უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას. ზელენსკის განცხადებით, სანქციები მიმართულია 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც „საქართველოს პუტინს აბარებენ“ და რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, სანქციები გამოიყენეს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებს ყიდის. ზელენსკიმ ევროპას, […]

„დარწმუნებული ვარ, რომ საბანკო სექტორში გაფიცვებს ადგილი არ ექნება“ – ეკონომისტი გიორგი კაპანაძე სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებაზე

„დარწმუნებული ვარ, რომ საბანკო სექტორში გაფიცვებს ადგილი არ ექნება“ – ეკონომისტი გიორგი კაპანაძე სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებაზე გიორგი ქადაგიძის მოწოდება საბანკო სექტორში დასაქმებული ადამიანების გაფიცვასთან დაკავშირებით, არის უპასუხისმგებლო განცხადება და მიზნად ისახავს საფინანსო სექტორის ისეთ რყევებს, რომელმაც, შესაძლოა ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ეკონომისტმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა. „ვის, თუ არა მას, ეროვნული […]

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, wizz air-ისთვის არანაირი ინტერესი არ იქნება ბაზირება ჰქონდეს იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროპაში სავიზო პროცედურების გავლა სჭირდება – „ნოვა ტური“

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, wizz air-ისთვის არანაირი ინტერესი არ იქნება ბაზირება ჰქონდეს იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროპაში სავიზო პროცედურების გავლა სჭირდება – „ნოვა ტური“ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გრძელვადიან პერიოდში დამაზიანებელია არამხოლოდ ტურიზმის სექტორისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია “ნოვა ტურის” დამფუძნებელმა მამუკა ჯიქიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, თუ მოგზაურობაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა დღეს ქვეყანაში […]

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი – 2006 წელს დაბადებული ს.ჯ. დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით […]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. სოფელი ყოროლისთავი – ფაღავების მიმართულებით შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია. სოფელი ყოროლისთავი – ცენტერაძეების მიმართულებით შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია. სოფელი სალიბაური – მუკუტაძე – შარაშიძეების მიმართულებით ფერდსამაგრი კედლის მოწყობისა და შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს – 173 324 […]

უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს, რომელთა შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ქარსელაძე

უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ პირებს, ჯამში 19 ადამიანს, რომლებიც ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს – ახლახან მოვაწერე ხელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამასთან, სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, […]

უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი 19 თანამოაზრის წინააღმდეგ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების ბრძანებას. “ახლახანს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც აძლევს იურიდიულ ძალას უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით. სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანას პუტინს უთმობენ. რის გამოც ახლა საქართველოში არის საპროტესტო გამოსვლები. საერთაშორისო სამართლის მიხედვით როცა უპრინციპოდ იქცევი და პრობლემაზე არ რეაგირებ, ქვეყანას ათწლეულების მოპოვებულ თავისუფლებას ართმევ. […]

“ახლა ამის დროს არ არის, მაგრამ მაინც დავწერ” – რა ვიდეოს აქვეყნებს ანი ბებია – Marao

“ახლა ამის დროს არ არის, მაგრამ მაინც დავწერ… ჩემი ეს მონაკვეთი დევს და საკმაოდ ბევრ მოწონება და გაზიარება აქვს. თუ შეხვალთ და დააფიქსირებთ რომ ეს სცენა ქართული სერიალიდანაა და უყურონ, ვფიქრობ ცუდი არ იქნება. მადლობა” – წერს ანი ბებია და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. “მეც, როგორც ბევრი სხვა, ილოს ეკრანიდან ვიცნობდი. ერთხელ რადიოში მიმიწვიეს, სადაც […]

„სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით“ – NCDC-ის პოსტი Linkedin-ზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელ Linkedin-ზე აქვეყნებს განცხადებას და წერს, რომ უწყება „სავსეა კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით“. განცხადება სოციალურ ქსელში 5 დეკემბერს, დილით გამოქვეყნდა. “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით, ოდეერებით, და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული”. დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესსამსახური არ პასუხობს რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებსა […]

ალეკო ელისაშვილი დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ადვოკატმა ელისაშვილი მოინახულა და თქვა, რომ მას დაზიანებები აღენიშნება. კერძოდ, პარტიაში განმარტავენ, რომ ელისაშვილს სახეზე სისხლჩაქცევები აქვს. „მხნედ არის და ამბობს, რომ გამარჯვება იქნება ბოლომდე. რაც შეეხება საქმეს, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მისდევს ალი ბაბევი […]