ფიფამ რუსეთის არმიის საფეხბურთო კლუბს სატრანსფერო ბანი დაადო

ფიფამ, რუსეთის არმიის საფეხბურთო კლუბ “ცსკა მოსკოვს” 2026 წლამდე ტრანსფერების განხორციელება აუკრძალა. სატრანსფერო ბანის მიზეზი მარტივია: ცსკა-მ “ჰეერენვენს” ჩიდერა ეჯუკეს სანაცვლოდ სავალდებულო თანხა ვერ გადაუხადა. მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ მთელი რუსული საბანკო სექტორი სვიფტის სისტემიდან გაითიშა, რაც საერთაშორისო გადარიცხვებს მათთვის შეუძლებელს ხდის. აღსანიშნავია, რომ ცსკა მეხუთე რუსული კლუბია, რომელსაც მსგავსი სანქცია […]

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. *** 4 დეკემბერს, ალეკო ელისაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას […]

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7753 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7753 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0521 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9365 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9767 ლარს შეადგენდა. […]

„მიმიფურთხებია ყველა ჯალათისთვის, ვინც თავის მოქალაქეს ასე ექცევა, ვინც წაქცეულ კაცს, მოხუცს და ქალს ხელს დაარტყამს…“ – ნიკო ნანიტაშვილი

“პოს ტვ”-ის გადაცემა “ნიკოს შოუს” უკვე ყოფილი წამყვანი, მსახიობი ნიკო ნანიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „არ შეიძლება ყოველდღიურად ვიღვიძებდეთ ამ მარაზმში, სისხლში და სიბინძურეში. არ შეიძლება მთელი ეს წლები ვედაროთ წინა სადისტურ მოპყრობებს და ვარკვიოთ მაშინ უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს თუ ახლა. ხალხის უმოწყალოდ ცემა, ეკლესია-მონასტრების ნგრევა, ტელევიზიების დარბევა რომ არ გვინდოდა, შევცვალეთ მთავრობა უკეთესი მომავლის […]

ერთად ვიდექით მშვიდობიანად აქციაზე – დაკავებული 20 წლის მომიტინგის მეგობარი

დაკავებული 20 წლის მომიტინგის, ლუკა ჯაბუას მეგობარები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მათთან ერთად სრულიად მშვიდობიანად იქცა აქციებზე და ყოველგვარი ძალადობის გარეშე იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისთვის. დილის 6 საათზე სრულიად უსაფუძვლოდ წამოიყვანეს იზოლატორში ადამიანი, რომელიც მშვიდობიანად იდგა და აპროტესტებდა, იბრძოდა თავისუფლებისთვის. უსამართლოდ მოექცნენ, ყველა, აქციაზე ვიდექით ერთად. არანაირი ძალადობა, მშვიდობიანად ვაპროტესტებდით, ისეთი ადამიანია ძალადობისკენ არასოდეს ყოფილა მიდრეკილი”, – […]

საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი დაიწყო. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. დაცვის მხარე ელისაშვილის 3 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს. ალეკო ელისაშვილი „ქორთიად მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ივანიშვილის შსს ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. […]

პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქციას მართავს

პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქციას მართავს. ისინი ითხოვენ უწყებამ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმ ძალადობრივ შემთხვევებზე, რომელიც აქციის მონაწილე ახალგაზრდების მისამართით ხდება. მათ ადგილზე აქვთ მიტანილი პლაკატები, სადაც დატანილია იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციებზე დაშავდნენ. „ჩვენ აქ ვდგავართ, რადგან ინსტიტუცია, რომელსაც ჩვენი უფლებების დაცვა ევალება, ძალადობის ენით გველაპარაკება. განათლების სამინისტრო დუმს, […]

შსს – დიმიტრი ჩიქოვანის ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღებულია, რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ოფისსა და საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყება ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლის ჩხრეკის შესახებ და აცხადებს, რომ „სამართალდამცველებმა სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 და 9 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 და 9 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 და 9 დეკემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

სახალხო დამცველი გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეთ უორდს, საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრის და გერმანიის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდნენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა და ელჩებს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო. „ისაუბრა პოლიციის მხრიდან ძალადობისა და […]