მირიამ ლექსმანი – ოპოზიციის ოფისების დარბევა და ნიკა გვარამიას დაკავება სრულიად მიუღებელია – კაია კალასმა და ევროპულმა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს

სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ოფისების დარბევა და ნიკა გვარამიას დაკავება სრულიად მიუღებელია. მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების წინააღმდეგ. „ოპოზიციის ოფისების დარბევა და ნიკა გვარამიას დაკავება სრულიად მიუღებელია. კაია კალასმა და ევროპულმა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს და შეაჩერონ ქართველი ხალხის […]
თინა ბოკუჩავა – ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ აპატიმრებენ, რომ ოფისში ინახავენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს – ეს არის რუსული სპეცოპერაცია, ასე გამოიყურება საქართველოს გარუსების მცდელობა

ეს არის რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასე გამოიყურება საქართველოს გარუსების მცდელობა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ გაერთიანდეს და „რუსული „ომონი“ თავისი რუსი დამკვეთით ივანიშვილის და პუტინის სახით“ გაისტუმროს. „ეს არის რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დიახ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან სწორად დაახასიათა […]
,, ერთი ტელევიზიის დარბევა გაკლიათ ახლა თქვენ, ერთიც ფილმი “ნოემბრიდან -ნოემბრამდე” და ეგაა რაა..” – გიორგი ფოფხაძე

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე: ,,ქართული ოცნება, ერთი ტელევიზიის დარბევა გაკლიათ ახლა თქვენ, ერთიც ფილმი “ნოემბრიდან -ნოემბრამდე” და ეგაა რაა.. ვაი თქვენს პატრონს კი არა და ჩვენ რა ვქნათ ჩვეეენ თქვენი @@@@ს შემხედვარე.. ?”
ელენა ლასკონი: შევთანხმდით, გავაძლიეროთ ძალისხმევა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პროევროპული კანდიდატი ელენა ლასკონი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაციას და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საუბრისას შეთანხმდა, რომ მოლდოვასთან ერთად, გააძლიერებენ ძალისხმევას რუსულ პროპაგანდასთან საბრძოველად. “დღეს მე ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ჩვენ შევთანხმდით, გავაძლიეროთ ძალისხმევა მოლდოვის რესპუბლიკასთან ერთად რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად. ჩვენ არ […]
პრეზიდენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს შეხვედრაზე იბარებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპოლიცო ძალების მხრიდან საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტების გამო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს შეხვედრაზე იბარებს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაავრცელა. ზურაბიშვილის განცხადებით, ის კადრები, რაც ამ დღეებში გავრცელდა და ყველა ხედავს, ადასტურებს იმას, რომ გამოძიება აუცილებელია. “არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის […]
ზახაროვას თქმით, ზურაბიშვილის ქმედებები „საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა“ უნდა შეაფასონ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი ქმედებები სამართლებრივად „საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა“ უნდა შეაფასონ. ამასთან ერთად, ზახაროვამ თავადაც შეაფასა ზურაბიშვილის ქმედებები და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ან ჭკუა არ აქვს, ან გული, ან სულაც ორივე. „რაც შეეხება მოწოდებას უწესრიგობისკენ, ანტიკონსტიტუციური მოქმედებებისკენ და მათში ბავშვების მონაწილეობისკენ, იცით, არ შემიძლია […]
ზურაბიშვილი: შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, მაგრამ ვერ ვუკავშირდებით

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს იბარებს შეხვედრაზე. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. „არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე. ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ […]
„წაიღეს წიწაკის სპრეი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს, აირწინაღი“ – ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დამთავრდა

დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ატარებდნენ სამართალდამცავები ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში საგამოძიებო მოქმედებას. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ნენსი ვოლანდმა თქვა, რომ მისთვის არ განუმარტავთ, რის საფუძველზე, რა საქმის ფარგლებში ჩაატარეს მის ბინაში ჩხრეკა. სამართალდამცავებმა ბინიდან რამდენიმე ნივთი წაიღეს: „წაიღეს წიწაკის სპრეი, რომელიც თავდაცვის საშუალებაა და ნებისმიერ ქალს უნდა ჰქონდეს და აირწინაღი, რომელსაც ვიყენებ აქციებზე, როდესაც […]
გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი

გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი და სავარაუდოდ ეს იყო დაგეგმილი ჩვენი გათვლებით დეკემბრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სისტემური, […]
პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა დებატებზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა – ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა

პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა დებატებზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა – ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა დებატებზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა, ყველა მათ შემოთავაზებას დავთანხმდით, დავთანხმდით ფორმატს ორი ორზე, დავთანხმდით ასევე დისკუსიას საზოგადოებრივი […]