მელია: ივანიშვილი და კეზერაშვილი ქოლცენტრებით ერთად აკეთებდნენ ფულს

როდესაც ვიცით ეს ადამიანი, ეს ტრაგიკული მოვლენა ივანიშვილის სახით სახელმწიფოსთვის, მაგრამ ამავე დროს, ვიცით, რომ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა მედიასაშუალებამ, რამდენიმე თვის წინ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გამოძიების მიერ მიწოდებული მასალებით ეჭვმიტანილად ცნო ადამიანი ქოლცენტრების ოპერირებაში, მაგრამ ბევრი, მათ შორის ოპოზიციიდან, ამაზე არ ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ მარტო ივანიშვილზე, არადა, ვიცი, რომ ივანიშვილი და კეზერაშვილი ქოლცენტრებით ერთად ფულს […]
თინა ბოკუჩავა კობახიძეს – ახსენეთ, რომ ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება კორუფციის მიმართ მიუღებელია, თუ გსურთ, რომ ეს განცხადება უკიდურეს სიყალბედ არ იყოს აღქმული, უბრალოდ სკამს კი ნუ გაუცვლით ღარიბაშვილს, გამოძიება დაიწყეთ

ბატონო ირაკლი, თქვენს გამოსვლაში ახსენეთ, რომ ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება კორუფციის მიმართ პირადად თქვენთვის მიუღებელია. თუ გსურთ, რომ ეს განცხადება უკიდურეს სიყალბედ არ იყოს აღქმული საზოგადოებაში, უბრალოდ სკამს კი ნუ გაუცვლით ირაკლი ღარიბაშვილს, გამოძიება დაიწყეთ ელიტურ კორუფციაზე , – ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ყალბია“ […]
გენერალი გორდონ დეივისი – ნატოს წვრთნები რეალურ და არა გამოგონილ საფრთხეზე რეაგირებაა – პირველადაა, რომ ნატო ემზადება რუსეთისგან თავის დასაცავად

ნატოს წვრთნები რეალურ და არა გამოგონილ საფრთხეზე რეაგირებაა, – ამის შესახებ ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ამერიკელმა გენერალმა გორდონ დეივისმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა. მან ისაუბრა ნატოს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების შესახებ და აღნიშნა, რომ პირველად ხდება, როცა ნატო ემზადება რუსეთისგან თავის დასაცავად. „ეს [წვრთნები] ძალიან ბევრი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. მადლობა, რომ ამ თემაზე საუბრობთ, იმიტომ […]
ინგლისს ავცდით – ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

პარიზში ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის კენჭისყრა ჩატარდა. B დივიზიონში გუნდები კალათებში შემდეგნაირად იყვნენ განაწილებული: I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი II კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია III კალათა: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი C დივიზიონიდან B დივიზიონში დაწინაურებული საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში პირველ ჯგუფში ჩეხეთთან, უკრაინასთან […]
ენერგეტიკული ბირჟა უნდა გავხსნათ… ბაზრის კონცეფცია უნდა გადაიხედოს – პაატა ცინცაძე

„ენერგეტიკული ბირჟის მოდელი მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს“ – თვლის საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი. “რედაქტ2”-თან ინტერვიუში პაატა ცინცაძე იმ რისკებზე საუბრობს, რაც ბაზრის გახსნის არსებულ კონცეფციას შესაძლოა ახლდეს თან. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი რისკი ბირჟაზე იმპორტის დემპინგური ფასებით მონაწილეობაა, რამაც ენერგეტიკაში შესაძლოა ინვესტიციები შეაჩეროს. „თუ ჩვენ არ გადავდგით ნაბიჯი და არ დავიწყეთ ბირჟის ამოქმედება, ვერც ვერასდროს ავამოქმედებთ. […]
„დედაქალაქი ურბანულ ჩიხშია“ – ნანა ზაალიშვილი

„სამწუხაროდ არ გამოიყურება თბილისი ისე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს. დედაქალაქი ურბანულ ჩიხშია,“ – ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას “იდააფ არქიტექტორების” დამფუძნებელმა, ნანა ზაალიშვილმა განაცხადა. „თბილისის მთელი ხიბლი მის ეკლექტიკურობაშია და მისი ისტორიული ფენა ძალიან კარგად ჩანს ურბანულ გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ცალსახად გამოიკვეთა არქიტექტორებისა და ურბანისტების მაღალი დონე, სამწუხაროდ არ გამოიყურება თბილისი ისე, როგორც […]
ფოთში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ასაკოვანი ცოლ-ქმარი დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, ფოთში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ასაკოვანი ცოლ-ქმარი დაიღუპა. როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს.
“ეეე, რას ამბობ იცი ჩემ როგორ ძმაკაცს უყვარდაო!” – რას წერს ნინო სტურუა სოსო ჯაჭვლიანზე

დაახლოებით 10 წლის წინ, გადაცემაზე შესვლის წინ წავჭორავდით და ვეკითხები: – ასეთ სილამაზეს უყვარდით თურმე, ასეთ ქალს! და როგორ, აი როგორ არ უპასუხეთქო??? (ლიკა ქავჟარაძემ მოყვა თავად ერთ- ერთ გადაცემაში, გადაღებების დროს ძალიან შემიყვარდაო… ხოდა აბა მე როგორ მოვითმენდი არ მეკითხა) ამან კიდე შეიცხადა და თან გაეცინა: – ეეე, რას ამბობ იცი ჩემ როგორ ძმაკაცს […]
НRW: მარიუპოლში ბრძოლებისას მინიმუმ 8000 ადამიანი დაიღუპა

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა SITU Research-თან და Truth Hounds-თან ერთად გამოაქვეყნა გამოკვლევა რუსეთის ჯარების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლის ხელში ჩაგდების შედეგებზე. ბრძოლების დროს, რომლებიც თვე-ნახევარს გრძელდებოდა, ადგილობრივი მოსახლეები საკვების, წყლისა და ელექტრომომარაგების გარეშე აღმოჩნდნენ ალყაშემორტყმულ ქალაქში, რომელსაც ცეცხლს უშენდნენ. გამოკვლევის ავტორებმა სასაფლაოების სატელიტური ფოტოების შესწავლისა და ქალაქში […]
გიორგი ვაშაძე – საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა დასული

საქართველო დგას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ყოველ წელიწადს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. ამით მან ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარება შეაფასა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ყოველწლიურად ისედაც მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას, უმუშევრობა და დაბალი ხელფასებიც […]