ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ საინფორმაციო ცენტრი აამოქმედა, რომელიც საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე განახლებულ ინფორმაციას და ოპოზიციის შეფასებებს გააცნობს

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ საინფორმაციო ცენტრი აამოქმედა, რომელიც საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე განახლებულ ინფორმაციას და ოპოზიციის შეფასებებს გააცნობს „დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუდმივად მოგაწვდით განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება“ – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. […]

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მერ გამოქვეყნებული რეიტინგის სათავეში 4 ქართველი მოჭიდავეა

თავისუფალ ჭიდაობაში 10 წონითი კატეგორიიდან ოთხში ქართველები ლიდერობენ : აკაკი ქემერტელიძე(70კგ), ავთანდილ კენჭაძე(79კგ), მირიან მაისურაძე (92კგ) და გენო პეტრიაშვილი(125კგ) პირველ ადგილზე არიან. მეორე ადგილს იკავებს გივი მაჭარაშვილი(97კგ), მეათეს – რობერტ დინგაშვილი(57კგ).

ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ ერთობლივი საინფორმაციო ცენტრი შექმნა

ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მანდატები მოიპოვეს, თუმცა არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, ერთობლივი საინფორმაციო ცენტრი შექმნა. გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადეს პრესკონფერენციაზე, რომელიც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლაშა ბაქრაძემ, „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ცუცქირიძემ და „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა თეონა აქუბარდიამ გამართეს. […]

მიკელ არტეტა გახდა “არსენალის” ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ზედიზედ 4-ჯერ დაამარცხა

პრემიერლიგის მე-14 ტურში “არსენალმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:0 დაამარცხა. “მეთოფეების” მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა გახდა კლუბის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ზედიზედ 4-ჯერ დაამარცხა. შეგახსენებთ, “არსენალი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 28 ქულით თანაქალაქელ “ჩელსისთან” ერთად მეორე ადგილს იყოფს. რაც შეეხება “იუნაიტედს”, “წითელი ეშმაკები” 19 ქულით მე-11 ადგილზე არიან.

ბლინკენი: აშშ საქართველოში დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს – მათ შორის, ისინი ვინც ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას – აგებენ პასუხს. ნეტგაზეთი ბლინკენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ამერიკის შეერთებული შტატები ოცდათორმეტ წელზე მეტია საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ემყარება თავისუფლებისა და დემოკრატიის […]

ლევან სანიკიძე – ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გუშინ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში ჩატარდა, აბსოლუტურად უკანონო იყო

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გუშინ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში ჩატარდა, აბსოლუტურად უკანონო იყო. ლევან სანიკიძე თანამებრძოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. „გუშინ ჩვენმა ადვოკატებმა ხუთი ჩვენი თანამებრძოლი მოინახულეს. ხუთივეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, […]

ნათია თურნავა – ბოლო 20 თვის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ქვეყნისთვის ინფლაციის ოპტიმალური დონეა, განვითარების ამ ეტაპზე, 3%-ს შეადგენს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც მოიაზრებს ინფლაციის […]

ზურაბ ჯაფარიძე – არავინ იცის ვინ არის კიმბერლი ლოუ – ეს ქალი საერთოდ არ „იგუგლება“, მისი რაიმე კავშირი ტრამპთან საერთოდ არ დგინდება

არავინ იცის ვინ არის კიმბერლი ლოუ – ეს ქალი საერთოდ არ „იგუგლება“, მისი რაიმე კავშირი ტრამპთან საერთოდ არ დგინდება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შანსი იმისა, რომ კიმბერლი ლოუ გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში, არის ნული. „გუშინ მთელი დღის […]

Bloomberg-ზე 12:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8250 ლარად ივაჭრება – რა ღირს ეროვნული ვალუტა ბანკებში?

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8250 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8333 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 4 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8468 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9894 ლარია. განსხვავებულია ვალუტის კურსი კომერციულ ბანკებში: საქართველოს ბანკში ერთი დოლარის ყიდვა 2.8800 ლარად არის შესაძლებელი, ერთი დოლარის გაყიდვა კი […]

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობაზე განცხადებას ავრცელებს

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ქ. თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“ – ამის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სამსახურმა, ცხელი […]