დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთში გარდაიცვალა, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა

კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთში გარდაიცვალა, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია,როდის ჩამოასვენებენ მსახიობს სამშობლოში. „მოლაპარაკებები მიდის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით. როგორც იცით, გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო“,- აღნიშნა ოქიტაშვილმა. შეგახსენებთ, ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ყოფილი დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოსო ჯაჭვლიანი მძიმე […]
ხატია დეკანოიძე კობახიძეს – ზუსტად ვიცი, 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის შეფასებაზე, როგორც საქართველოს მხრიდან ღალატად, ძალიან კარგად შეგაფასებენ რუსეთის საინფორმაციოო სააგენტოები და რუსები

ბატონო ირაკლი, დღეს თქვენ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი – მე არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი, ალბათ, შეგაქებთ მერე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის შეფასებაზე, როგორც საქართველოს მხრიდან ღალატად, ძალიან კარგად შეგაფასებენ რუსეთის საინფორმაციოო სააგენტოები და რუსები, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს. მისი თქმით, სამწუხაროა, […]
ირაკლი ზარქუა კობახიძეს – ბატონო ირაკლი, თქვენც შეამჩნევდით, ალბათ, „კარენოი ნაცები“ ძალიან აკადემიურები ჩანან, ეს „გახარიები“ და „ლელო“ რა დღეში არიან, მარგინალები და რადიკალები გახდნენ, რასთან გვაქვს საქმე?

მივმართავ ბატონ კირკიტაძეს, ის არის ძველი და ნაღდი „ნაცი“ – [გიორგი გახარიას პარტია] გაშიფრულები არიან, ვერ გადალახავენ და მერე გაგიჭირდებათ, მიიღეთ თქვენ შემადგენლობაში „გახარიები“. „ლელოს“ ვაცადოთ „მუსტანგით“ “კატაობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რიტაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს მიმართა. მანამდე კი, დეპუტატმა შეკითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი […]
შვედეთმა უკრაინას ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად 26.4 მილიონი ევრო გამოუყო

შვედეთის მთავრობამ უკრაინაში ენერგოეფექტურობის პროექტების მხარდასაჭერად 26.4 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ შვედეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები საგრანტო მხარდაჭერის სახით თემებს გაეგზავნება. „კერძოდ, საუბარია იმათზე, ვინც ევროპის საფინანსო ინსტიტუტებიდან/ბანკებიდან სასესხო სახსრებს იღებენ ცენტრალიზებული გათბობისა და წყალმომარაგების, კომუნალური ტიპის საკუთრებებში ენერგოეფექტურობის გაზრდის, […]
პეტერ ფიშერი – პოლარიზაციის პრობლემა და გამოწვევა ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის გერმანიაშიც, მაგრამ მას დემოკრატიული ცხოვრებისთვის სარგებელი არ მოაქვს

პოლარიზაციის პრობლემა და გამოწვევა ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის გერმანიაშიც, მაგრამ მას დემოკრატიული ცხოვრებისთვის სარგებელი არ მოაქვს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. „დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფებმა უნდა გამონახონ გზა ერთად მუშაობისთვის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემისთვის და ერთმანეთის არჩევანის მიღებისთვის. ეს არ არის ყველაფერი ან არაფერი“, – აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა. მან იმედი […]
შიდა ქართლის გუბერნატორი – ხაშურის მუნიციპალიტეტში, სადაც სტიქიის ფონზე ღამის საათებში მეწყრული პროცესები განვითარდა, ვითარებას გეოლოგები სწავლობენ

უკვე ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები, შესწავლის შემდგომ, უმოკლეს დროში დაიდება დასკვნა და შესაბამისი სამსახურები შეუდგებიან მუშაობას. ვიმედოვნებთ, რომ ამ ადგილიდან ევაკუირებულ მოსახლეობას მალე მიეცემა შესაძლებლობა, რომ უსაფრთხო გარემოში დაუბრუნდეს საკუთარ სახლებს, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში მიხეილ შაყულაშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. შაყულაშვილის ინფორმაციით, რეგიონში დაიტბორა რამდენიმე ასეული საცხოვრებელი სახლი, […]
ბორის ნადეჟდინი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირეს

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად თქვა უარი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბორის ნადეჟდინის კანდიდატად რეგისტრაციაზე. ნადეჟდინი გადაწყვეტილებას რუსეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ბორის ნადეჟდინმა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციისთვის „საკმარისი რაოდენობის ნამდვილი ხელმოწერა“ ვერ წარადგინა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თითქმის 105 ათასი ხელმოწერიდან სანდოდ ჩათვალა მხოლოდ 95 585, რის საფუძველზეც მას კანდიდატად რეგისტრაციაზე […]
ციხეში სააკაშვილის გადაყვანაზე ვერც მე და ვერც ჩვენი კონსილიუმი ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემს – ლევან იოსელიანი

მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ექიმი, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი, ვერც მე ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, კონსილიუმი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს. „კონსილიუმის წარმომადგენლები ახლახანს იყვნენ შესულები და მათ გამოაქვეყნეს დასკვნა. დასკვნაში ასახულია ყველა ის პრობლემა […]
რას არ მოესწრება ადამიანი – ყოფილი კოლეგისგან ისეთ რამეს რომ მოისმენ, რასაც ერთად ვებრძოდით – „ნაცმოძრაობის“ ნარატივს

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს, ოპოზიციონერ, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრ, ბექა ლილუაშვილს მიმართა. „არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩვენი ყოფილი კოლეგის, ბექა ლილუაშვილის, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასწორ გამოსვლას, რომელმაც ირაკლი კობახიძეს, პრაქტიკულად, გავრილოვის დროს შექმნილი კრიზისი და ამავდროულად, ე.წ. რუსული კანონის […]
„გვინდა ჩამოვაყალიბოთ ჰაბი და ვიყოთ გამტარი ქვეყანა, თუმცა ამას მხოლოდ აეროპორტები ვერ გააკეთებს, ამას სჭირდება მეტი ქართული ავიაკომპანია“ – გიორგი მოლოდინაშვილი

„გვინდა ჩამოვაყალიბოთ ჰაბი და ვიყოთ გამტარი ქვეყანა, თუმცა ამას მხოლოდ აეროპორტები ვერ გააკეთებს, ამას სჭირდება მეტი ქართული ავიაკომპანია“ – გიორგი მოლოდინაშვილი 2024 წელს თელავის აეროპორტის სრულ მოდერნიზება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ახალ სამთავრობო პროგრამაში წერია, რომელიც ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. თელავის აეროპორტის განვითარების გეგმაზე მთავრობა წინა წელსაც საუბრობდა, მაშინ ითქვა, რომ აეროპორტი […]