ჯინ შაჰინი: არ მოვითმენთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას საქართველოში

აშშ-ის სენატორმა ჯინ შაჰინმა საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოზე ისაუბრა და განაცხადა: „უნდა გავავრცელოთ გზავნილი, რომ ორპარტიული კონსენსუსია ამ საკითხზე, რომ არ მოვითმენთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას საქართველოში. იმედი მაქვს, პრემიერი და მმართველი პარტია მოისმენენ ამ გზავნილს“. საქართველოზე ამავე სხდომაზე ისაუბრეს კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინმა და სენატორმა ჯიმ რიშმაც.
ბენ კარდინი: იმედი მაქვს, რომ მაგნიტსკის სანქციები დაეხმარება საქართველოს, სწორ გზაზე დადგომაში

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი, მიიჩნევს, რომ მაგნიტსკის სანქციების სასარგებლოობის ერთ-ერთი მაგალითი საქართველო იქნება. „იმედი მაქვს, რომ მაგნიტსკის სანქციები დაეხმარება საქართველოს, სწორ გზაზე დადგომაში. რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, მიუღებელია. ვფიქრობ, ესაა მაგალითი, სადაც სასარგებლო იქნება მაგნიტსკის სანქციები“, — განაცხადა მან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგ ჯერზე ცივი წყალი გადაასხა საქართველოს როგორც შიდა მტრებს, ისე გარე არაკეთილმოსურნეებს

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი არის ბიუჯეტის ქურდი და ქართული ჯარის მძარცველი, ხოლო საქართველოში არსებობს სამართლიანი სასამართლო. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე დადასტურდა, რომ ქართული მართლმსაჯულების მხრიდან კეზერაშვილის მიმართ ადგილი არ ჰქონია […]
“რომელი ინვესტორი შემოვა ქვეყანაში, თვითონვე რომ არ იციან სად მიდის ეს ქვეყანა” – ირაკლი გურჩიანი

სვანეთში მდებარე სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი, ირაკლი გურჩიანი BM.GE-სთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ბიზნესი ფაქტობრივად გაჩერებულია. მისივე ცნობით, სვანეთისთვის ზამთარი ისედაც მკვდარი სეზონია, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საახალწლოდ რაიმეს იმედი ჰქონდეთ. „სვანეთისთვის ისედაც მკვდარი სეზონია. მე არ ვიცი საახალწლოდ ვინმე თუ იქნება. დღეს არ არის ის მოცემულობა, რომ ვინმეს […]
შაჰინი: დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს პოლიტიკური ვითარების გაუარესებას

სენატორებმა ახსენეს სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, რომელიც დილით გვქონდა. როგორც ვიცით, სიტუაცია საშინელი ხდება. ჩვენ ამ კომიტეტში გვქონდა ხანგრძლივი ვალდებულება ქართველი ხალხის მიმართ და დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს პოლიტიკური ვითარების გაუარესებას. ათასობით ადამიანი ქუჩაშია შვიდი დღეა და აპროტესტებს ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
რიში: უნდა განვიხილოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სასტიკად ახშობს პროევროპულ დემონსტრაციებს. უნდა განვიხილოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ხალხი შეძლებს თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. მინდა მადლობა გადავუხადო ჯინ შაჰინს საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის ორგანიზებისთვის.
“ქუთაისში 14 წლის ბავშვი გონებადაკარგული გაიტაცეს!” – გელა ხასაია

ქუთაისში 14 წლის ბავშვი დააკავეს. – გონებადაკარგული გაიტაცეს !!!
“ციხეებმა მოგიყვანათ და ციხეები წაგიყვანთ – საშინელი ფოტოები გამოდის ციხიდან” – ჯანგავაძე

ბიძინას გენიოსობის ვისაც გჯერათ, ნამდვილად გენიოსია, სხვანაირად ასეთი მორალური უპირატესობა როგორ შეიძლება წყალს გაატანო?! შეუძლებელია. ციხეებმა მოგიყვანათ და ციხეები წაგიყვანთ. ასე მგონია სიზმარში ვარ, დაკავებულ პატიმრებს გაუპატიურებით ემუქრებიან და აწამებენ. საშინელი ფოტოები გამოდის ციხიდან. იმას აკეთებენ, რის გამოც ნაცები მოვიშორეთ. ქოცებო, თქვენ გაცილებით ცუდად დაასრულებთ, რადგან თქვენზე აღდგება ის სამართლიანობა, რომელიც თავის დროზე ვერ აღადგინეთ.
ემანუელ მაკრონმა მიიღო პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს გადადგომა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს გადადგომა პარლამენტის მიერ მისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ. ბარნიე თანამდებობაზე ახალი პრემიერის დანიშვნამდე დარჩება. მაკრონი ხუთშაბათს ხვდება მოკავშირეებსა და პარლამენტის ლიდერებს, რათა შეათანხმოს პრემიერ-მინისტრის მემკვიდრის კანდიდატურა. მიშელ ბარნიე თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე მთავრობის მეთაური გახდა. სამმა წყარომ განუცხადა Reuters-ს, რომ მაკრონს შემცვლელის რაც შეიძლება მალე პოვნის იმედი […]
Air France-KLM ავიაკომპანია Air Europa-ს 20%-იანი წილის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

Air France-KLM ავიაკომპანია Air Europa-ს 20%-იანი წილის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ესპანური მედიის ცნობით, ფრანგულ-ნიდერლანდური ჯგუფი Air France-KLM კომპანია Globalia-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ესპანური ავიაკომპანია Air Europa-ს 20 პროცენტიანი წილი შეიძინოს. მიმდინარე წლის აგვისტოში, International Airlines Group-მა (IAG) Air Europa-ს შეძენაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ევროპის კონკურენციის სამსახურმა განაცხადა, რომ IAG-ის წინადადებები კონკურენციის შესანარჩუნებლად არასაკმარისია. […]