პეტერ ფიშერი – პოლარიზაციის პრობლემა და გამოწვევა ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის გერმანიაშიც, მაგრამ მას დემოკრატიული ცხოვრებისთვის სარგებელი არ მოაქვს

პოლარიზაციის პრობლემა და გამოწვევა ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის გერმანიაშიც, მაგრამ მას დემოკრატიული ცხოვრებისთვის სარგებელი არ მოაქვს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
„დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფებმა უნდა გამონახონ გზა ერთად მუშაობისთვის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემისთვის და ერთმანეთის არჩევანის მიღებისთვის. ეს არ არის ყველაფერი ან არაფერი“, – აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია შეძლებენ, ერთად იმუშაონ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე, რომლის შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში შემდგომ ეტაპზე – გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე გადავიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ