სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 2-ჯერ გაიზარდა

სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 2-ჯერ გაიზარდა 2024 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 983 მილიონი ლარი. ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 243 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 115 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 532 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 451 […]
უხეში, სისტემური ძალადობა რასაც ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ შესაბამის სუბიექტებს, ვგულისხმობ პირველ რიგში, საერთაშორისო სუბიექტებს – ირაკლი კობახიძე

უხეში, სისტემური ძალადობა რასაც ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ შესაბამის სუბიექტებს, ვგულისხმობ პირველ რიგში, საერთაშორისო სუბიექტებს – ირაკლი კობახიძე უხეში, სისტემური ძალადობა რასაც ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ შესაბამის სუბიექტებს, ვგულისხმობ პირველ რიგში, საერთაშორისო სუბიექტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, არდაგმობა კონკრეტული […]
“ჯავშნები აქტიურად უქმდება” – როგორ აისახება არსებული ვითარება ტურიზმზე?

Salt Projects-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ვალერი ჩეხერია ამბობს, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები ევროპულ გზაზე დაბრუნებისთვის, ვინაიდან მისივე თქმით, არსებული ვითარება ნეგატიურად აისახება როგორც მთლიანად ქვეყანაზე, ისე ტურიზმის ინდუსტრიაზე. მან BMGTV-ის გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნა, რომ სასტუმროებში ჯავშნები აქტიურად უქმდება. “ტურიზმის განვითარებას სჭირდება ძალიან სტაბილური გარემო. როდესაც საერთაშორისო პრესა აშუქებს, რაც […]
ესტონეთის საგარეო ასახელებს, რა შეიძლება იყოს „ოცნების“ წინააღმდეგ EU-ს სანქციები

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ევროკავშირის საგარეო მინისტრების მომდევნო შეხვედრაზე საქართველოში შექმნილ ვითარებაზე მისაღებ საპასუხო ზომებს განიხილავენ. მისი თქმით, ამ ზომებს შორის შეიძლება იყოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის ევროკავშირში მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესება. ამის შესახებ მან 3 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა. „გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობამ და ამ პარტიამ [„ქართულმა ოცნებამ“] […]
აშშ-ს საელჩოს ქარდები აღქმული იქნება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება აშშ-ის საელჩოს მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეუნებულ ე.წ. ქარდებს და ამბობს, რომ ეს ქარდები აღქმულია, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 4 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, მას შემდეგ, რაც მას კითხვა დაუსვეს საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ქარდების შესახებ. „თავის დროზე ეს ქარდები იდებოდა არჩევნებში ჩასარევად, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის და […]
ნატო დათანხმდა, პრიორიტეტად მიიჩნიოს უკრაინის ინფრასტრუქტურის დაცვა

ნატოს წევრი ქვეყნები დათანხმდნენ, პრიორიტეტად მიიჩნიონ უკრაინის ინფრასტრუქტურის დაცვა, განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა მარკ რიუტემ 4 დეკემბერს – იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს უკრაინის ქალაქებზე იერიშებს დრონებითა და რაკეტებით. ალიანსის 32 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მეორე დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას რიუტემ თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინისთვის საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, რათა მან ინფრასტრუქტურა დაიცვას […]
გაბრიელიუს ლანდსბერგისი – როგორც წესი, ჯერ სიტყვებია ხოლმე და მერე ნაბიჯები, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვებამდე ბევრი ნაბიჯი გადადგა, რათა ევროპელებისთვის ეთქვათ, რომ ევროპაში ყოფნა აღარ სურთ

„ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა, რათა ევროპელებისთვის ეთქვათ, რომ მათ ევროპაში ყოფნა აღარ სურთ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „პირველ რიგში, თავად გადაწყვეტილება, ეს სიტყვებია, მაგრამ მანამდე საქმე იყო. როგორც იცით, ჯერ სიტყვაა ხოლმე, მაგრამ […]
ანა დოლიძე – პროპაგანდას უჭირს, „ფეიკს“ „ფეიკზე“ აცხობენ

როგორც ჩანს, რეჟიმის პროპაგანდის მანქანას ძალიან გაუჭირდა აუხსნას ვინმეს რატომ ღუპავს ქვეყანას – წარმოგიდგენიათ როგორ უჭირს პროპაგანდას? – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, „პროპაგანდა „ფეიკს“ „ფეიკზე“ აცხობს“. „როგორც ჩანს, რეჟიმის პროპაგანდის მანქანას ძალიან გაუჭირდა აუხსნას ვინმეს რატომ ღუპავს ქვეყანას. ჯერ იყო „კანალ რასია“ და „ქოცები“ აზიარებდნენ ერთი ქერა ქალის […]
ირაკლი კობახიძე – მოლდოვა, უკრაინა, ბოსნია ხელოვნურად არიან ერთი ნაბიჯით წინ წასული და საქართველო ხელოვნურადაა უკან დაწეული – არა საქართველოს ხელისუფლება აჩერებს რამეს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები

მოლდოვა, უკრაინა, ბოსნია ხელოვნურად არიან ერთი ნაბიჯით წინ წასული და საქართველო არის ხელოვნურად უკან დაწეული – არა საქართველოს ხელისუფლება აჩერებს რამეს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები, კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ ბრძოლაშია წარმატების გასაღები და „სწორედ იმიტომ რომ ვიბრძოლებთ და ვაჩვენებთ ღირსებას, ბევრად უფრო ჩქარა […]
ირაკლი კობახიძე – რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად სალომე ზურაბიშვილი კამპანიას აწარმოებდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ახლა – არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებით – ეს ქვეყნის ღალატია

რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად სალომე ზურაბიშვილი კამპანიას აწარმოებდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ახლა აწარმოებს კამპანიას არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებით – ეს ქვეყნის ღალატია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქსავიე ბეტელის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. როგორც კობახიძემ განაცხადა, პრეზიდენტმა ანტიკამპანიის წარმოება განაგრძო მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ახლა ის ასეთივე კამპანიას ლეგიტიმური არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებასთან […]