ისე გადაფსიხდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, ჩემს სახლში შედიან – კეზერაშვილი

დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის კუთვნილ სახლში, თბილისში ჩხრეკაზე შედიან. “ისე გადაფსიხდა ე.წ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამწუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან. მიდით ბიჭებო მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!” – წერს კეზერაშვილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დავით კეზერაშვილის საქმეზე დაადგინა, რომ სასამართლო მიკერძოებული იყო, თუმცა დანარჩენი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16 მილიონ ლარს შეადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალიწინებული 46 საკითხი განიხილა, რომელთა უმეტესობა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ სადავო საკითხებს შეეხებოდა. კომისიამ იმსჯელა ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების (ახალი ობიექტის) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდებისა და პროცედურების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებების მიხედვით, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად კომპანიებს ვადები განესაზღვრათ. სემეკის […]
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – როგორც კი ფიზიკური ძალადობის წყარო გამოაცალა სახელმწიფომ, მორალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდნენ – სულით და ხორცით მოძალადეები არიან, იმიტომ, რომ ჯაშუშის ხასიათი სხვა რამეს არ ითვალისწინებს

ეს პროცესი მარაგდება, წინასწარ სპეციალურად 16- 20 დეკემბრისათვის ნაყიდი პიროტექნიკით და სხვადასხვა ნივთიერებებით, აალებადი ნივთიერებებით, მათ შორის, არ არის რთული, თუ იცი დამზადება მოლოტოვის კოქტეილების, ამისთვის განკუთვნილი აალებადი ნივთიერებები, ბენზინი იქნება ეს, დიზელი თუ სხვა, თავისი ბოთლებით, კოხტად დაჭრილი ნაჭრებით და ა.შ. მთელი ეს შეიარაღება „მშვიდობიანი „ აქციისათვის ამოღებულ იქნა “ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა ოფისებიდან, უცხოური ფულით […]
მამუკა მდინარაძე – 2 მილიონის პიროტექნიკა არის გაყიდული – ბავშვებო, შვილებო, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს Counter არ არის, ეს არის „ლუზერი“ აგენტების მიერ წაქეზებული პროცესი

2 მილიონის პიროტექნიკა არის გაყიდული- ბავშვებო, შვილებო, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს Counter არ არის. ეს არის „ლუზერი“ აგენტების მიერ წაქეზებული პროცესი, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, მზადება 16-20 დეკემბრისთვის მიმდინარეობდა, თუმცა ხელისუფლებამ მათ „ეს მავნე და ფაშისტური ენერგია“ წინასწარ დაახარჯვინა. „ამოვიღეთ მონაცემები, 27 ნოემბრამდე, 2 მილიონის, თუ არ ვცდები, თითქმის […]
პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილს ბრალდება პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.ე.-მ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. “სამართალდამცველებმა ბრალდებული […]
ევროზონაში, საცალო გაყიდვები ოქტომბერში პროგნოზებზე მეტად შემცირდა

ევროზონაში, საცალო გაყიდვები ოქტომბერში პროგნოზებზე მეტად შემცირდა ევროზონაში საცალო გაყიდვები ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 0,5%-ით შემცირდა – ინფორმაციას „ევროსტატი“ ავრცელებს. ანალიტიკოსები Trading Economics-ის მონაცემებით, საშუალოდ 0.3%-იან კლებას პროგნოზირებდნენ. სურსათის, სასმელების და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვები გასულ თვეში 0,1%-ით გაიზარდა. ამასთან, არასასურსათო პროდუქციის (ძრავის საწვავის გარეშე) გაყიდვები შემცირდა 0,9%-ით, ხოლო საავტომობილო საწვავი – 0,3%-ით. ოქტომბერში საცალო გაყიდვები […]
2 მოთხოვნა ივანიშვილს – ოპოზიციური პარტიების განცხადება

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში, ცესკოს შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მიმართავენ პირადად ბიძინა ივანიშვილს – “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს – და უყენებენ მოთხოვნებს, რომელთა შესრულება, მათი განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად: · დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა […]
რა არის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი? – ზვიად აბაშიძე

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზვიად აბაშიძე: მთავარი კითხვა, რა არის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი? პასუხი უნდა დავიწყოთ ალბათ კითხვით, თუ რომელი პოზიციიდან ვიწყებთ მოქმედებას? რომელ ცივილიზაციასთან ვაიგივებთ საკუთარ თავს და ქვეყანას? ვართ ევროპული/დასავლური ცივილიზაციის ნაწილი თუ საკუთარი თავი მისგან განსხვავებულ ცივილიზაციურ კონტექსტში წარმოგვიდგენია? 1. თუ საკუთარ ქვეყანას მივიჩნევთ ევროპული/დასავლური ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად, […]
4 პოლიტიკური პარტია საერთო განცხადებას ავრცელებს

ოთხი პოლიტიკური პარტია: კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველოს და გახარია-საქართველოსთვის საერთო განცხადებას ავრცელებენ. მათი ცნობით, ისინი აფიქსირებენ იმ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც კრიზისიდან გამოსასვლელად აუცილებელია. “2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად: 1. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, […]
“მიყვარხარ, მაგრამ რუსეთში ვერ გამოგყვები”; “ათი ტრამპი ვერ გიშველით”; “თქვენი შვილების გზაზე დადებულად არ გექცეთ ჩვენი შვილების ცემა და ლეწვა!” – ხალხი კალაძეს

“მიყვარხარ, მაგრამ რუსეთში ვერ გამოგყვები”; “ათი ტრამპი ვერ გიშველით”; “თქვენი შვილების გზაზე დადებულად არ გექცეთ ჩვენი შვილების ცემა და ლეწვა!” – ხალხი კალაძეს თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომელმაც თავის გვერდზე, სოციალურ ქსელში, ახალი ლაივი გაავრცელა, სადაც ჩვეულებისამებრ აქციის მონაწილეებს რადიკალებს და მართულებს უწოდებს, ხოლო ევროკავშირზე ამბობს, რომ აი, გაუხსნან მოლაპარაკებები და ხელს მოაწერს ოცნება, თითქოს […]