რუსეთის ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატ ბორის ნადეჟდინს რეგისტრაციაზე უარი უთხრა

რუსეთის ცესკომ ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატი, ბორის ნადეჟდინს არჩევნებზე არ დაარეგისტრირა. “არ ვეთანხმები ცესკოს გადაწყვეტილებას. თითქმის 200 000 ხელმოწერა შევაგროვე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ხელმოწერებს ღიად და პატიოსნად ვაგროვებდით. ჩვენს შტაბებთან რიგები იდგა. 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელზეც უარს არ ვიტყვი. ცესკოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასამართლოში გავასაჩივრებ”. – […]

BLOOMBERG: შესაძლოა, რუსული ბანკები დოლარის და ევროს მისაღებად ოქროთი ვაჭრობდნენ

ზოგიერთი რუსული ბანკი, შესაძლოა, ქვეყანაში დოლარის და ევროს შეტანაზე დაწესებული აკრძალვის გვერდის ავლის მიზნით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთში ოქროთი ვაჭრობდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი საფინანსო-სადაზვერვო კომპანია Sayari-ს კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთში ბანკნოტების შეტანაზე სანქციები 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა. შეზღუდვები კრძალავს მოსკოვში დოლარისა და ევროს ექსპორტს. როგორც გამოცემა კვლევაზე დაყრდნობით წერს, 2023 […]

IDF: ხან იუნისში ავიყვანეთ ტერორისტები, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში ხან იუნისის ტერიტორიაზე ისრაელელმა ჯარისკაცებმა ათობით ტერორიზმში ეჭვმიტანილი აიყვანეს, მათ შორის ჰამასის ის ტერორისტები, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში იღებდნენ მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ უჯრედთან ორმხრივ სროლაში ათობით შეიარაღებული პირი მოკვდა. როგორც ცნობილია, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ აყვანილი ტერორისტები ჰამასის ელიტური დანაყოფის, ნუხბას წევრები იყვნენ. ისრაელელმა ჯარისკაცებმა რეიდი მაგლანის უბანში […]

ხულოში სტიქიური კერებიდან 35 ოჯახი გაიყვანეს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სხვადასხვა სტიქიური კერებიდან 35 ოჯახი გაიყვანეს. უწყების ინფორმაციით, მეწყერმა სოფელ ყინჩაურში სამანქანე ხიდი და მიმდებარე ტერიტორია დააზიანა, სადაც ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. “მეწყრული პროცესები ღამის 2 საათიდან დაიწყო და მთელი ღამის განავლობაში გრძელდებოდა. უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეწყრული კერის არეალში მცხოვრები ოჯახების გაყვანა დროულად მოხეხრხდა უსაფრთხო ადგილას. მეწყერმა დააზიანა […]

კობახიძე – დავიცვათ დედა-ეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას თქვა, რომ მთავრობა მომავალში განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. “სახელმწიფო სეკულარული პრინციპის დაცვით, იღებს ყველა ზომას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და დავიცვათ დედა-ეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან”. 9 იანვარს, Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტმა ნატა […]

ისრაელის პრემიერმა არმიას უბრძანა ქალაქ რაფაზე იერიშისთვის მზადება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, მოემზადონ იერიშისთვის ქალაქ რაფაჰზე, რომელიც ხალხითაა სავსე. ნეთანიაჰუმ ეს ბრძანა იმის მიუხედავად, რომ 8 თებერვალს კაიროში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებათა ახალი რაუნდი, რათა ჰამასთან (აშშ-ში და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ დაჯგუფებად) ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ. ნეთანიაჰუმ ბრძანება გასცა მას მერე, რაც უარყო ჰამასის პასუხი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე. ამ დროისთვის გრძელდება […]

“გავრილოვის ჩამომყვანი და მაქეიფარი ხართ” – გახარიას პარტიის წევრი კობახიძეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ასახელებს მიზეზებს, რის გამოც, მისი შეფასებით, პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს ხალხის მხარდაჭერას. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაპარტიელმა ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოყვანა. “დღეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, რომელსაც უნდა დამსახურება. ჩემი პირველი კითხვა იქნება ასეთი: დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, სიტყვის ერთგულების ერთი […]

კობახიძე: დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ სახელმწიფო დაიცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. „სახელმწიფო სეკულარული პრინციპის დაცვით იღებს ყველა ზომას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან”, – თქვა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის […]

რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა კიდევ ერთმა მილიარდერმა

რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა მილიარდერმა ბიზნესმენმა ვასილი ანისიმოვმა. ამის შესახებ რუსული „ფორბსი“ წერს. გამოცემის თანახმად, ანისიმოვი მეშვიდე მილიარდერია, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. ვასილი ანისიმოვი ამჟამად ხორვატიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ეკონომიკაში 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. რუსი მილიარდერების რეიტინგში, რომელიც „ფორბსმა“ 2023 წელს გამოაქვეყნა, ანისიმოვი 72-ე ადგილზე იყო 1,6 […]

საქართველოს მიერ EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღება ცვლის რეალობას რეგიონში – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას რეგიონში. “მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა. და ერთ-ერთი მათგანია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რაც ობიექტურად აისახება რეგიონზე. ახლა ირკვევა, რომ სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან ორს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და თუ ადრე შეიძლებოდა გვეთქვა “სად არის ევროკავშირი და სად […]