“კიევისთვის ბრძოლას არ აპირებს” – პოროშენკოს უფროს ვაჟზე სამხედრო კომისარიატში არგამოცხადების გამო ძებნა გამოცხადდა

უკრაინელმა სამართალდამცველებმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს უფროს ვაჟზე ალექსეი პოროშენკოზე ძებნა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ის სამხედრო კომისარიატში ორჯერ არ გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პეტრო პოროშენკოს უფროსი ვაჟი, ალექსეი, რომელიც ომის დასაწყისში გაემგზავრა ლონდონში და აღარ დაბრუნებულა უკრაინაში, ძებნილთა სიაში შეიყვანეს TCC-ში გამოძახებით გამოცხადების გამო. ამის შესახებ გამოცემის წყაროები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იტყობინება. […]

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ არჩევნების შედეგები ხალხის ნებით განისაზღვროს და არა გარე გავლენებით

ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ არჩევნების შედეგები ხალხის ნებით განისაზღვროს და არა გარე გავლენებით, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2024 წელს მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია და დღემდე არსებული ყველაზე აქტიური საარჩევნო სადამკვირვებლო სეზონი დაასრულა. 500-ზე მეტი დამკვირვებელი გაიგზავნა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და […]

უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს მოქალაქეებს მიმართავენ

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და აშშ-ში მოღვაწე აკადემიკოსები, ასევე საქართველოში მცხოვრები უცხოელი მეცნიერები, ქართველ ხალხს მიმართავენ. მას უცვლელად გთავაზობთ: საქართველოს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს საზღვარგარეთ. ჩვენ მათ შორის ვართ, როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურისა და პოლიტიკის მკვლევრები და სტუდენტები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და კოლეჯში მუშაობენ. ჩვენ საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები ვართ და თვალს ვადევნებთ საქართველოს არათანაბარ, მაგრამ […]

დე ლაურენტისი რასპადორის გასაყიდად მზადაა

“რეპუბლიკას” ცნობით, “ნაპოლის” გაუჭირდება “იუვენტუსის” 33 წლის მცველის დანილოს გადაბირება, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, ტურინული კლუბი კი იანვარში ჯაკომო რასპადორის იჯარით აყვანას შეეცდება. გამოცემის მტკიცებით, “ნაპოლის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს რასპადორის განათხოვრების ვარიანტი არ აწყობს და თანახმაა ტრანსფერზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდეს – თუ “იუვე” 20 მილიონად შეიძენს.

დავით კეზერაშვილის კუთვნილ ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს

ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებლისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის კუთვნილ სახლებში, ამ წუთებში, სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს (ჩხრეკას) ატარებენ. ერთ-ერთ ბინაში, ამ მომენტისთვის, ცხოვრობს დიმიტრი ჩიქოვანი, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი. ამ დროისათვის უცნობია, რა საქმის ფარგლებში დაინიშნა საგამოძიებო მოქმედებები დავით კეზერაშვილის სახლებში. მისი ადვოკატი ამბობს, რომ დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდება […]

ყველა კითხულობს, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანაში ჩამოსვლა – ჰოტელიერი (bm.ge)

ყველა კითხულობს, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანაში ჩამოსვლა – ჰოტელიერი (bm.ge) ჰოტელიერი, მაია მურაჩაშვილი BM.GE-სთან ზამთრის ტურისტულ სეზონს აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ ინდივიდუალური ჯავშნები სხვადასხვა პლატფორმებიდან არ შეჩერებულა, თუმცა გაჩერებულია ტურისტული სააგენტოებიდან ჯგუფური ტურები. მისივე ცნობით, ჯავშნები, რომელიც ამ დრომდე გუდაურის სასტუმროში ფიქსირდება, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაწყებამდე იყო განხორციელებული. მურაჩაშვილი დასძენს, რომ მათ […]

ამერიკის მიერ სანქციების დაანონსების შემდეგ, რუბლმა გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა

ამერიკის მიერ სანქციების დაანონსების შემდეგ, რუბლმა გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. შაბათს, სავაჭრო ჯიხურებში რუსეთის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 113-იან ნიშნულს მიუახლოვდა. რუსეთის ეროვნული ბანკი იძულებულია უცხოური ვალუტის შეძენა შეწყვიტოს. გარდა ამისა, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესგარემოს გათავისუფლებას და ფინანსურ ბაზარზე ზეწოლის შემცირებას აანონსებს. რუსი ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ […]

ისე გადაფსიხდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, ჩემს სახლში შედიან – კეზერაშვილი

დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის კუთვნილ სახლში, თბილისში ჩხრეკაზე შედიან. “ისე გადაფსიხდა ე.წ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამწუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან. მიდით ბიჭებო მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!” – წერს კეზერაშვილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დავით კეზერაშვილის საქმეზე დაადგინა, რომ სასამართლო მიკერძოებული იყო, თუმცა დანარჩენი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

“ამის მამაზე მეფიქრება, ციხის შიშით საკუთარი შვილი გამოდო…” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: ამის მამაზე მეფიქრება ძალიან ხშირად, ციხის შიშით საკუთარი შვილი გამოდო მილიონებით ადამიანის ლაძღვა-გინებისა და დაცინვის სამიზნედ, თავის გადასარჩენად შვილი გამოაგდო შარაზე სალაპარაკოდ, უდიდესი და დამსახურებული კრიტიკის მსხვერპლად აქცია… არადა, პირიქით უნდა იყოს! მამა თავს უნდა წირავდეს და არა შვილს! როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებლეს უსამშობლო პოლიტიკოსების ‘საბრძოლო” მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა”

ევროპარლამენტარები: დაუწესდეს მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილს

5 დეკემბერს მოწინავე ევროპარლამენტარებმა “საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების ესკალაციასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებასთან” დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს: ჩვენ ვგმობთ საქართველოს მთავრობის მხრიდან რეპრესიების ესკალაციას დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებას. ოპონენტების დაკავება და ოფისების ჩხრეკა ავტორიტარული რეჟიმების ხელსაწყოების ყუთის ნაწილია და ადგილი არ აქვს ევროკავშირის […]