მიხაელ გალერი – დროა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს – ასევე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტ ზელენსკის სიას კარგად უნდა დააკვირდეს

დროა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს, – ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში, მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში წერს. „დროა, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესდეთ. სიის სათავეში ამ „რეორიენტაციის“ ნათლიმამა ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს. ასევე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტ ზელენსკის სიას კარგად უნდა დააკვირდეს“, […]

არსებული ინფორმაციით, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს. მედიაში გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის მსახიობი დაკავებული. „ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.

„თხემით-ტერფამდე გრძნობ, რომ მარადიული ერის შვილი ხარ“ – გუგავა

ლეიბორისტული პარტიის გენმდივანი, გიორგი გუგავა: „რა ამაღლებული განცდაა, როდესაც დგახარ თავისუფლების სულისკვეთების ანთებულ, უთვალავ თანამემამულეს შორის და თხემით-ტერფამდე გრძნობ, რომ მარადიული ერის შვილი ხარ“

2 მოთხოვნა – 4 პოლიტიკური პარტიის განცხადება

2 მოთხოვნა – 4 პოლიტიკური პარტიის განცხადება ოთხი პოლიტიკური პარტია: კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველოს და გახარია-საქართველოსთვის საერთო განცხადებას ავრცელებენ. მათი ცნობით, ისინი აფიქსირებენ იმ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც კრიზისიდან გამოსასვლელად აუცილებელია. “2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად: 1. […]

” დარჩი სახლში” შემქმნელებისგან: ” არ დარჩე სახლში”. თქვენ დაგედოთ გულზე აკერმანა და ფაუჩი“ – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა: ” დარჩი სახლში” შემქმნელებისგან: ” არ დარჩე სახლში”. თქვენ დაგედოთ გულზე აკერმანა და ფაუჩი “ “ავჯანყდი”, “გავიფიცე” დაიტოვე-შმაიტოვე… ვინ ჭამს ამას? მადლობა უთხარით მამენტ ზედმეტად ტოლერანტულ “ოცნებას” , თორემ დიდი ხანია თმაგადაპარსულებს და ვირზე უკუღმა შემჯდარებს გარბენინებდათ ხალხი…. ნელ-ნელა ამოდის ყელში და მერე “ოცნებასაც” აღარავინ კითხავს თქვენს თრევას …“

“მეკითხებიან, ამას რა ვუყოთო…” – მდინარაძის სკანდალური აღიარება

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას ალეკო ელისაშვილის მიერ ალი ბაბაევზე თავდასხმის შეფასება სთხოვეს, თქვა: „სიმართლე გითხრათ, პოლიტიკამდე კი არა, პოლიტიკაში რამდენიმე წლის ყოფნის შემდეგაც ალბათ ამას ვერ წარმოვიდგენდი, რაც მე შევძელი. გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ, რომ ჩემ წინ პოლიტიკოსობამდე ცხოვრებიდან ვინც მიცნობს, მიხვდება რასაც ვლაპარაკობ. ეს ბიჭი მე მიცნობდა 1995 […]

„კითხვები, რომელზეც საჯარო სივრცეში პასუხი უნდა გაეცეს, სანამ რომელიმე ახალგაზრდა საკუთარ თავისუფლებას თუ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ დააყენებს“ – რაქვიაშვილი

„კითხვები, რომელზეც საჯარო სივრცეში პასუხი უნდა გაეცეს, სანამ რომელიმე ახალგაზრდა საკუთარ თავისუფლებას თუ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ დააყენებს“ – რაქვიაშვილი გირჩის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი: „კითხვები, რომელზეც საჯარო სივრცეში პასუხი უნდა გაეცეს, სანამ რომელიმე ახალგაზრდა საკუთარ თავისუფლებას თუ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ დააყენებს. ყველას გვინდა ახალი არჩევნები, თუმცა: 1. ეს არჩევნები მოქმედმა ცესკომ და მოქმედმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს? […]

მექსიკაში ერთ დღეში 5200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს – Reuters

მექსიკაში ერთ დღეში 5200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს – Reuters მექსიკაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი დღის განმავლობაში 5 200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც „როიტერი“ წერს, ეს მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს იმ ზეწოლის ფონზე, რომელსაც აშშ-ის მომავალი ხელისუფლება მიგრაციის შესაჩერებლად ახორციელებს. ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო და სახელმწიფო სტრუქტურებმა, არმიამ, ეროვნულმა გვარდიამ და პოლიციამ ჩაატარეს დაკავებების […]

პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ბრალი წაუყენა

ალეკო ელისაშვილი პოლიციამ გუშინ, 4 დეკემბერს, დააკავა „ქართული ოცნების“ წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი აფთიაქის წინ მოხდა. ელისაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა), რომელიც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ […]

ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილისთვის და ოცნების სხვა ლიდერებისთვის სანქციებს მოითხოვენ

ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ოპოზიციის რეპრესიებსა და საპოლიციო ძალების მიერ ძალის გადამეტებას, ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. განცხადებას ხელს აწერენ: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი, Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე. “ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მზარდ […]