ადვოკატი – „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი საბა სხირტლაძე იზოლატორში სცემეს, ურტყამდნენ ძირს დავარდნილს

ადვოკატის, სანდრო წერეთლის ინფორმაციით, აქციის დროს დაკავებული „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი საბა სხვიტარიძე იზოლატორში სცემეს და „სთხოვდნენ დანაშაული ეღიარებინა“. აღნიშნულის შესახებ ადვოკატი სანდრო წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომელმაც საბა სხვიტარიძე და “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი დროებით მოთავსების იზოლატორში მოინახულა. „ახლა გამოვედი წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. მოვინახულე ორი რეჟიმის მძევალი საბა სხვიტარიძე […]

ადვოკატი – ტელეწამყვანი შოთა დიმიტრიშვილი დაკავებისას გზაში სცემეს, წაართვეს ჩანთა

გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ტელეწამყვანი შოთა დიმიტრიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა, დაკავებული ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ადვოკატის თქმით, დაკავებული ტელეწამყვანი გზაში სცემეს. „წინა რიგებში იდგა მშვიდობიანად და გაიყვანეს. უბრალოდ პოლიციელებს ელაპარაკებოდა, უცბად გამოვარდნენ რობოკოპები, წაიყვანეს, გზაში სცემეს -არაერთხელ დაარტყეს. წაართვეს ჩანთა, რომელშიც იყო ტელეფონი და შემდეგ აიყვანეს […]

ქუთაისში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქე ცუდად გახდა, რასაც შემდგომში შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ერთ-ერთმა პირმა გონება დაკარგა. „14 წლის ბავშვს გამოეკიდნენ. არაფერი არ გაუკეთებია, 20 კაცი ახრჩობდა და ბავშვმა გონება დაკარგა“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

„ვგმობ რეპრესიებს მათ წინააღმდეგ, ვინც მოუწოდებს თავის ქვეყანას, დარჩეს ევროპის გზაზე“ — ბლინკენი ეუთოში

აშშ ის სახელმწიფო მდივანმა ეუთოში სიტყვით გამოსვლისას საქართველოზეც ისაუბრა. „შეერთებული შტატები იზიარებს ეუთოს მრავალი წევრის შეშფოთებას ქართული ოცნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამას დაჰკრავს 2014 წლის საშიში ელფერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას – რეპრესიებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მოუწოდებენ თავიანთ ქვეყანას, დარჩეს ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების […]

“შვილები არ გყავთ? რა დედამ გშობათ, რა ოჯახში გაიზარდეთ რომ ორ გროშად ყიდით სამშობლოს” – ლეო ანთაძე

ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, ლეო ანთაძე სოციალურ ქსელში წერს: რით ვერ გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ რაც არ უნდა მხეცური, არაადამიანური ქმედება ჩაიდინონ ჩვენი ახალგაზრდების მიმართ, რაც არ უნდა გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალება იხმარონ ამით უკუ რეაქციას მიაღწევენ. რა თავგამოდებით, სადისტური ინსტიქტებით, მხეცურად უსწორდებიან ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მონა არ გახდეს. […]

აქციაზე დაკავებულები ფიზიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე საუბრობენ – საიას ხელმძღვანელი

საიას ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ დაკავებულები სისტემის მსხვერპლნი არიან და ისინი პატიმრობიდან აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ. ქურდოვანიძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეებმა ადვოკატებს იმ ფიზიკურ ძალადობაზე უამბეს, რომლებიც მათზე დაკავების და შემდეგ ტრანსპორტირების დროს განხორციელდა. ადვოკატებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაკავებულებს შეხვედროდნენ, ისინი საუბრობენ ფიზიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე, რომელიც მათ გამოიარეს დაკავების და შემდეგ ტრანსპორტირების დროს, ვიდრე იზოლატორში […]

სენატში მსჯელობენ მაგნიტსკის აქტზე – დეტალები სენატიდან

ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მიმდინარე განხილვაზე წერს – “ფორმულას” კორესპოდენტის თქმით, მაგნისტკის აქტზე მსჯელობენ, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილება. “ამ წუთებში, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მსჯელობენ გლობალური მაგნიტსკის აქტზე. მოსმენა 5 წუთის წინ დაიწყო და უკვე 3-ჯერ ითქვა საქართველოს “ხელისუფლების” წევრების წინააღმდეგ, სანქციების გაფართოების შესახებ. მოსმენას წინ უძღოდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ზარი სენატორებთან”, […]

„გუშინ 20 წამი გადაბმულად ვუბერავდი სულს სასტვენში, რის შემდეგაც 20 წუთს თავბრუ მეხვეოდა. დღეს 10 წამით მეტს დავუსტვენ“ – დათო გორგილაძე

მწერალი, ჟურნალისტი დათო გორგილაძე: „თუ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები გაინტერესებთ (რატომ უნდა გაინტერესებდეთ, მაგრამ მაინც), გეტყვით: გუშინ 20 წამი გადაბმულად ვუბერავდი სულს სასტვენში, რის შემდეგაც 20 წუთს თავბრუ მეხვეოდა. დღეს 10 წამით მეტს დავუსტვენ. შეგვიძლია 1 საათს ფეხზე დგომა? 2 საათს ვიდგებით. ყველანი გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია. ჩვენ ვიცავთ საქართველოს, ჩვენ გვიცავს სიმართლე და ერთმანეთი.“

“საქართველოს ხელისუფლება უხვევს EU-ის გზიდან სიტყვებით და ქმედებებით” – ბერბოკი

“ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომლებიც გამოდიან ქუჩებში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევროპულ გზას. ეს ხელისუფლება უხვევს [ევროპული] ამ გზიდან თავისი სიტყვებით და ქმედებებით”

ქუთაისში, აქციაზე, სავარაუდოდ, მოზარდი დაიჭირეს

ხმაური და დაპირისპირებაა ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. მერიის წინ სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, მოზარდი დააკავეს. არასრულწლოვანის დაკავებას მომიტინგეები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, ძალის გამოყენებით ის უკვე გაიყვანე პერიმეტრიდან.