მსოფლიო ჩემპიონატზე “უმცროსი ბორჯღალოსნების” მეტოქეები ცნობილია

“უმცროსი ბორჯღალოსნები” 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში “ბ” ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს. ტურნირს, 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, სამხრეთი აფრიკა, სტელენბოში და ქეიფთაუნი უმასპინძლებს. 20-წლამდელთა ჩემპიონატს შარშანაც სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა და იქ საქართველომ აქამდე საუკეთესო შედეგი აჩვენა – მე-8 ადგილი. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მომავალი მეტოქეებიდან, შარშან ირლანდიამ ფინალი ითამაშა და იქ […]

“გამარჯვებას პირველივე რაუნდში ვაპირებ” – თოფურიამ ვოლკანოვსკისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

18 თებერვალს UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. თოფურიამ UFC Espanol-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში გამარჯვებას პირველივე რაუნდში აპირებს. “ვფიქრობ, რომ პირველივე რაუნდში გავიმარჯვებ. თუ ფეხებში ჩამივარდება, აუცილებლად გავთიშავ. გამოცდილება მის მხარესაა, თუმცა თავს სრულყოფილ მებრძოლად მივიჩნევ. ბრძოლისთვის კარგად მოვემზადე, ვერ ვიტყვი, რომ ვარჯიშისას რაიმე განსაკუთრებული […]

ქართული პრესის მიმოხილვა 08.02 .2024

აქვს თუ არა პრეზიდენტის პლატფორმას საარჩევნო პერსპექტივა – რაზე აკეთებს გათვლას ზურაბიშვილი შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილს – რა მინიშნებებს აკეთებს ექსპრეზიდენტი “დასავლეთი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა რა ფორმით უნდა დამარცხდეს რუსეთი” – რა ცვლილებებია რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე * * * აქვს თუ არა პრეზიდენტის პლატფორმას საარჩევნო პერსპექტივა – რაზე აკეთებს გათვლას ზურაბიშვილი “პრეზიდენტი […]

თეთრი სახლი – უკრაინელები იძულებულები არიან, საბრძოლო მასალები დიდი სიფრთხილით გაანაწილონ – რუსებმა ეს იციან და თავდასხმებს აგრძელებენ

თეთრი სახლში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები დიდი სიფრთხილით ანაწილებენ საბრძოლო მასალას, რადგან შიშობენ, რომ მარაგი ამოიწურება. „ბრძოლის ველის მეთაურები ახლა იღებენ მართლაც რთულ გადაწყვეტილებებს. ვიცით, რომ ზოგიერთ ქვედანაყოფში ისინი ძალიან, ძალიან ფრთხილად ანაწილებენ თავიანთ საბრძოლო მასალას, რადგან იწყებენ შეშფოთებას, რომ მარაგი ამოიწურება“, – განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ. მისი […]

დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა – ისევ ნორვეგიასთან თუ ხვიჩასა და ჯუდის დაპირისპირება?..

საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ახლა “ერთა ლიგაზე” მხოლოდ მისგან ბოძებული ნახევარფინალი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა აინტერესებს, თუმცა არ გამოგვრჩეს, რომ დღეს, 8 თებერვალს, 21:00 საათზე (პირდაპირი “სილქ უნივერსალზე”) პარიზში მომავალი გათამაშების წილისყრაა. მოგეხსენებათ, “ჯვაროსნები” B ლიგაში დაწინაურდა. “ერთა ლიგა” მსოფლიო ჩემპიონატისთვის მებრძოლ საგზურს იმავე პრინციპით არ იძლევა, მაგრამ ამის შანსი 4 ნაკრებს პლეი-ოფის გზით […]

ალექსანდრე თვალჭრელიძე – ვშიშობ, რომ საზოგადოებაში არაპოპულარული პოლიტიკური ფიგურის პირველ პლანზე წამოწევა, ივანიშვილისთვის სტრატეგიულად პოლიტიკური ხარაკირია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა. – ბატონო ალექსანდრე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მეწყრის გააქტიურებას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 4 ადამიანის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს. დაზუსტებული ინფორმაციით, 200 მეტრის სიგრძეზე რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მიწაა ჩამოსული, რის გამო გზაა გადაკეტილი. ახლა როცა მაშველები სტიქიის შედეგებს ებრძვიან, ადამიანების […]

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი და მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 8 თებერვალს თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიზიკო ქავთარაძის, ჩხიკვაძის (ნაწილობრივ), კეკელიძის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, უნივერსიტეტის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღრმაღელეს დასახლების […]

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 93.9% მიიღო

ამჟამად არსებული მონაცემებით, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 93.9% მიიღო. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენები თითქმის სრულად დათვლილია. მათივე ცნობით, ალიევს 2.7 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილი 1.8%-ით ზაჰიდ ორუჯმა დაიკავა, მე-3 ადგილზე კი მოსახლეობის 1.5%-ის მხარდაჭერით ფაზილ მუსტაფა გავიდა. აზერბაიჯანის რიგგარეშე არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობდა.