თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძეს – რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე? – თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია

რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე? – თქვენ თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს. როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ ოკუპაციის განულებას ოცნება უწოდა და არა მთავარი ეროვნული ინტერესი. „როდესაც დეოკუპაციაზე ვსაუბრობთ, არცერთი სიტყვა არ გაქვთ ამ […]

„გორმედმა“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი დაიწყო

სამედიცინო კლინიკების ქსელმა „გორმედმა“, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში, გორის, ქარელისა და ხაშურის ფილიალებს აერთიანებს, საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები დაიწყო და ბელგიის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოსთან EURO MEDI INTERNATIONAL – თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ „გორმედი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ამის შესახებ, სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ვლადიმერ კეპულაძემ ისაუბრა. ,,მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ელ იანვრამდე საყოველთაო […]

საია – 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია

2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2023 წელს საქართველოში სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კვლავ მაღალია გენდერის ნიშნით ქალთა მკვლელობის მაჩვენებელი. „ამასთან, არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ვერ უზრუნველყოფს […]

ირაკლი კობახიძე – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა – ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა აღარასდროს უნდა ესროლონ ერთმანეთს

საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და მათი უცხოელი მეგობრების მოწოდებების გათვალისწინების შემთხვევაში, საქართველოს მოუწევდა დაპირისპირება არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ, აფხაზებთან და ოსებთან, რაც გამოუსწორებელი […]

კობახიძე: სამთავრობო პროგრამაში ძლიერი ოჯახის იდეას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ დემოგრაფია ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად დაასახელა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კობახიძე ამბობს, რომ მომდევნო წლების სამთავრობო პროგრამაში “ძლიერი ოჯახის იდეას” განსაკუთრებულ ყურადღებას დაეთმობა. “ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა დემოგრაფიაა. წინა ხელისუფლების პირობებში, საქართველოს მოსახლეობა 226 500 ადამიანით შემცირდა. 2014 წლიდან ჩვენ შევძელით მოსახლეობის კლების ტენდენციის შეჩერება და მას შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 19 […]

ხულოში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – ევაკუირებულია 35 ოჯახი

ფაჩხის წყალი დააგუბა მეწყერმა და მოდის მდინარისკენ. დიდი მასაა ჩამოწოლილი – ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადგილობრივი, ნუგზარ გორგილაძე ავრცელებს. ხულოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაც. თვითმმართველობის ინფორმაციით, მეწყრული პროცესები ღამის 2 საათიდან დაიწყო და ევაკუირებულია 35 ოჯახი. დაშავებული არავინაა: “სოფელ ყინჩაურში დარიკო ცეცხლაძისა და ლევან შაინიძის საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ […]

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ30-კმ170 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ140-კმ170 (მესტია-კალა) […]

„რუსეთიდან შემოსული ცხვარი ექსპორტზე გადის როგორც ქართული, რაც რისკის შემცველია, რადგან დაავადებების კონტროლი არ ხდება“ – ბექა გონაშვილი

„საქართველოში რუსეთიდან შემოსული ცხვარი ექსპორტზე გადის როგორც ქართული, რაც რისკის შემცველია, რადგან დაავადებების კონტროლი არ ხდება“- ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფერმერმა ბექა გონაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოდან რომ სხვა ქვეყნის ბაზარზე შეუმოწმებელი რუსული ცხვარი შევიდეს შეზღუდვა საქართველოს დაედება. „პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ რუსეთიდან საქართველოში ცხვარი შემოდის და შემდეგ გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ […]

„ეკონომიკის მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება“- ირაკლი კობახიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს. კობახიძის განმარტებით, ეკონომიკის განვითარებას ქვეყნის საერთო წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სწორედ ამის გათვალისწინებით სიმბოლური და პრაქტიკული ჟესტია […]

„0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე – ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა – მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა, – ამის შესახებ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის საქმიანობა მიმართული იქნება ოკუპაციისა და სიღარიბის პროცენტული მაჩვენებლების განულებისკენ. „დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარს მიღმა […]