა ბაღდადში განხორციელებული თავდასხმის დროს „ჰეზბოლას“ მეთაურის, ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის ლიკვიდაცია განახორციელეს, – ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედი პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციის ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე, მათ შორის სარაკეტო და დრონებით განხორციელებულ ოპერაციებზე. მანამდე, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მათი სამიზნე იყო „ჰეზბოლას“ მეთაური, რომელიც პასუხისმგებელი იყო […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – წელს ჩვენი ამოცანაა, რუსეთს მაქსიმალური სისტემური დანაკარგები მივაყენოთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს უნდა მოხდეს უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება, შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების გაზრდა და რუსეთისთვის მაქსიმალური სისტემური დანაკარგების მიყენება. „წელს ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ფარი და უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები, არამედ რუსეთს მივაყენოთ მაქსიმალური სისტემური დანაკარგები“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, საუბარია რუსეთის გაყინულ აქტივებზე […]
ჯო ბაიდენი სენატში უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის დაბლოკვაზე – „რესპუბლიკელები“ უკან იხევენ, რადგან დონალდ ტრამპი მათ ურეკავს და ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელები“ გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მათ სენატში ორპარტიული სასაზღვრო შეთანხმება და საგარეო დახმარების პაკეტის წინსვლა დაბლოკეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ბაიდენმა განაცხადა, რომ არასდროს იფიქრებდა, ნახავდა მსგავს რამეს, რასაც ახლა ხედავს. პრეზიდენტის მტკიცებით, მისი ოპონენტი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანონმდებლებს ანგარიშსწორებით ემუქრებოდა, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ პაკეტს. […]
მამა, ვაჟი და ტყუპი გოგონები – ნერგეეთში 5 სულიანი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა მეწყერს

სოფელ ნერგეეთში სტიქიას რობაქიძეების 5 სულიანი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა. მაშველებმა მამისა და მისი სამი შვილის – უფროსი ვაჟისა და ტყუპი გოგონების ცხედრები იპოვეს. გარაცვლილები არია, მამა, გია რობაქიძე და მისი შვილები, ტყუპები, ანა და ქეთი და ძმა, დავით რობაქიძე. დედა წლებია ემიგრაციაშია მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი. ერთ დაკარგულს ამ დრომდე […]