“დასკვნას, რომ ადგილი იყო მეწყერსაშიში, ვერსად ვერ ნახავთ” – ბაღდათის მერი

ბაღდათის მერის, კახა ენუქიძის განცხადებით, სოფელ ნერგეეთში მეწყერის საშიშროების შესახებ დასკვნა არ არსებობს. “მხოლოდ ერთი განცხადება იყო შემოსული და ეს სახლი დღესაც დგას ხელუხლებელი, ეს ოჯახი ითხოვდა დახმარებას იმასთან დაკავშირებით, რომ მთის მწვერვალიდან ხანდახან ჩამოედინებოდა ქვის ნატეხები, ჩვენ მყისიერად ჩამოვიყვანეთ აქ გეოლოგები. მათ მოგვცეს მითითება, რომ სახლის უკან გაგვეკეთებინა დამცავი კედელი, სხვა რაიმე დასკვნა იმასთან […]
თიბისიმ EBRD-ისგან, ფაქტორინგის პროდუქტით მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, 10 მილონი ლარი მიიღო

თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან – EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში,ფაქტორინგის დაფინანსებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, 10 მილონი ლარი მიიღო. ეს პირველი შემთხვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – კავკასიაში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-იმფაქტორინგის დაფინანსების რესურსიადგილობრივ ვალუტაში გასცა. ფინანსური რესურსი თიბისის საშუალებას მისცემს, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მხრიდან, ფაქტორინგის პროდუქტზე გაზარდოს […]
“გავრილოვის ჩამომყვანი და მაქეიფარი ხართ” – ლილუაშვილი კობახიძეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი ასახელებს მიზეზებს, რის გამოც, მისი შეფასებით, პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს ხალხის მხარდაჭერას. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაპარტიელმა ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოყვანა: “დღეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, რომელსაც უნდა დამსახურება. ჩემი პირველი კითხვა იქნება ასეთი: დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, სიტყვის ერთგულების ერთი […]
მაშველებმა სტიქიის ზონაში ტყუპი დის ცხედრები იპოვეს

მაშველებმა სტიქიის ზონაში ტყუპი დის ცხედრები იპოვეს · 3 „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ტყუპი დების დაღუპვა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ ამ დროისთვის რვა ცხედარია ნაპოვნი. ადგილზე მიმდინარეობს ერთი პირის სამძებრო სამუშაოები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც. ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან […]
„როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ” – ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც მეწყერის დროს შვილთან ერთად დაიღუპა

„როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ” – ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც მეწყერის დროს შვილთან ერთად დაიღუპა · 0 ცნობილია ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა. დაღუპული მაია ჩეჩელაშვილია. მაშველებმა ასევე იპოვეს მისი შვილის ნია რობაქიძის ცხედარიც. „ჩემო თვალებციმციმა გოგო. ჩემო მაიკო როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ”,- წერს ოჯახის ახლობელი. შეგახსენებთ, რომ […]
აისბერგზე მთვლემარე პოლარული დათვის ფოტო People’s Choice Award-ის გამარჯვებულია

აისბერგზე მთვლემარე პოლარული დათვის ფოტო 2023 წლის People’s Choice Award-ის კონკურსზე “ველური ბუნების ფოტოგრაფიის” კატეგორიის გამარჯვებულია. ფოტო ბრიტანელმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა, ნიმა სარიხანიმ ნორვეგიაში, სვალბარდის არქიპელაგის მახლობლად, საექსპედიციო გემიდან გადაიღო. “ამ ფოტომ ძლიერი ემოციები გამოიწვია ბევრ მათგანში, ვინც ის ნახა. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ვდგავართ, იმედი მაქვს, რომ ეს ფოტო […]
ირაკლი კობახიძე – ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული – 2008 წლის ღალატი, ნულოვანი დემოკრატია, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ღირსება, „ელიტური“ კორუფცია, ბიზნესის სისტემური რეკეტი, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა

„ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე, ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული – 2008 წლის ღალატი, რუსეთისთვის ჩაბარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაშინდელი რეჟიმის მიერ მოღალატეობრივად ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წელს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ […]
ირაკლი კობახიძე – 2004-12 წლებში ხელისუფლებამ მოახდინა ფსევდოელიტის ფორმირება, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდით არის დაკავებული და სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ქართული საზოგადოება, მისი სოციალური სტრუქტურა, ხელი შევუწყოთ არა ხელოვნური ფსევდოელიტების, არამედ ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. მხოლოდ გამართული სტრუქტურის საზოგადოებას შეუძლია უზრუნველყოს ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების მაქსიმალურად ეფექტიანად გადაჭრა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამას წარდგენისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. კობახიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების მყარი სტრუქტურის […]
ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა დაადასტურეს ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობისა და მეკავშირეობის განვითარების მიმართ და პირადი კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. „დადასტურდა ორმხრივი ინტერესი რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეკავშირეობის შემდგომი განვითარების მიმართ. […]
პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს მიმართა და მას „გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი“ უწოდა. ლილუაშვილს, მისი გამოსვლის პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობის ფლანგიდან შეძახილებით მიმართეს: „შენ ვინ ხარ?“; „შენ ვინ აგირჩია, შენ?“ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ კი […]