პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდს – ერთი თხოვნა მაქვს, არაფერი გააფუჭოთ ამ 8 თვეში, რომ მერე ჩვენ მივხედოთ ამ ქვეყანას!

თიხის ფეხებზე შემდგარ ჯუჯა კაცებთან გვაქვს საქმე – ერთი თხოვნა მაქვს, არაფერი გააფუჭოთ ამ 8 თვეში, რომ მერე ჩვენ მივხედოთ ამ ქვეყანას! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ამოცანა ხალხის ძარცვის ხარჯზე გამდიდრებაა. “ამოცანას არ წარმოადგენს ხალხის პრობლემების მოგვარება. მათი დღის წესრიგია, რომ კვლავ ხალხის ძარცვის ხარჯზე გამდიდრდნენ. […]
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას – ციფრები, ანალიტიკა თქვენ არ მოგწონთ, თხრობითი ფორმით ნათქვამი თქვენ არ მოგწონთ, არ ვიცი როგორ მოგაწოდოთ დასაქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შემიძლია დავხატო და ისე გაჩვენოთ

ციფრები თქვენ არ მოგწონთ, ანალიტიკა თქვენ არ მოგწონთ, თხრობითი ფორმით ნათქვამი თქვენ არ მოგწონთ, არ ვიცი როგორ მოგაწოდოთ დასაქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შემიძლია დავხატო და ისე გაჩვენოთ მონაცემები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გვინდა კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა და სწორედ ეკონომიკა დაასაქმებს ადამიანებს. „არ ვიცი დასაქმებასთან დაკავშირებით რამდენჯერ […]
ირაკლი კობახიძე – არავის ჩართულობით აღარასდროს მოვაწერთ ხელს 19 აპრილის მსგავს შეთანხმებას – სამი უცხოელი ითხოვდა ამნისტიის კანონის მიღებას მელიასთან დაკავშირებით

არასდროს, აღარასდროს მოვაწერთ ხელს [19 აპრილის] მსგავს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს გაირკვა რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს „თურმე, 19 აპრილის შეთანხმება არ მოსწონთ“. „დღეს გაირკვა, რომ, თურმე, არ […]
რომან გოცირიძე – პროგრამა, აზრები, სიტყვები იგივეა – განსხვავება იყო ემოციაში, ის პრემიერი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს უფრო მშვიდად და პრაგმატულად

განსხვავება ემოციაში იყო. ის პრემიერ-მინისტრი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს კი უფრო მშვიდად და პრაგმატულად, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი პროგრამა იგივეა, ასევე, ანალოგიურია დაპირებები, რომლებიც არ სრულდება. „პროგრამა იგივეა, აზრები იგივეა, სიტყვები იგივეა. სიცრუე. დაპირებები, რომლებიც არ სრულდება. ტრადიციულად, სიცრუეზეა აგებული. განსხვავება […]
ქუთაისის მერია – თვითმმართველობამ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების სახურავის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალა გადასცა

ქუთაისის თვითმმართველობამ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების სახურავის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ქუთაისის მერიის ცნობით, 6 თებერვალს მოსული უხვი ნალექის შედეგად, საცხოვრებელი სახლები დაზიანდა ვაკისუბნის, ნიკეას, კახიანოურის, ძელქვიანის, საფიჩხიისა და გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულებში. დაზარალებულ მოსახლეობას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია […]
ფინეთი რუსეთთან საზღვარს 14 აპრილამდე არ გახსნის

ფინეთი რუსეთთან საზღვარს 14 აპრილამდე არ გახსნის. შესაბამისი განცხადება ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა გააკეთა. „მიღებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთი თავის ჰიბრიდულ ოპერაციას აგრძელებს. არსებობს იმის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს გრძელვადიან ვითარებას წარმოადგენს. რუსეთის სასაზღვრო ზონაში სულ მცირე ასობით და შესაძლოა ათასობით მიგრანტია, რომლებიც ფინეთში მოგზაურობის გაგრძელებას ელოდებიან“, – განაცხადა ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ლავრენტი გუდავაძე აირჩიეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი) პროფესორი ლავრენტი გუდავაძე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით, 2023 წლის 29 დეკემბერს სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) ოქმის საფუძველზე, კონკურსი გამოცხადდა. „2024 წლის 9 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბჭომ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატად სტუ-ის პროფესორი, ლავრენტი გუდავაძე […]
რუსლან აბაშიძე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსლან აბაშიძემ სლოვაკ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მთავრობის თავმჯდომარემ სლოვაკეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. […]
ირაკლი კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობას” – არ მოგვწონს მაჩვენებელი, რაც მიგრაციის სფეროში გვაქვს, მაგრამ ბევრად მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან თქვენი ხელისუფლების პირობებში – ჩვენ დროს არის პოზიტიური სალდო, თქვენ დროს იყო ნეგატიური

არ მოგვწონს ის მაჩვენებელი, რაც გვაქვს მიგრაციის სფეროში, მაგრამ თქვენი ხელისუფლების [ნაციონალური მოძრაობა] მონაცემები, რომ ავიღოთ, როცა 200 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, ნეგატიური სალდო იყო, 2014 წლის შემდეგ კი გვაქვს პოზიტიური სალდო , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკთხზე მსჯელობენ. მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ […]
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.