რიწის ტბაზე რუსეთი “ანტიტერორისტულ წვრთნებს” ჩაატარებს – პასუხი საქართველოს სუსს

“10 თებერვალს რიწის ტბაზე ანტიტერორისტული წვრთნები გაიმართება და მასში აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას” – ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის მედია ავრცელებს და წერს, რომ წვრთნები ერთ დღეს გაგრძელდება. „რიწაზე ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს (აფხაზეთის), ეროვნული გვარდიის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შსს-ს თანამშრომლების […]
კატეგორიულად მიუღებელია მათ შორის ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია – კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ექსპრემიერი გიორგი გახარია 20 ივნისის მოვლენების გამო. საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა კობახიძეს სთხოვა დაესახელებინა ერთი ნაბიჯი, რის გამოც ნდობას იმსახურებს. „პირიქით შემიძლია მინიმუმ 10 ფაქტი დაგისახელოთ, რის გამოც არ იმსახურებთ. მაგალითად, თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელი… […]
მიხეილ სარჯველაძე – დღეს ოპოზიცია დამარცხდა, აჯობა სამთავრობო გუნდმა, აჯობა ირაკლი კობახიძემ

უნდა მივმართო ოპოზიციას და ვთქვა, რომ ყველა დებატში, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გაიმართა, იქნებოდა ეს მინისტრებთან თუ ირაკლი კობახიძესთან, ოპოზიცია პირწმინდად დამარცხდა, უშანსოდ დამარცხდა, თუმცა უშანსოები იყვნენ მაშინაც, როცა ცალკეულ თემებზე დისკუსიის წამოწყების მცდელობა ჰქონდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში გადაწყვეტილებას მათ […]
ირაკლი კობახიძე – გახარია მეც მაქებდა, არ იშურებდა ქების სიტყვებს, სადაც ის იმსახურებდა ქებას, ვაქებდით – დებატებში საკმაოდ წარმატებული იყო, დაუბლაგვდა რიტორიკული უნარები

გახარია არ იშურებდა ჩემთან დაკავშირებითაც ქების სიტყვებს, სადაც ის იმსახურებდა ქებას, ვაქებდით – დებატებში საკმაოდ წარმატებული იყო, დაუბლაგვდა რიტორიკული უნარები , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და განმარტა, თუ რატომ აქებდა „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, ყოფილ თანაგუნდელს გიორგი გახარიას. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გიორგი გახარიას“ დაუბლაგვდა რიტორიკული უნარები მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში […]
მაია ბითაძე – საქართველომ საინტერესო და გამოწვევებით სავსე ათწლეული განვლო, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გზა რატიფიცირებიდან კანდიდატობამდე

„ასოცირების ხელშეკრულების 27 დირექტივიდან, 20 უკვე გადმოტანილი გვაქვს, ეროვნული კანონმდებლობა ამ კუთხით ჰარმონიზებულია. მიმდინარეობს შემდგომი დახვეწის პროცესი”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს. მისივე თქმით, საქართველომ ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე ათწლეული განვლო, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გზა რატიფიცირებიდან კანდიდატობამდე. […]
ჩრდილოეთ კორეაში გააუქმეს ყველა კანონი სეულთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესმა სახალხო კრებამ მხარი დაუჭირა სამხრეთ კორეასთან ყოველგვარი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაუქმებას. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ჩრდილოეთ კორეის პარლამენტმა ასევე მოიწონა იმ კანონების გაუქმება, რომლებიც არეგულირებს სეულთან ეკონომიკურ ურთიერთობებს. ერთ-ერთი მათგანია კანონი ტურისტული პროექტის შესახებ კიმგანსანის მთებში. ექსკურსიები წარმტაც მთიან რაიონში, რომელიც სამხრეთ კორეასა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის საზღვრის აღმოსავლეთ […]
სურამის შემდეგ მეწყრული პროცესები ქვიშხეთშიც განვითარდა

დაბა სურამის შემდეგ მეწყრული პროცესები განვითარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთშიც. მთიდან წამოსულმა მიწის მასამ სუთიაშვილების უბანში საცხოვრებელ სახლებამდე მიაღწია. ორი ოჯახი უკვე ევაკუირებულია. ხაშურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები 7 თებერვალს, ღამის 11 საათზე, დაიწყო. დაბა სურამში, ზინდისის დასახლებაში, მიმდებარე მთის ფერდობიდან მიწის მასა სახლებისკენ დაიძრა. ტალახმა, ქვა-ღორღმა და ხეების ფრაგმენტებმა გურამიშვილის ქუჩამდე მიაღწია. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის […]
წილოსანი: იყო მომენტები, კობახიძის ფაქტორი რომ არა, მდგრადობა უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდა

გულწრფელად მინდა გითხრათ, ამ გაანალიზებული და მოყოლილი 8 წლის პერიოდში [კობახიძის საპარლამენტო საქმიანობა] არაერთი რთული მომენტი გავიარეთ, ბევრი სიბინძურე იყო, ცრუ ბრალდებები და ტალახი. პირადად ირაკლი კობახიძე იყო ოპოზიციის ნომერ პირველი სამიზნე და რომ არა მისი ინტელექტუალური და ემოციური მდგრადობა, მისი გონიერება და პოლიტიკური ალღო და რაც მთავარია, მისი პატრიოტიზმი, რთული იქნებოდა ჩვენს საპარლამენტო გუნდს […]
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სერგეი ლავროვს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთში ე.წ. ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობების განვითარების საკითხი განიხილეს. ე.წ. პრეზიდენტმა ლავროვს “რუსული სახელმწიფოს საკეთილდღეო საქმიანობაში” წარმატება უსურვა. ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს და რუსეთის […]
რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი რიწის ტბაზე ანტიტერორისტულ სწავლებას ჩაატარებენ

რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მონაწილეობით 10 თებერვალს რიწის ტბაზე ანტიტერორისტული სწავლება ჩატარდება. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება Ria Novosty ავრცელებს. “ანტიტერორისტული სწავლება ჩატარდება რიწაზე. მასში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო (აფხაზეთი), რუსეთის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და ნავები, […]