შერმადინის “ტენერიფემ” ბელგრადში იერუსალიმის “ჰაპოელთან” წააგო

გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მარცხი განიცადა. შერმადინს თავი არ შეურცხვენია და ტენერიფელთაგან ერთ-ერთი საუკეთესოც იყო, თუმცა გუნდმა თამაში ჩააგდო. ნომინალურმა მასპინძელმა – იერუსალიმის “ჰაპოელმა” შეხვედრა 85:61 მოიგო. ისრაელში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო ებრაული გუნდები საშინაო მატჩებს ევროპაში თამაშობენ. ამიტომაც, “ჰაპოელმა” “ტენერიფეს” სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში უმასპინძლა, სადაც მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი […]

ილია მეორე – მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი

მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის; მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სამძიმრის წერილშია ნათქვამი. ილია მეორე სამძიმარს უცხადებს აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს. “აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს […]

“ყვარელში, სუფრასთან რამდენიმე წლის წინ ამის თქმა როგორი სიმამაცე იქნებოდა…” – სალომე ხვადაგიანი

“თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი, სალომე ხვადაგიანი: კარგი მამის პოსტი შემომხვდა შვილს წერდა “შენს გზაზე იარე მამუს, ისეც და ასეც სულ შენთან ვარ”. გუშინდელი შეხვედრა გამახსენა ყვარელში, ბავშვებთან. კონფორმიზმზე ვსაუბრობდით, ჯგუფიზმზე, და ეშის ექსპერიმენტზე, როცა ხუთი ადამიანი არასწორ პასუხს ამბობს, მეექვსეც რომ მიდრეკილია არასწორი თქვას. ჰოდა, ერთი ასე 12-13 წლის გოგო ჰყვება, რომ უმცირესობაში უგრძვნია თავი მასაც […]

“90 მოჭრილი მუხის, სასტუმროსთვის მთის მოჭრის შედეგებს იმკის სურამი” – ფოტო

90 მოჭრილი მუხის, უნებართვოდ გაჭრილი გზის, 5 ჰექტარი სატყეოდან ამორიცხული ტყის და იქ სასტუმროს მშენებლობის, სასტუმრომდე მისასვლელი გზისთვის მთის მოჭრის შედეგებს იმკის გურამიშვილის ქუჩა და სურამი. დაიძრა მეწყერი. ზუსტად ვიცი ვისაც დავადებ ხელს. ხალხს რამე რომ მოუვიდეს დაგადუღებთ! სახელებით დაგასახელებთ სულ ყველას ვინც თითო აგური დაუდეთ ამ საშინელებას რაც ხდება სურამში !

უკრაინის რადამ მობილიზაციის ახალი კანონი პირველი მოსმენით მიიღო

უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის ახალ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ამის შესახებ რადას დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა Telegram-ზე დაწერა. კანონს ხმა 243-მა დეპუტატმა მისცა, აქედან 178 მთავრობის პარტიიდან, ხალხის მსახურიდან, იყო. ჟელეზნაკის თქმით, კანონპროექტი კომიტეტისგან შეთავაზებების გარეშე მიიღეს, ხოლო შესწორებებისთვის დრო 21 თებერვლამდეა, რის შემდეგაც კანონზე მეორე მოსმენით იყრიან კენჭს. “შესაბამისად, დიდი ალბათობით სავარაუდოა, რომ მთლიანად […]

პროკურატურამ სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დააკავა

პროკურატურამ სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დააკავა საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ორი პირი დააკავა. გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ გამოძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „აფხაზეთის №15 […]

აი ამ მოღალატე ნაძირალას, აბსოლუტურად უზნეო, ყველა განზომილებაში არაკაცს და გაიძვერას, ნებისმიერი ორთოდოქსი ნაცი მირჩევნია – გიორგი გამსახურდია

აი ამ მოღალატე ნაძირალას, აბსოლუტურად უზნეო, ყველა განზომილებაში არაკაცს და გაიძვერას, ნებისმიერი ორთოდოქსი ნაცი მირჩევნია – გიორგი გამსახურდია აი ამ მოღალატე ნაძირალას, აბსოლუტურად უზნეო, ყველა განზომილებაში არაკაცს და გაიძვერას, ნებისმიერი ორთოდოქსი ნაცი მირჩევნია.”– წერს გიორგი გამსახურდია ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიაზე. “ის ნაცი ვიცი ვინცაა და თავიდანვე თავისი პოლიტიკური წესრიგით მოდის და თავის ინტერესს ატარებს, მაგრამ […]

ხაშურის მერიის ინფორმაციით, დაბა სურამში მეწყრული ზონიდან 40 ოჯახია გაყვანილი

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა სურამში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო საშიში ზონიდან 40 ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო. მერიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები. ამავე ცნობით, ვინაიდან, ღამით ადგილზე შეუძლებელი და საფრთხის შემცველია რაიმე საქმიანობის განხორციელება, დილიდანვე გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები შეისწავლიან მეწყრულ პროცესებს. “უკანასკნელი დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის […]

აშშ-მა ერაყში „ქათაებ ჰიზბოლას“ მეთაურზე თავდასხმა მოაწყო, მოკლულია მისი მეთაური

აშშ-მა ერაყში დარტყმა მიაყენა შეიარაღებული დაჯგუფება „ქათაებ ჰიზბოლას“ და მოკლა მისი მეთაური, – იტყობინება Reuters-ი ამერიკელ მოხელეებზე დაყრდნობით. თავდასხმის ფაქტი დაადასტურა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ წყაროებმა, რომლებმაც ვინაობის გამხედა არ ისურვეს, განაცხადეს ასევე, რომ მეთაური იყო აშშ-ის ჯარზე თავდასხმისთვის პასუხისმგებელი. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ X-ით გაავრცელა ცნობა: „აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა განახორციელეს ერთმხრივი დარტყმა ერაყში აშშ-ის სამხედროებზე […]

ხაშურის მერია: სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა, 40 ოჯახი საშიში ზონიდან გავიყვანეთ

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაბა სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა. მერიის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 მოქალაქე სასტუმროში გადაიყვანეს, 40 ოჯახი კი საშიში ზონიდან გაიყვანეს. “ოჯახები გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას. ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები”, – აცხადებს ხაშურის მერია და მოუწოდებს […]