ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი მეორე მატჩშიც დაამარცხა

7 თებერვალს საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველი მატჩის მსგავსად, მეორე თამაშიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 4:2 შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა იშტვან ჰოდნოდის გოლით გახსნეს, რასაც მასპინძლებმა გიორგი ჩიმაკაძის, ჯანიკო გიორგაიას და გიორგი ღავთაძის გოლებით უპასუხეს. რუმინეთის ნაკრებმა მეორე ტაიმის დასაწყისში მატეი ბოშნიაგას გოლით შეამცირა სხვაობა, საბოლოო ანგარიში კი ირაკლი თოდუამ […]
დღეს პარლამენტი ახალი მთავრობის დამტკიცებას უყრის კენჭს

ახალი მთავრობის დამტკიცებამდე რამდენიმე საათი დარჩა. პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც კენჭისყრა შედგება, 12:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატები “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” წარმომადგენლებს შეხვდებიან. სამთავრობო პროგრამა გუშინ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს გააცნო. რამდენიმესაათიანმა სხდომამ კონსტრუქციულად ჩაიარა. განახლებული მთავრობის შემადგენლობის მხარდაჭერას, სადაც, პრემიერის გარდა, მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება, ოპოზიცია არ აპირებს. “განახლებულ […]
8 გარდაცვლილი და 1 დაკარგული – ბოლო ცნობები ბაღდათიდან

8 გარდაცვლილი და 1 დაკარგული – ასეთია ბოლო მონაცემები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთიდან. სტიქიის ზონაში დაბალი ხილვადობის გამო წუხელ გვიან ღამით შეწყვეტილი სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან აქტიურად გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა. მეწყრულ ზონასთან ახლოს მცხოვრები 7 ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გუშინ განვითარებულმა მეწყერმა ოთხი […]
ბექა დავითულიანი – ირაკლი კობახიძეს ოპოზიციისგან მხარდაჭერა სავარაუდოდ, არ ექნება და არც სჭირდება

ირაკლი კობახიძეს ოპოზიციისგან მხარდაჭერა სავარაუდოდ, არ ექნება და არც სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც დავითულიანი აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ კობახიძე კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება. „ირაკლი კობახიძეს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული პრემიერი, აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები, გამოცდილება, უნარი წარმართოს პროცესები სწორად, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის კარგი პრემიერი იქნება და, რა თქმა […]
ევროკავშირმა მოლდოვას გაწევრიანებასთან დაკავშირებით „სკრინინგის“ პროცესი დაიწყო

ევროკავშირმა მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყნის კანონმდებლობის ე.წ. სკრინინგის პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში კრისტინა გერასიმოვმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, მოლდოვის დელეგაცია ბრიუსელში შეხვდა თანამოსაუბრეებს ევროკომისიაში, რომლებთანაც ქვეყანა გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში იმუშავებს. „შეხვედრის მიზანი იყო შემდგომი ნაბიჯების დეტალური განხილვა. კერძოდ, ე.წ. სკრინინგის პროცესის დაწყება, რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან […]
შიიტი მუსლიმები მაბასის დღესასწაულს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს დღესასწაულს ულოცავს ფა მათ წარმატებებს უსურვებს. „დღეს შიიტი მუსლიმები მაბასის დღესასწაულს აღნიშნავენ. შიიტური მიმდინარეობის მიხედვით, ეს არის მუჰამედის ღვთის მიერ წინასწარმეტყველად დადგინების დღე, როცა მას პირველი ზეშთაგონება მოევლინა და დაეკისრა წინასწარმეტყველური მისია“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მილოცვაში.
დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დავით აღმშენებლის ხსენებისა და პირველი უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით, მილოცვას ავრცელებს. „დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია წმინდანად შერაცხულ მეფეს, დავით აღმაშენებელს იხსენიებს. დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ხანა – ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება. 8 თებერვალს კავკასიისა და საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი […]
შსს: ნერგეეთში მაშველები მთელი ღამე მუშაობდნენ, მეწყერში მოყოლილ 1 ადამიანს კიდევ ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. შსს აღნიშნავს, რომ ამ დრომდე, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთს კი – უწყვეტ რეჟიმში ეძებენ. “სტიქიის ზონაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი” – აცხადებს შსს. იმერეთის […]
ბაიდენმა ტრამპი დაადანაშაულა რესპუბლიკელების მიმართ მუქარაში

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა თანაპარტიელი რესპუბლიკელების მიმართ მუქარაში, მას შემდეგ, რაც სენატში მიღწეული ორპარტიული შეთანხმების მიუხედავად, რესპუბლიკელებმა მხარი აღარ დაუჭირეს უკრაინის და ისრაელის დახმარებას. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 7 თებერვალს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპი რესპუბლიკელ სენატორებს ურეკავდა და კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. აშშ-ის […]
$40.7 მილიონის იმპორტი – ვის შემოაქვს და რა შემოსავლებს ფლობენ მეორეული ტანსაცმლის მსხვილი იმპორტიორები

საქართველოში მეორეული ტანსაცმლის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ბოლო ორი წელია იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა გაიზარდა ღირებულება. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 40.7 მლნ დოლარის ღირებულების 10 642 ტონა მეორეული ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა, 2022 წელს კი 34.5 მლნ დოლარის ღირებულების 10 882 ტონის. შესაბამისად, თუ 2022 წელს ქვეყანა ერთ ტონა მეორეულ ტანსაცმელს საშუალოდ, 3170 […]