,, ტფუ თქვენი!!!!” – გიორგი ისაკაძე

bm.ge-ს დამფუძნებელი, გიორგი ისაკაძე: ,,დღეს საღამოსკენ ასეთი ამბავი მოხდა (წინასწარ ბოდიში, ვინც მიცნობს იცის-არ მჩვევია ბილწსიტყვაობა): ჩემი მეგობრის, პარტნიორის და კოლეგის,Elene Kvanchilashvili (ელენე კვანჭილაშვილი) დედას მარინა კვანჭილაშვილი ბასილაშვილი მიადგნენ საღამოს 5 საათისკენ 4-5 ფორმიანი, გაზის შემმოწმებლებად გაასაღეს თავი,კარის გაღებაზე უარი მიიღეს,დაემუქრნენ მარინას (ვინც არ იცნობთ,მარინა არის მალხაზ კვანჭილაშვილის ქვრივი და ამ ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელი, […]
პრეზიდენტი: რეპრესიული ძალები პოლიტიკოსებს ათრევენ, იჩხრიკება პარტიის ოფისები და პრემიერი ამას ეძახის “პრევენციას”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ოპოზიციური პარტიების ოფისების, აქტივისტების სახლების ჩხრეკას, ოპოზიციონერების დაკავებას და “რეპრესიებს” უწოდებს ბოლო რამდენიმე საათში განვითარებულ მოვლენებს. “#საქართველოში პროტესტს უნდა დაერქვას #რეპრესიები საქართველოში. პოლიტიკურ ლიდერებს რეპრესიული ძალები ათრევენ, პარტიის ოფისებში ჩრეკის ოპერაციები ტარდება, იჩხრიკება ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისები. პრემიერ-მინისტრი ამას ეძახის “პრევენციას”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე. პრეზიდენტი, ასევე მოუწოდებს […]
პრეზიდენტი: მოვუწოდებ პარტნიორებს, ზეწოლა მოახდინონ მმართველ პარტიაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე ორ განცხადებას ავრცელებს, რომელიც 4 დეკემბერს მიმდინარე ჩხრეკებსა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების დაკავებას ეხება. პრეზიდენტის თქმით, ჩატარებულ ჩხრეკებს ირაკლი კობახიძე “პრევენციას” უწოდებს. “რეპრესიული ძალების მიერ ნათრევი პოლიტიკური ლიდერები, პარტიის შტაბი ეწინააღმდეგება ჩხრეკისა და ამოღების ოპერაციებს, ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისებს ჩხრეკენ, პრემიერი ამას “პრევენციას” უწოდებს“, – წერს ზურაბიშვილი. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ […]
პოლიციამ ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები დააკავა

პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები დააკავა. ფორმულას ენმ-ის პრესსამსახურში უთხრეს, რომ დაკავებულია 5 ადამიანი. პოლიციამ ისინი ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისიდან გაიყვანა, სადაც ჩხრეკას ატარებდა. პარტიის ლიდერები, რომლებიც ადგილზე იყვნენ შეკრებილნი, ოფისში შესვლასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას ითხოვდნენ, თუმცა პოლიცია შიგნით არავის უშვებდა. შსშ-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ ადგილზე მიმდინარეობდა ჩხრეკა, თუმცა პარტიის ლიდერებს, მათ შორის […]
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

ბრატისლავაში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის კენჭისყრას სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი ალექსნადრე იაშვილი დაესწრო. მან nakrebi.ge-სთან კომენტარი გააკეთა: “თავიდანვე ვიცოდით, რომ მარტივი ჯგუფი არ შეგვხვდებოდა, რადგან ამ ტურნირზე ევროპის საუკეთესო 16 ნაკრები თამაშობს. კი, პორტუგალიაც და საფრანგეთიც არიან ტოპ ქვეყნები, მაგრამ 2023 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში […]
ბერდია სიჭინავა – ძალადობა, მოქალაქეების ცემა, პოლიტიკური ლიდერების დაკავება, ოფისებში რეიდების ჩატარება – ეს ხელისუფლების დასასრულია

ხელისუფლება რაღაც ტიპის შიშის დათესვას ცდილობს, თვითონ არის ეიფორიაში, ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანას ევროპული კურსი უკვე არჩეული აქვს და ამას ვერავინ გადაახვევინებს. „როცა არსენალში არ გაქვს პოლიტიკური ტყვიები გამოიყენო იმისთვის, რომ შენი პოლიტიკური […]
ბიზნესები, რომლებიც “ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნებიან – განცხადებები

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც სპეცრაზმმა არაერთხელ დაარბია. “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებით გამოწვეულ მოქალაქეთა პროტესტს სხვადასხვა სექტორში მოღვაწე არაერთი ბიზნეს გაერთიანება და კომპანია გამოეხმაურა. მათი ნაწილი პროევროპულ პოზიციას აფიქსირებს, მთავრობას კონსტიტუციის 78-ე მუხლი ახსენებს და […]
ქუთაისის სასტუმროში სამი დიდი კონფერენცია გაუქმდა, რომელიც EU-დან ფინანსდებოდა – მაია მურაჩაშვილი

ჰოტელიერი, მაია მურაჩაშვილი BM.GE-სთან სეზონის შეფასებისას ამბობს, რომ ქუთაისის სასტუმროში სამი დიდი კონფერენცია გაუუქმდათ, რომელიც EU-დან ფინანსდებოდა. მისივე ცნობით, კომპანიებს ფინანსური რესურსები აღარ ჰქონდათ, რომ აღნიშნული კონფერენციები ჩაეტარებინათ, სწორედ ამიტომ ღონისძიებები გაუქმდა. „ნოემბერი-დეკემბრის დასაწყისი ზოგადად ნაკლებად დატვირთული პერიოდია ხოლმე. შესაბამისად, ტენდენცია უცვლელია. თუმცა ქუთაისში, რაც იყო ადგილობრივი კონფერენციები დაგეგმილი, სადაც ქართული კომპანიები გეგმავენ ტრენინგებისა და […]
“დააკავეს ჩვენი მეგობრები ბროსეს 6 ნომერში – მხდალებო, მონებო” – ლიზი თირქია

დააკავეს ჩვენი მეგობრები ბროსეს 6 ნომერში ოფისში მხდალებო მონებო დაჩმორებულო არაკაცებო ყველას მოგეკითხებათ.
“ციხიდან გამოსული უგულავა რომ უკან შეაბრუნა ბიძინამ, იმას ჰგავს გვარამიას დაჭერა” – ჩერგოლეიშვილი

ციხიდან გამოსული უგულავა რომ უკან შეაბრუნა ბიძინამ, იმას ჰგავს გვარამიას დაჭერა, თუ დაიტოვეს. უბრალოდ მაშინ ვერ აწია უგულავას დიდი ხნით დატოვება და ახლა ამას რა ძალა ააწევინებს, არ ვიცი.