მიხეილ სააკაშვილი – რამდენიმე თვითგამოცხადებულ ტიპს დაკავებული აქვს სამთავრობო შენობები, ეს შენობები ხალხმა უნდა აიყვანოს დაცვის ქვეშ, აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი და ჩაატაროს ახალი არჩევნები

რამდენიმე თვითგამოცხადებულ ტიპს დაკავებული აქვს თვითნებურად სამთავრობო შენობები. მე თქვენს ადგილზე იმაზეც ვიფიქრებდი, რას ნიშნავს, რატომ სხედან ისინი შენობებში, რომელშიც არ უნდა ისხდნენ. ეს შენობები [ხალხმა] უნდა აიყვანოს თავისი დაცვის ქვეშ, მან უნდა აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი და მან უნდა ჩაატაროს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ახალი არჩევნები, – ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან […]

შალვა პაპუაშვილი – მხოლოდ რამდენიმე ინციდენტია, სადაც შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ შესაძლოა, მოხდა ძალის გადამეტება – 2-3 ადამიანის მხრიდან ჭარბი ძალის გამოყენება ვინმეს აძლევს უფლებას, რომ ქართული პოლიცია ტერორის ქვეშ მოაქციონ?!

მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი არის, სადაც შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ შესაძლოა, მოხდა ძალის გადამეტება, ეს აჩვენებს თუ რამდენად პროფესიონალურად მოქმედებდნენ ჩვენი საპოლიციო დანაყოფები – 2-3 ადამიანის მხრიდან ჭარბი ძალის გამოყენება ვინმეს აძლევს რაიმე უფლებას, რომ ქართული პოლიცია ტერორის ქვეშ მოაქციონ?! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ძალადობრივი აქციის შეწყვეტა და მართვა არის ერთ-ერთ […]

მიხეილ სააკაშვილი – ამბობენ: „სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი!“ – ხალხო, რანაირი ავტორიტარი ვიყავი?! 7 ნოემბერს პოლიციის მოქმედება რომ არ მომეწონა, პრეზიდენტობიდან გადავდექი და ვადა შევიმცირე!

ამბობენ: „სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი“! – ხალხო, რანაირი ავტორიტარი ვიყავი?! 7 ნოემბერს პოლიციის მოქმედება რომ არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ყველაფერში რუსი ოლიგარქისა და რუსეთის ხელი ერია, პრეზიდენტობიდან გადავდექი და ვადა შევიმცირე! – განაცხადა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, ვიდეო ჩართვისას. სააკაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ 2012 წელს მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება მას, ვისზეც იცოდა, თუ […]

სებ-ში საბანკო და არასაბანკო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან საგადახდო მიმართულებით მიმდინარე პროექტების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში საბანკო და არასაბანკო საფინანსო სექტორებთან, საგადახდო მიმართულებით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვის ფარგლებში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა სიტყვით სებ-ის ვიცეპრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ გახსნა, რომელმაც მონაწილეებს საგადახდო მიმართულების პროექტების ფარგლებში მოსალოდნელ […]

შალვა პაპუაშვილი – მიმდინარე პროტესტი საბაბი იყო იმ ლუსტრაციის გამოსავლენად, რომელიც ოპოზიციას არჩევნებში დამარცხების გამო აქვს – ერთადერთი, რაც აწუხებთ, არჩევნებია – როგორც კი დადუმდა პიროტექნიკა ამ საკითხს დაუბრუნდნენ

ბოლო დღეებში მიმდინარე პროტესტის თემა იყო უბრალოდ საბაბი, იმ ლუსტრაციის გამოსავლენად, რომელიც ოპოზიციას არჩევნებში დამარცხების გამო აქვს. ეს არის საბაბი და არანაირი შინაარსი არ აქვს, ამიტომ გაექცნენ დებატებს. ერთადერთი სათქმელი და ერთადერთი საკითხი, რაც მათ აწუხებთ არის არჩევნები. როგორც კი დადუმდა პიროტექნიკა დაუბრუნდნენ არჩევნების საკითხს. ამიტომ არ ჰქონდათ მიკროფონი და სცენა, ამიტომ არ ჰქონდათ მიმართვები“,- […]

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია წმინდა ნიკოლოზის დღეს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედს იხსენიებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს ულოცავს. „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედს იხსენიებს. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. მორწმუნეები წმინდა მღვდელთმთავარს გასაჭირის ჟამს შეწევნისათვის მიმართავენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე ა.კ. თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, საღამოს […]

„განვიხილოთ სცენარი, როდესაც პროტესტი უშედეგოდ სრულდება“ – რესან ქიქავას მოსაზრება

საგამოფენო სივრცე „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა პროევროპული, საპროტესტო აქციების უშედეგოდ დასრულების სცენარს განიხილავს და წერს, რომ განულებული დიპლომატიური ურთიერთობები, სხვადასხვა სექტორის კრიზისი, გაუფასურებული ლარი, პერმანენტული პროტესტები და რეპრესიებია მოსალოდნელი. „კომერსანტი“ რესან ქიქავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „განვიხილოთ სცენარი, როდესაც პროტესტი უშედეგოდ სრულდება. ანუ, “ოცნებას” არ მიაქვს უკან თავისი გადაწყვეტილება და მიდის როგორც კონსტიტუციის, ასევე მოსახლეობის […]

“გვარამიას მიმართ ტკბილი გრძნობები არ მაქვს, მაგრამ ყველაზე შემზარავი იყო მისი დაპატიმრების სცენა” – ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე: ნიკა გვარამიას ვერც კი ვუსმენ, ვერ მიტანს და ბუნებრივია, არც მე ვგიჟდები მასზე, პირველად რომ დააპატიმრეს, არც გამოვქომაგებივარ, რადგან როგორც მოგახსენეთ, ტკბილი გრძნობები არ მაქვს მის მიმართ და არ მინდოდა, ყალბად დიდსულოვანი ტექსტები მეწერა მაშინ, მაგრამ თუ რამემ შემზარა და ჭკუიდან გადამიყვანა ამ სისხლიანი კვირის განმავლობაში, პირველი იყო კადრი, ძირს დაგდებული ბავშვის […]

უცნობია როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ამ დროისთვის უცნობია, როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე. “კი, როგორც წესი, ნაძვის ხის ასაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები დეკემბრის დასაწყისში იწყება, თუმცა მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით, სად და როდის მოხდება ეს, ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს”. – უთხრა ტაბულას თბილსერვის ჯგუფის პრესსამსახურის წარმომადგენელმა. თბილსერვის ჯგუფის დირექტორი, […]