მოსკოვში აკრძალვის შემდეგ, ორგანიზატორები ეროტიკულ ღონისძიებებს საქართველოში ჩაატარებენ – „დოჟდი“

მოსკოვში აკრძალვის შემდეგ, ორგანიზატორები ეროტიკულ ღონისძიებებს საქართველოში ჩაატარებენ – „დოჟდი“ მოსკოვის ხელისუფლებამ გააფრთხილა წვეულებების ორგანიზატორები, აეკრძალათ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ თემებთან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „დოჟდი“ ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღონისძიებები ყოველთვის ემორჩილებოდა კანონს და მიზნად ისახავდა თავისუფალი გამოხატვისთვის უსაფრთხო, პატივმოყვარე გარემოს შექმნას, ჩვენ მივიღეთ გაფრთხილება, რომ დაუშვებელია ჩავატაროთ ღონისძიება, რომელიც დაკავშირებული […]

ბორის ნადეჟდინი რუსეთში პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირეს

რუსეთის ცესკომ გასცა რეკომენდაცია, უარი უთხრა ბორის ნადეჟდინს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, იუწყება „მედუზა“. ფორმალური მიზეზი ის გახდა, რომ ნადეჟდინის კანდიდატურის მხარდამჭერთა ხელმოწერებში კომისიამ დასაშვებზე მეტი „ხარვეზი აღმოაჩინა“. თავად ნადეჟდინი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს. „მთელ რუსეთში 200 ათასზე მეტი ხელმოწერა შევაგროვე. ამას ღიად და პატიოსნად ვაკეთებდით. ჩვენს შტატებში [ხელმოწერის მსურველთა] რიგებს […]

“რუსეთს და სომხეთს ერთმანეთთან სამხედრო ვალდებულებები აქვთ” – ზახაროვა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის არსებობს საიმედო ორმხრივი სამართლებრივი ჩარჩო. მისი თქმით, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით ქვეყნებს აქვთ ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, მათ შორის – სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვა. “ჩვენი ქვეყნები რჩებიან მოკავშირეებად, სომეხი ხალხის ინტერესები განუყოფელია რუსეთთან კეთილმეზობლური კავშირებისგან. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს […]

რის გამო იმსახურებთ ნდობას? ორჯერ იყავით ასი ათასიანი აქციის მიზეზი – ლილუაშვილი კობახიძეს

გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ბოლო წლებში საქართველოში ყველაზე მასშტაბური აქციების მიზეზი იყო. ამის შესახებ მან დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტში განაცხადა, სადაც ირაკლი კობახიძისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს. ბექა ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს ის ფაქტები შეახსენა, რის გამოც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობას არ იმსახურებს. „დღეს საქართველოს მოსახლეობამ თქვენ ნდობა უნდა […]

„ინტერპრესნიუსის“ აპლიკაციის გამოყენების წესი იცვლება

„ინტერპრესნიუსის“ აპლიკაციის მომხმარებლებისთვის სიახლეა – განახლებული აპლიკაცია, როგორც ანდროიდის, ასევე IOS-ი მომხმარებლებისთვის, მხოლოდ გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გააქტიურებიდან პირველი სამი თვე აპლიკაციის გამოყენება უფასოა. რეგისტრაციის და ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს პაკეტი, რომლითაც სამთვიანი უფასო მოხმარების შემდგომ ისარგებლებს. ერთთვიანი პაკეტი (ავტომატური ყოველთვიური განახლებით) 5 ლარი ღირს, ხოლო ერთწლიანი – 30 ლარი. 3 თვის შემდეგ მიიღებთ ნოტიფიკაცია-შეხსენებას, […]

სახალხო დამცველი – მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი იღებს, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი, ვერც მე და ვერავინ ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემს

მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი იღებს, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი, ვერც მე და ვერავინ ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგს გააგრძელებს. „მონიტორინგი გაგრძელდება, მათ შორის, კონსილიუმის დასკვნაში ითქვა, რომ აწი, კონსილიუმი მიხეილ […]

პეტერ ფიშერი – წარმატებას ვუსურვებთ ახალ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ევროინტეგრაციაზე ერთად ვიმუშავებთ

წარმატებას ვუსურვებთ [ირაკლი კობახიძეს] პრემიერ-მინისტრის პოსტზე. საქართველოს საკეთილდღეოდ, საქართველო-გერმანიის პარტნიორობისა და მეგობრობის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ საქართელოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. დიპლომატის განმარტებით, მათთვის უმთავრესი საკითხია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. მან ამაზე ყურადღება გაამახვილა და განაცხადა, რომ სწრაფად და შეუფერხებლად განახორციელებს ამას. ეს არის ის, რაც […]

გერმანიის ელჩი – არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დეკემბრის ბოლოს გაიხსნას, მაგრამ ამისთვის საჭიროა ცხრა ნაბიჯზე პროგრესის მიღწევა

არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დეკემბრის ბოლოს გაიხსნას, ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. მაგრამ ამისთვის საჭიროა ცხრა ნაბიჯზე პროგრესის მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, წელს დაგეგმილია არჩევნები ევროპარლამენტში, ასევე საქართველოში, ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება და ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სწრაფი წინსვლა. „წელს კალენდარი მოკლეა, […]

პარლამენტი საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება, რომელიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს

პარლამენტი საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება, რომელიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსსა” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში აისახა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააპროტესტა. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქმე ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი საკვანძო საკითხს ეხება, რომელზეც დამოკიდებულია […]

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – საქართველოში ჟურნალისტების, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინების, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები გახშირებულია

საქართველოში ჟურნალისტების, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გახშირებულია ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინების, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები – ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიისა და ჟურნალისტების უფლებების საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცვა,- ამის შესახებ საქართველოს მედიაგარემოს შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კვლევაშია აღნიშნული. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, კვლევის ძირითად მიგნებებს შორისაა ის, რომ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება […]