ვინ არიან უკრაინის მიერ დასანქცირებულთა სიაში

ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე, გომელაური, ლილუაშვილი და სხვები – უკრაინამ ქართული “ოცნების” ლიდერები დაასანქცირა. ზელენსკის შავ სიაში ჯამში ოცი ადამიანის სახელი და გვარი წერია. სიაშია სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის შეფი და უკვე ამერიკის მიერ სანქცირებლი ლევან მურუსიძე და “ოცნების” პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა. შავ სიაში მოხვდა სუს-ის შეფი. სიაშია ასევე ამერიკის მიერ ჯაშუშობისთვის დასანქცირებული საქართველოს ყოფილი პროკურორი ოთარ […]

საბა სხვიტარიძეს სცემეს – სახისა და სხეულის არეში დაზიანებები აღენიშნება – ადვოკატი

კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი და სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე, რომელსაც სამართალდამცველებმა ხელბორკილები 5 დეკემბერს, ზესტაფონის ტერიტორიის მიმდებარედ დაადეს, სასტიკად არის ნაცემი. ახალგაზრდის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის ინფორმაციით, სხვიტარიძეზე ფიზიკური ანგარიშსწორება მაშინ განხორციელდა, როდესაც ის პოლიციელებმა დიღმის იზოლატორში მოათავსეს. კერძოდ, უფლებადამცველის განმარტებით, მას შემდეგ, რაც საბა სხვიტარიძე მე-5 სართულზე აიყვანეს, ოთახიდან გამომძიებლები გავიდნენ და ნიღბიანი პირები შევიდნენ, რომლებმაც […]

გახსენით-ვაწერთ, შანტაჟის გარეშე, ღირსებით ევროპისკენ – „ქართული ოცნების“ წევრები

„ქართული ოცნების“ წევრები სოციალურ ქსელში აზიარებენ ბანერს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს თუ გაუხსნის, მმართველი პარტია ხელს მოაწერს. „გახსენით-ვაწერთ. შანტაჟის გარეშე, ღირსებით ევროპისკენ“, – წერია გამოქვეყნებულ ბანერზე. აღნიშნული ბანერი „ქართული ოცნების“ არაერთმა წევრმა გააზიარა.

ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $124.5 მილიონი შეისყიდა – ნათია თურნავა

ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $124.5 მილიონი შეისყიდა – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რეზერვების შესყიდვებმა გასულ წელს რეკორდული 1.28 მლრდ დოლარი შეადგინა, შემდეგ წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა მნიშვნელოვანი ხარჯვა, თუმცა ნოემბერში 124.5 მილიონი დოლარის შესყიდვა მაინც მოხერხდა. „ოქტომბერში მაღალი გაურკვევლობის ფონზე ხორციელდებოდა ცალკეული მსხვილი ტრანზაქციები უცხოური […]

ოკრიბასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ოკრიბასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. მათივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან.

გიორგი ვაშაძე – გუშინდელი მშვიდობიანი აქცია ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულ შიდა კრიზისს განიცდის – მათმა შიდა დაპირისპირებებმა და მოძალადეების იდენტიფიცირებამ შეასუსტა ძალადობა

გუშინდელი მშვიდობიანი აქცია ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება” სერიოზულ შიდა კრიზისს განიცდის – მათმა შიდა დაპირისპირებებმა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის დეზორგანიზაციამ და მოძალადეების იდენტიფიცირებამ შეასუსტა ძალადობა,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, თვითგამოცხადებული ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი დაწყებულია. „გუშინდელი აქცია იყო სრულიად მშვიდობიანი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქციის მონაწილეები დგანან […]

ნიკა მელია -ალეკო ელისაშვილის დაკავება იყო წინასწარ ჩაფიქრებული და განხორციელებული პროვოკაცია – ე.წ ხელისუფლება კიდევ უფრო მძიმე პროვოკაციისთვის ემზადებოდა

ალეკო ელისაშვილის დაკავება იყო წინასწარ ჩაფიქრებული და მერე განხორციელებული პროვოკაციაა – ეს მაშინ როდესაც საქართველოს ასი ათასზე მეტი მოქალაქე რუსთაველის გამზირზე იდგა, როგორც ჩანს, ე.წ ხელისუფლება, კიდევ უფრო მძიმე პროვოკაციისთვის ემზადებოდა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, გუშინ, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდგომ, ელისაშვილს „უბრალოდ, თავი უკრეს იზოლატორში […]

4 ოპოზიციური ძალა გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრს ქმნის

სამი ოპოზიციური კოალიცია და ერთი პარტია ოპოზიციის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრს ქმნის, რომელიც დღეიდან, 5 დეკემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ მათ დღეს ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომელსაც „ერთობა ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“ და „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, ოპოზიციის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრი საზოგადოებას მუდმივად მიაწვდის განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური […]

უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს, რომელთა შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ქარსელაძე

უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ პირებს, ჯამში 19 ადამიანს, რომლებიც ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს – ახლახან მოვაწერე ხელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამასთან, სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი Erasmus+ საგრანტო პროექტ LISS24-ის კონსორციუმმა, უმაღლესი განათლების ექსპერტის სტატუსით, პროექტში მიიწვია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საერთაშორისო Erasmus+ საგრანტო პროექტ LISS24-ის კონსორციუმმა, უმაღლესი განათლების ექსპერტის სტატუსით, პროექტში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტ LISS24-ში (Learn – Innovate – Sell – Succeed / „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“) მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის წევრებმა, როგორც აღნიშნული პროექტის ეროვნულმა კოორდინატორებმა, […]